სტივ ჯობსი წლის ადამიანად დასახელდა, ამჯერად – მობილურ ინდუსტრიაში

ტიპიური სიტუაცია Apple-თან მიმართებაში: კომპანია ბრწყინავს თავისი არყოფნით მორიგ კონფერენციაზე ან გამოფენაზე, თუმცა მაინც რჩება პრესის ყურადღების ცენტრში.

გამონაკლისი არ გამხდარა არც Mobile World Congress 2010: მიუხედავად ახალი ოს-ის Windows Phone თვალსაჩინო წარმატებისა, გამოფენას ბარსელონაში აიფონის, ეფლის და მისი მესაჭის გარეშე მაინც არ ჩაუვლია  — სტივ ჯობსმა პირველი ადგილი დაიკავა ნომინაციაში „წლის ადამიანი მობილურ ინდუსტრიაში“. რაც ნოემბერში „ათწლეულის CEO“ ტიტულის მინიშებასთან ერთად არცთუ ისე ურიგო მატებაა ჯობსის ტიტულების კოლექციისათვის.