გაჟონა! მაინც გაჟონა!

Apple-ის სპეციალური პრეზენტაციის დაწყებამდე საგამომცემლო სახლის McGraw-Hill-ის მეთაურმა ფრიად დეტალურად მოყვა CNBC ტელეარხზე, თუ რა მოწყობილობის ჩვენებას აპირებს დღეს სტივ ჯობსი. მართალია ინტრიგა არ მოკლა, მაგრამ მცირედი შუქი მაინც მოჰფინა იმ ისტერიას, რაც დღეს მთელს მსოფლიოში ხდება მაკისტების წრეებში.

მოდით მუხლობრივად გავიაროთ:

  1. პლანშეტური კომპიუტერი მართლაც არსებობს;
  2. პრეზენტაციის დროს განცხადებული იქნება, რომ McGraw-Hill-ის ასორტიმენტის 95 პროცენტი ხელმისაწვდომოა ელექტრონული სახით;
  3. მოწოყბილობის მართვა მოხდება iPhone OS-ის ნაირსახეობით;
  4. მოწყობილობა შესაძლებლობას მოგვცემს პლათფორმებს შორის შიგთავსის გაცვლაზე (თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორ).

ტერი მაკგროუმ ქათინაურები არ დაიშურა ეფლის მიმართ გაწეული გიგანტური სამუშაოების გამო და რომ შედეგი მართლაც რომ გადასარევია. ქვემოთ გთავაზობთ ამ ვიდეო სიუჟეტს:

2 კომენტარი;

  1. :D ისე გასცა ეფლი ვერც მიხვდა, მშვენიერია ანუ დღეს არ მოვიწყენთ. მაგრამ iPhone OS ტაბლეტზე კარგად ვერ წარმომიდგენია, მაშინ საკმაოდ ბევრი სიახლე უნდა ჩადონ OS-ში როგორიცაა მაგალითად background processing რის გარეშეც ტაბლეტი არაფერი იქნება.

    • საქმე რაშია იცი? ნებისმიერი გაჟონვა ეფლის ნებასურვილით ხდება. ამ შემთვხვეაშიც ასე მგონია! ;)

კომენტარები დახურულია.