რაღაცას გაჩვენებთ, ოღონდ თქვენ არავის არ უთხრათ

სტივ ჯობსმა, Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მანიაკალური პარანოია. ყველაფერი დაიწყო გამომცემლებთან საიდუმლო შეხვედრებით, რომელთა ოფისებიც ნიუ-იორკშია განთავსებული. ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ Wall Street Journal-ის ერთ-ერთმა მმართველმა მორიგი შეხვედროს დროს თავის ტვიტერში დაწერა შემდეგი: “This tweet sent from an iPad. Does it look cool?”

რამდენიმე დღე საკუთარი თავით კმაყოფილი ალან მურეი ინდაურივით გაფხორილი დაიარებოდა იმის გამო, მან ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა ის, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. ეს ამბავი სტივის ყურებამდე მივიდა, რის გამოც მან ყველანი ყურებზე დააყენა და ძალდატანებით აიძულა ენაჭარტალა მმართველი წაეშალა კომენტარი ტვიტერიდან.

ერთი მხრივ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, შეხვედრის მონაწილეები როგორც წესი ხელს აწერენ გაუთქმელობის დოკუმენტს, მაგრამ მეორე მხრივ – მაინც ყველამ ყველაფერი იცის და ასეთი წივილ-კივილი სრულიად ზედმეტია!


Comments

One response to “რაღაცას გაჩვენებთ, ოღონდ თქვენ არავის არ უთხრათ”

  1. არანაირად არ არის ზედმეტი – მენეჯერებს ფულს იმაში უხდიან, რომ ზოგადადამიანური გრძნობები ცოტათი მოთოკონ და ხელშეკრულებებით და ინსტრუქციებით იხელმძღვანელონ.

    მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რამხელა როლი უკავია iPad-ის გაყიდვების ბედში PR-სტრატეგიის ზუსტ განხორციელებას, ადვილი დასანახია, რომ ერთი მცდარი ნაბიჯი და… ფაფუ. ჯობსის გენია ზუსტად ამაშია – ყველაფერს მისი დრო და ადგილი აქვს.