ბილ გეიტსის აზრი iPad-ის შესახებ

იანვარში  iPad-ის ანონსს მრავალი კომპანიის კრიტიკა მოჰყვა. ეს გასაგებიცაა, რომელი დაიწყებს კონკურენტის ქებას? მაგრამ ბილ გეიტსი არა მარტო ცნობილი პირვნებაა, ის აგრეთვე პლანშეტური კომპიუტერის გულმხურვალე გულშემატკივარია. რამდენიმე წლის წინ, როდესაც Apple-მა  iPhone-ი გამოუშვა, გეიტსმა ალალად აღიარა, რომ მას მოეწონა ახალი გაჯეტი. თუმცაღა iPad-ი მაიკროსოფტის ყოფილმა ხელმძღვანელმა გააკრიტიკა.

Bill Gates Opinion
Bill Gates Opinion

ბილი ელ. წიგნებს და ციფრულ შიგთავსს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს, მაგრამ iPad-ი მას თითქმის არ მოწონს. მისი აზრით Apple-მა ყურადღება არ მიაქცია რამოდენიმე საყურადღებო ფაქტს:

  • მობილური გამოწერები. გეიტსი თვლის, რომ გაყიდვების გაუმჯობესებისათვის საჭიროა მობილური გამოწერების გაკეთება შიგთავსზე.
  • ჟურნალები iBookStore-ში. მაიკროსოფტის ყოფილ ხელმძღვანელს არ ესმის, რატომ არ არის iBookStore-ში ჟურნალები და რის მარტო წიგნები.
  • პლანშეტი განათლებისთვის. iPad-ი საინტერესო მოწყობილობა ჩანს. კარგი იქნებოდა რამოდენიმე საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა. ის ხომ იდეალური ხელსაწყოა სკლაში და ინსტიტუში გამოსაყენებლად.
  • iPad 3G-ის სწრაფი გამოშვება. გაუგებარია, თუ რატომ გადადო ჯობსმა iPad-ის 3G ვერსიის გამოშვება. Apple-ს ხელშეკრულება უკვე აქვს AT&T-თან და ოპერატორს შეეძლო გაყიდვების სტიმულირება სუბსიდირებით.
  • Flash-ის მხარდაჭერა. და ბოლოს, გეიტსი თვლის რომ Flash-ზე უარის თქმა დიდი შეცდომაა. მისი აზრით ფლეში დღეს ერთ-ერთი საკვანძო ტექნოლოგიაა მულტიმედიური შიგთავსის მისაღებად.

ბილის აზრით Apple-ი დღეისათვის პოპულარობის მწვერვალზეა, აქედანაა მისი თავდაჯერილობა, როდესაც შესაძლებელია საკუთარი პირობების მომხმარებლებზე თავს მოხვევა.


Comments

2 responses to “ბილ გეიტსის აზრი iPad-ის შესახებ”

  1. giorgi geradze Avatar
    giorgi geradze

    საინტერესო განცხადებააა
    ვეტანხმები ყველაფერში ბილს განსაკუთრებით ბოლო ასპექტში
    და არ უნდა ამას პროცესორებს აფუჭებს და უამრავი სისულელე

  2. buba Avatar

    უმაგრეს გაჯეტად მიმაჩნია ,ვფიქრობ კითხვის პოპულარიზაციას არ აგვცდება ))