სტივ ჯობსი საკუთარ ბიოგრაფიაზე იწყებს მუშაობას

გაზეთი The New York Times-ი გვატყობინებს:  Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ჯობსი ემზადება ლიტერატურულ ასპარეზზე გამოსასვლელად და მონაწილეობას მიიღებს საკუთარი ავტორიზირებული ბიოგრაფიის შექმნაში, რომელსაც დაწერს Time-ის რედქტორი უოლტერ აიზექსონი.

სენსაციურობას ამ ისტორიას მატებს ის, რომ ბოლო დრომდე ჯობსი კატეგორიული წინააღმდეგი იყო სამწერლო ექსპერიმენტების ჩატარებაზე და ყველას უკრძალავდა მისი ბიოგრაფიის ქაღალდზე გადატანას.

მოვიყვან ორ კლასიკურ მაგალითს:

“კატეგორიული წინააღმდეგი იყო სამწერლო ექსპერიმენტების ჩატარებაზე” – 2006 წლის აპრილში  Apple-მა წინასწარი თანხმობის შემდეგ უეცრად უარი განაცხადა სტივ ვოზნიაკის ავტობიოგრაფიაში წინასიტყვაობის შეტანაზე. განაწყენებული ვოზი პრესის მუშაკებს უზიარებდა გულის ვარამს: “ჩვენ მას წიგნის ეგზემპლარი გავუგზავნეთ და მანთ თქვა – “ორიოდე გვერდი წავიკითხე და არ დავწერ წინასიტყვაობას”. გაუგებარია, თუ რატომ, წიგნში მის შესახებ ხომ ცუდი არაფერი წერია”.

“ყველას უკრძალავდა მისი ბიოგრაფიის ქაღალდზე გადატანას” – ვოზნიაკთან დაკავშირებულ სკანდალამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, სტივი გაეცნო ჯეფრი იანგის წიგნის “iCon” ხელნაწერს და განკარგულება გასცა Apple Store-ში გაყიდვიდან ამოეღოთ წიგნის გამომცემლის Wiley & Sons ყველა წიგნი. Wiley & Sons-ის ოფიცილაური წარმომადგენლები მხრებს იჩეჩავდნენ და ზანტად ახსენებდნენ, რომ მათი გაყიდვების არხები არ ამოიწურება მხოლოდ  Apple-ის მარაზიებით.