აშკარა-დაუჯერებელი: „ჩემი დოკუმენტები“ iPad-ში

რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ კვლავ მოგივწევს 27 იანვრის ვიდეო ჩანაწერის ნახვა. ფილ შილერის პრეზენტაციის სამოცდამეოთხე წუთზე მიმდინარეობს Pages-ის მობილური ვერსიის შესაძლებლობების დემონსტრაცია. დროის ნიშნული 01:04:24 – “ისევე როგორც პროგრამაში Keynotes, ეკრანზე გამოდის დოკუმენტების ბიბლიოთეკა. მოდით დავიწყოთ”. დავიწყეთ. დავაყენეთ სტოპ-კადრზე:

MyDocuments in iPad
MyDocuments in iPad

საოცარია: ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში ღილაკზე ჩანს წარწერა “ჩემი დოკუმენტები” და მას მომენტალურად გადავყავართ Windows 98-ის ეპოქაში. თუ ყურადღებით განვაგრძობთ შილერის პრეზენტაციის ყურებას, ასეთივე ღილაკს დავინახავთ სხვა პროგრამებშიც: Keynote (My Presentations) და Numbers (My Spreadsheets). რის შემდეგაც გვიჩნდება შეკითხვა – ხომ არ იმალება ამის იქეთ ის, რომ iPad-ს ექნება სპეციალური სქაღალდე სამომხმარებლო მონაცემებისათვის?

ერთი კითხვა ბადებს უამრავს სხვას – როგორ გვექნება წვდომა My Documents-საქაღალდესთან? როგორი იქნება სინქრონიზაციის პროცესი?

მოკლედ, თვენახევრის შემდეგ ყველაფერს გავიგებთ!

3 კომენტარი;

    • ისე უბრალოდ არა მგონია. და აი რატომ. აიპადში 3 საკმაოდ სერიოზული საოფისე პროგრამა იქნება. მათში მოზადებული ფაილები მომხმარებლისათვის მაქსიმალურად იოლად უნდა მოხვდეს სტაციონარულ კომპიუტერში. iTunes-ით სინქრონიზაცია ვერ ჩაითვლება სეთად. ასე რომ ვნახოთ, დაველოდოთ :)

  1. საინტერესოა.

    საერთოდ, ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ მაგ დევაისს უნდა გააჩნდეს დოკუმენტების მართვისა და შექმნისთვის iPhone-ზე უფრო "პრადვინუტი" სოფტი. რადგანაც ეს ე.წ. შუალედური დევაისია. თუმცა სადაც კოპირება-ჩასმა არ იყო iPhoneში 2 წელი, ეგ ნამდვილად არ გამიკვირდება :).

    ამავე დროს ჩნდება კითხვა, თუ არ არის მულტიტასკინგი მოხერხდება თუ არა რამოდენიმე დოკუმენტთან ერთდროულად მუშაობა? (რაც მე პირადად ხშირად მჭირდება).

    პ.ს. და ეფლს რაიმე სპეციფიკაციები (სოფტვერის და არა ჰარდის) არ გამოუქვეყნებია ჯერ? SDK ხომ არის უკვე ახალი სისტემის გამოსული? დველოპერები არაფერს ამბობენ ჯერ?

კომენტარები დახურულია.