ერთდღიანი სენსაცია, ანუ ახალი კატეგორიის სიცოცხლე და სიკვდილი

კვირის დასაწყისში “უხამს შიგთავსზე” საჩვენებელი ეგზეკუციის შემდეგ (როდესაც App Store-ის კატალოგიდან გაქრა დაახლოებით 5000 აპლიკაცია, სექსის თემასთან დაკავშირებული), Apple-მა უცაბედად გააოცა პროგრამისტები ახალი კორექტივებით თავისი ინტერნეტ-მაღაზიის რუბრიკატორში: 24 თებერვალს იქ აღმოჩენილი იქნა ადრე უცნობი კატეგორია „Explicit“ – „პორნოგრაფია“.

ახალი კატეგორიის არსებობა ერთხმად დაადასტურეს საიტებმა MacRumors, Cult of Mac და TUAW.

Apple-ის ლოგიკა გარკვეული ჩანდა – ცალკეულ კატეგორიაში მოთავსებული „დიდების“ შიგთავსის დაბლოკვა მშობელთა კონტროლის მეშვეობით ფრიად მარტივია – თუმცა შემდგომი დემარში ლოგიკას უკვე არ ექვემდებარება: იმავე დღეს რუბრიკა გაქრა, ხოლო Apple-ის ანონიმი თანამშრომლის კუპერტინოდან გამოჟონილი მცირედი კომენტარი შემდეგია: ახალი კატეგორიის შექმნა განიხილება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია შეიქმნება ის თუ არა.


Comments

2 responses to “ერთდღიანი სენსაცია, ანუ ახალი კატეგორიის სიცოცხლე და სიკვდილი”

  1. giorgi geradze Avatar
    giorgi geradze

    erTi ram mikvirs am infoze statia ram dagacerina :D

    1. და რითია მაგალითად ცუდი? :)
      პორნოგრაფიამ შექმნა თანამედროვე ინტერნეტი, პორნოგრაფიის გავრცელებისათვის გამოიგონეს და უამრავი ფული დახარჯეს ინტერნეტ-გადახდების სისტემის ჩამყალიბებისათვის. ასე რომ ფრიად მოთხოვნილი შიგთავსია ინტერნეტში :)