სტივის აიფონის მიკროკოდი

მაიკმა, რომელიც მუშაობს კომპანიაში Macsoda, კითხვა გაუგზავნა სტივ ჯობს ელფოსტის საშუალებით. ეფლის ხელმძღვანელმა თავის მხრივ უპასუხა ამ წერილს თავისი აიფონიდან (იშვიათობა არაა, როდესაც სტივი თვითონ სცემს პასუხს წერილებს):

Steve Jobs' iPhone Firmware
Steve Jobs' iPhone Firmware

X-Mailer-ის სათაურში მითითებულია iPhone Mail (7D11), რაც შეესაბამება iPhone OS 3.1.2-ს, სულ ბოლო მიკროკოდს 3.1.3 ანაწყობის ინდექსი აქვს 7E18. მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, რომ სტივს უკვე აქვს წვდომა iPhone 4.0-თან, ნათელი ხდება, რომ ჯობსი, ისევე როგორც მომხმარებელთა უმრავლესობა, არ ჩქარობს განახლებას. :)

4 thoughts on “სტივის აიფონის მიკროკოდი

  1. იქნება და სულ ახალი Iphone აქვს :D

  2. არა ყიდვაზე არ მითქვამს ალბათ ის ახალი აიფონი აქვს რაც ივნისში თუ ივლისში გამოუშვებს :D

  3. ასეთი პოსტი ბევრ საიტზე წავიკითხე და იმასაც სწერდნენ რომ სტივ ჯობსი გატეხილ (Jailbroken) Iphone ს ატარებსო :P
    მოკლეთ მაგარი ჭორებია მემგონი :)

Comments are closed.