პროცესორი Apple A4 — ცუდია გიჟური აზრები?

თავიდან ყველაფერი ცუდად იყო. მაკები ცუდად იყიდებოდა. ეფლის საბაზრო წილი ეცემოდა. მიზეზები თვალშისაცემი იყო: ახალი ოპერაციული სისტემა უიმედოდ კიდებდა იმ დროისათვის ყველაზე მძლავრ მაკებსაც კი. “სახატავი პროგრამა”, რომელიც იმ დროს ფრიად ძლიერი იყო, ნელა და ცუდად მუშაობდა…

ხოლო პროცესორები, რომლებიც სეძლებდნენ სიტუაციის გამოსწორებას, აგვიანებდნენ. თითქოს და ვერავინ და ვერაფერი უშველიდა ეფლს და წასვლა დაიწყეს იმათაც კი, ვინც 90-იანი წლების ბოლოსაც არ წავიდნენ, ბოლომდე დარჩნენ…

მათ შორის, ვინც არ წავიდა, ცოცხლობდა სრულიად გიჟური იდეა: რა მოხდება, თუ ეფლის საკუთარ პროცესორს გამოუშვებს?

და აი ეს მოხდა. პირველი პროცესორი, რომელიც ეფლშია შემUშავებული საკუტარი მიზნებისათვის, უკომპრომისო, ზუსტად გათვლილი iPad-ისათვის.

ამისათვის 2008 წელს ეფლმა იყიდა ლუკს-კლასის პროცესორული ატელიე P.A.Semi 278 მილიონ დოლარად. როდესაც მსხვილი კომპანიები სხვებს ყიდულობენ, ეს ყოველთვის საინტერესოა. მაგრამ ეს შემთხვევა საერთოდ სენსაციად იქცა. იმდენად იყო ყველაფერი უცნაური და მოულოდნელი.

ეს სიდიდით მეორე შენაძენია ეფლისათვის მთელი ისტორიის განმავლობაში. უფრო ძვირი მხოლოდ NeXT-ის შეძენა დაჯდა სტივ ჯობსთან ერთად.

სარეკლამო სააგენტო Quattro 28 მილიონით უფრო იაფი დაჯდა.

1. A4

ზუსტი მონაცემები A4 პროცესორის შესახებ არ არსებობს.

ცნოილია, რომ ის გამოყენებულია iPad-ში და მისი სიხშირე გახლავთ 1 გჰც და რომ მიუხედავად დაბალი სიხშირისა, ის ძალიან სწრაფად მუშაობს.

ცნობილია, რომ ეს არის SoC (System on Chip, “სისტემა ჩიპზე”), ანუ ერთ მიკროსქემაში განთავსებულია მთავარი პროცესორი, გრაფიკული პროცესორი, ოპერატიული მეხსიერების და შეტანა/გამოტანის კონტროლერები.

განცხადებულია, რომ პროცესორი ფანტასტიურად ეკონომიურია, თუმცა გაუგებარია, რა დგას ამის უკან. 10 საათი შეუჩერებელი მუშაობა iPad-ზე? ეს ბევრია თუ ცოტა? ვგონებ ამ შემთხვევაში ღირსა ეფლის დაჯერება.

ცნობილია, რომ ამ პროცესორს შეეძლება ARM-პროცესორების კოდის სწრაფი შესრულება ყოველგვარი ცვლილების გარეშე. ამის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოდ, რომ ისიც ARM-ია. ზოგი ამტკიცებს კიდევაც, რომ ეს ახალი თაობის ARM-ია.

ეს შეიძლება იყოს რაც გინდა რა. თუნდაც PowerPC. თუმცა ამ პროცესორებზე ლიცენზია IBM-მა ჯერ კიდევ 2008 წელს გამოითხოვა უკან.

Apple-ის ისტორიაში პირველად დამკვეთიცა და შემსრულებელიც თვითონაა. კომპანიას ჯერ არნახული შესაძლებლობა აქვს დაამზადოს ისეთი პროცესორი, რომელიც მას სჭირდება.

სანამ iPad-ი არ მოხვდება “პათანატომების” ხელში და მისი შიგნეულობა არ გამოფატრეს, მანამდე ეს პროცესორი გამოცანად დარჩება. ზოგიერთ კითხვაზე პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება კვლევის სხვა მეთოდბის გამოყენებით. ნაწილს გავიგებთ, რაღაც კი სამუდამოდ დარჩება საიდუმლოდ.

