Aperture 3

გუშინ Apple-მა გამოშვა ფოტოების პროფესიული მმართველის Aperture მე-3 ვერსია, რომელშიც კომპანიის განცხადებით ორასზე მეტი სიახლეა.

Aperture 3
Aperture 3

პროგრამის განვითარების მიმართულება შესანიშნავად ასახავს მესამე ვერსიის დევიზს: “პროფესიული შესაძლებლობები. iPhoto-ს სიმარტივე”. მართლაც, უკვე ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ Aperture 3-მა iPhoto-საგან მემკვიდრეობით მიიღო ისეთი პოპულარული ფუნქციები, როგორიცაა “სახეები”, “ადგილები”. მათი დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სწრაფად დაახარისხოს სურათები პიროვნებბეის მიხედვით, შეადგინოს მოგზაურობის რუკა ან დაათვალიეროს ფოტოები გადაღების ადგილის მიხედვით.

Aperture 3
Aperture 3

თუმცა, სიახლეები მაინც არის. Aperture 3-ს შეუძლია ყველა სახის ჩვენება დასათაურების გარეშე ან საჭირო ადამიანების ჩვენება ცალკეული პროექტის ფარგლებში. აი სურათების მუშაობის საითხშჲ არც არაფერი შეცვლილა.

Aperture 3
Aperture 3

სხვა სერიოზული ცვლილება ეხება ფუნჯებს. რედაქტორის მესამე ვერსიაში გაიზარდა ფუნჯების მორგების მოქნილობა. ახლა Aperture ამ მაჩვენებლით მჭიდროდ მიუახლოვდა Adobe Photoshop-ს. ასევე უნდა ავღნიშნოთ 50 ფუნჯის ნაკრები Quick Brushes, რომელთა პარამეტრები ოპტიმიზირებულია სხვადასხვა ამოცანებისათვის.

Aperture 3
Aperture 3

Aperture 3-ში გაჩნდა ფუნქცია  Quick Fix, რომელიც ანალოგია ღილაკისა “Make Cool Picture” და განკუთვნილია ერთი დაწკაპუნებით სურათის გაუმჯობესებისათვის. მის აქტივებშია სიმკვეთრის მომატება, თეთრი ფერის ბალანსის ოპტიმიზაცია, სხვადასხვა ეფექტები და ა.შ. ასევე მომხმარებელს ახლა უკვე შეუძლია მისი ფერის პარამეტრების შენახვა და შემდგომში სხვა სურათებში სწრაფი გამოყენება.

Aperture 3
Aperture 3

სხვა ცვლილებები: დათვალიერების სრულ ეკრანიანი რეჟიმი, HD-ხარისხის შლაიდ-შოუს შექმნა, RAW-ფორმატის გაფართოებული მხარდაჭერა, სრული 64-ბიტიანობა.

სიახლეების სრულ ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ  აქ.

სისტემური მოთხოვნები: Intel-Mac, Mac OS X 10.5.8 და ზემოთ.
გადმოქაჩვა
.

ერთი კომენტარი

  1. Aperture 3-მ ძალიან დააგვიანა თუმცა ძალიან გამიხარდა რო გამოვიდა როგორც იქნა. საკმაოდ მძლავრი ინტრუმენტები ჩაუმატეს მათ შორის ფუნჯები რომლებზე _ნებისმიერი_ Adjustmen-ის მიბმა შეიძლება.
    პრესეტების დამახსოვრებაც საინტერესო ფუნქციონალურობაა თუმცა იგივეს გაკეთება შეიძლებოდა Lift & Stamp Tool-ითაც.

    მოკლედ 30 დღიან ტრიალს ვტესტავ საკმაოდ აქტიურად და ჯერჯერობით კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ, ალბათ დავაპგრეიდდები ამ დღეებში.

    ერთადერთი ნაკლი რის გამოც შეიძლება პჰოტოშიპი მაინც დაგჭირდეთ: აპერჩერში დღემდე არ არის Lab ფერების გამაში მუშაობის შესაძლებლობა, რაც პრინციპში ბევრი ფოტოგრაფისთვის არაფერს ნიშნავს მაგრამ დამიჯერეთ ძალიან მძლავრი ინტრუმენტია თუ დაუმუღამებთ. მოკლედ ეს ერთი რამ რომ ქონდეს აპერჩერს (მეოთხეს ალბათ) იგი _იდეალური_ სოფტი გახდებოდა _ნებისმიერი_ ფოტოგრაფის "ხოშის" დასაყვაყოფილებლად.

კომენტარები დახურულია.