გაიცანით, Adobe CS5!

პაკეტის Adobe Creative Suite მეხუთე ვერსია ამ გაზაფხულზე გამოვა. როგორც ცნობილი გახდა, ძირითადი სიახლე იქნება Photoshop-ის 64 ბიტიანი ვერსიის დამატება, რომელიც მთლიანად Cocoa-ს გამოყენებით არის დაწერილი.

64-ბიტიანი Photoshop CS5-ი. თავიდან იგეგმებოდა, რომ ამ პროგრამის 64 ბიტიანი ვერსია CS4-ში მოხვდებოდა, მაგრამ ყველაფერი როგორც ყოველთვის Apple-მა აურია, გადაწყვიტა რა უარი ეთქვა Carbon-ის 64 ბიტიანი ვერსიის გამოშვებაზე. პროგრამისტებს მოუწიათ პროგრამის ხელახალი დაწერა, რასაც ორი წელი დასჭირდა.

ახალი ვერსიის ტესტერების განცხადებით ძირითადი სიახლეები პროგრამის ბირთვიშია დამალული. ახალი ფუნქციები არ დამატებია დიდად, სამაგიეროდ უფრო აჩქარდა დიდ ფაილებთან, სამგანზომილებიან ობიექტებთან და ვიდეოსთან მუშაობისას.

უნდა აღინიშნოს გამოსახულებიდან არასაჭირო ობიექტების წაშლის ახალი ალგორითმი, რომელიც ამ პროცედურად გაცილებით უკეთ ასრულებს.

Adobe-ის შეფასებით, რედაქტორის 64 ბიტიანი ვერსია 8-12 პროცენტით უფრო სწრაფია, ვიდრე 32 ბიტიანი.

InDesign CS5. Adobe აგრძელებს გამომცემელთა გადაბირებას იდეით, რომ შიგთავსი შეიქმნას არამარტო დასაბეჭდად, არამედ სხვა ფორმატებისთვისაც. პირველ რიგში ინტერნეტისათვის, ხოლო სადაც ქსელია, იქ Flash-იც არის. CS5-ის შემთხვევაში საუბარია პროექტების Flash-ის ფაილებში გამოქვეყნებაზე.

აღინიშნება, რომ Dreamweaver-ი უფრო ზუსტად ახდენს ვებ-გვერდების დაკაბადონებას და გაუგებარია, რატომ არ უნდა გამოიყენებოდეს იგივე ხელსაწყოები InDesign-ში.

Flash-ი და Dreamweaver CS5-ი. ამ პროგრამების ახალმა ვერსიებმა როგორც იქნა მიიღეს კოდის შეფერადების შესაძლებლობა, თუმცა ცვლილებები სხვა სიბრტყეშია მოქცეული. ვინაიდან Apple-ი არ უშვებს Flash-ს iPhone-ში,  Adobe-მ გადაწყვიტა სხვა გზით წასულიყო. ახლა პროგრამისტს შეუძლია თავისი პროექტი შეინახოს iPhone-ს აპლიკაციის ფორმატში. ამ დროს ტექნიკურად Flash-ი საჭირო არ არის.

Mini-Bridge. CS5-ის ყველა პროგრამაში დაემატა ფუნქცია, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ “Mini-Bridge”. ის საშუალებას მოგვცემს წინასწარ დავათვალიეროთ ფაილი, სამუშაო გარემოდან გაუსვლელად.


Comments

2 responses to “გაიცანით, Adobe CS5!”

  1. უკვე დევს Adobe CS5 Master Collection [********]-ზე

    მართლაც შესანიშნავია, დიდი სიამოვნება მივიღე