ახლა ჩვენ პრაქტიკულად არაფერი არ ვიცით.

რამდენი ბირთვია A$-ში? არის მოსაზრება, რომ ოთხი, ამიტომაც ფიგურირებს ოთხიანი დასახელებაში. ხოლო შემდეგი თაობის  iPhone/iPod Touch-ში გამოყენებული იქნება პროცესორი A2, იგივე პროცესორი, ოღონდ ორჯერ ნაკლები ბირთვით. სწორია, ტელეფონს მეტი არც სჭირდება.

კონკრეტულად რა პერიფერიული მოწყობილობებია განთავსებული პროცესორში? პირველად ისტორიის მანძილზე Apple-ს შეეძლო განეთავსებინა ნებისმიერი რამ. მაგალითად Objective-C-ის აპარატურული მხარდაჭერა, ზეოპტიმიზირებული ბიბლიოთეკები, უნიკალური და რთულად გატეხვადი უსაფრთხოების სისტემები.

რამდენი გრაფიკული პროცესორია განთავსებული ჩიპზე? რა ტიპის გრაფიკაა ეს? ვინ შექმნა ის და ხომ არ გახდა  Apple-ი ასევე გრაფიკული ჩიპების მწარმოებელიც?

უცნობია პროცესორის თანრიგიანობაც კი – 32? 64? 128? 256? ალბათ მაინც 32, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს. მაგრამ iPhone Os-ი 64 ბიტიანი სისტემაა, რომელიც დროებით 32 ბიტიან გარემოში ცხოვრობს.

Apple A4 არსებობს, ის მუშაობს, თანაც ძალიან სწრაფად. ის არაჩვეულებრივი სიმარტივით უმკლავდება ყველაზე რთული ანიმაციის დამუშავებასაც კი. და ეს ყველაზე ახალი პროცესროული ატელიეს სულ პირველი პროცესორია.

2. ასე აღწევენ ვარსკვლავებს

iPad-ი, როგორც ჩანს კომპანიისათვის ფრიად მნიშვნელოვანი პროდუქტია.

თუმცა უცნაურობები 2008 წელს დაიწყო. სწროედ მაგ წლის ბოლოს შეიძინა Apple-მა კომპანია P.A.Semi. კომპანიის წესების გვერდით ავლით სტივმა მაის შესახებ კომენტარი გააკეთა. მან გვაცნობა, რომ დროდადრო კომპანია ყიდულბს ახალ კომპანიებს. რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიხატა შეძენილი კომპანიის ინტელექტუალური პოტყენციალის გამოყენებაში და რომ  Apple-ს ესაჭიროება დახმარება მობილურ პროცესორებზე მუშაობაში.

P.A.Semi-ს ერთადერთი დასრულებული ნამუშევარი გახლავთ PowerPC არქიტექტურის ყველაზე ეკონომიური პროცესორი  PWRficient, რომელზეც მოთხოვნილება იყო.

P.A.Semi (სახელი იშიფრება როგორც Palo Alto Semiconductors, თუმცა კომპანიამ ვერ მოასწრო პალო ალტოში გადასვლა) სპეციალიზირდებოდა PowerPC არქიტექტურაზე და 2004-2005 წლებში  Apple -ის სპეციალისტები აქ ხშირი სტუმრები იყვნენ.

2008 წლის ბოლოს გამოვიდა ჭორები, რომ Apple-ი იმედ გაცრუებულია Intel-ში და რომ მას აქვს გეგმები კვლავ დაბრუნდეს PowerPC პლათფორმაზე. ვერსია ბევრი იყო. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ეფლის გაიბუტა იმის გამო, რომ Macbook Air-ისათვის დამზადებული მცირე ზომის Intel Core 2 Duo თითქმის იმავდროულად გამოვიდა გაყიდვაში და ხელმისაწვდომი გახდა კომპიუტერების სხვა მწარმოებლებისთვისაც.

ჯობსი იძUლებული გახდა ეპასუხა ამ ჭორებზე: მან განაცხადა, რომ  Apple-მა და Intel-მა იპოვნეს ერთმანეთი, მათ აკავშირებს ნამდვილი სიყვარული და რომ არანაირი საბაბი არ არსებობს კვლავ PowerPC-ზე დასაბრუნებლად.

2008 წლის ბოლოს Apple-მა მიიღო IBM-ის გამოწვევა, რომელსაც ძალიან არ უნდოდა თავისი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პეიპმასტერის გაშვება. მას ეფლში მოწყობილობების ხაზით ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავზეს.

IBM-ში მაიკს შეხება ჰქონდა პროცესორების შექმნასთან (Power-თან და… PowerPC-თან), საქმის კურში იყო IBM-ის ყველა საიდუმლოს შესახებ… სასამართლოში IBM-ი ხაზს უსვამდა იმას, რომ მისმა ყოფილმა თანამშრომელმა იცის თუ როგორ გაზარდოს პროცესორების წარმადობა და ეკონომიურობა, რადიკალურად.

ნიუ-იორკის შტატის მოსამართლემ აკრძალვა დაადო პეიპმასტერის გადასვლას ეფლში. ვადა 2009 წლის აპრილში გავიდა. ამ დროიდან მაიკი ეფლის თანამშრომელია.

ეს მხოლოდ ის წინაღობებია, რომლებიც ჩვენ ვიცით. კიდევ რამდენი იყო ახალი, “საყვარელი” შვილიკოსაკენ მიმავალ გზაზე არავინ იცის. ეს ძალიან მძიმე გამარჯვებაა.

3. პერსპექტივები?

ეს სულ პირველი პროცესორია, რომელიც  Apple-მა შექმნა. ჯერ-ჯერობით ის ვერ მოხვდა მკვლევართა ხელში. პირველი შთაბეჭდილებები კარგია, მერე ვნახოთ რა იქნება.

უდაოა, წინ A4-ის ახალი მოდიფიკაციები გველის, უფრო მეღალი ტაქტური სიხშირეები და ახალი მწვერვალები. პირველ შობილს მოწიწებით გაიხსენებენ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.

ალბათობა იმისა, რომ სულ მალე Apple-ის ყველა მობილურ მოწყობილობაში საკუთარი პროცესორი იქნება, ძალიან მაღალია.

ნაკლებ მოსალოდენლია აგრეთვე ის, რომ Apple-ის პროცესროები უახლეს მომავალში შეცვლიან Intel-ის პროცესორებს მაკებში.

ჯერ-ჯერობით Intel-ი კარგად მიდის მაღლა და უმკლავდება ყველაზე რთულ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ პრობლემებს, ასე რომ Apple-ისა და Intel-ის პარტნიორობას არაფერი ემუქრება.

არის აგრეთვე არცთუ სასიამოვნო პერსპექტივა: ადრე ეფლის მოწყობილობებზე ციფრული აღნიშვნები საშულებას გვაძლევდა გაგვეგო ყველაფერი. მაგალითად გაგვეგო ფანტასტიური და დაუჯერებელი ფაქტი: სულ პირველი აიფონის პროცესორში, რომელიც ვერ იგებდა Java-კოდს, ჩაშენებული იყო… ვირტუალური Java-მანქანა.

ეფლის არ უარყოფს ფაქტს: დიახ ეს იყო Samsung ARM 1176JZ(F) პროცესორი. iPhone 3GS-ში — Samsung S5PC100 ARM Cortex-A8. და ნებისმიერ ამ პროცესორზე შესაძლებელია უამრავი ინფორმაციის მიღება ინტერნეტში. დოკუმენტიაცია გამოქვეყნებულია.

რაც შეეხება “ვაშლოვანის” პროცესორებს, ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ იმის გარდა, რასაც თვითონ ეფლი გვეტყვის, ან რისი გამოვლენაც სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით იქნება შესაძლებელი. და ამას უნდა შევურიგდეთ.

საკუთარი პროცესორის შექმნა გიჟური იდეა იყო. მაგრამ ის განხორციელდა. სიძნელეები უკანაა. ჩვენ გველოდება ფანტასტიური წარმოდგენა…

ერთი კომენტარი

  1. momecona statiaa

    darwmunebuli var rom momvalSHI APPLE mxolod tavis procebs gamoiyenebs :)

კომენტარები დახურულია.