ომი Apple-სა და Google-ს შორის დაიწყო

სტატია, რომელიც დღეს მინდა შემოგთავაზოთ, გამოხმაურებაა იმ სიახლისა, უფრო სწორედ ჭორისა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. კერძოდ, გავრცელდა ჭორი, რომ შესაძლოა  Apple-მა თავის პროდუქტებში ნაგულისხმევი საძიებო სისტემა შეცვალოს და Google-ს მაგივრად Microsoft Bing-ი შემოგვთავაზოს.

Steve Jobs & Eric Schmidt
Steve Jobs & Eric Schmidt

ანუ, თუკი ამ დრომდე Apple-ი და Google-ი პრინციპში თავისუფლად ეტეოდნენ ერთ “ქვიშის ორმოში” – ყველას თავისი პროდუქტი ჰქონდა, ახლა Apple-ის კოოპერაციია Google-ის ყველაზე დიდ და აგრესიულ კონკურენტთან შეიძლება ნიშნავდეს აქტიური საომარი მოქმედებების დაწყებას კომპანიებს შორის. Microsoft-ი ამით ნამდვილად მოიგებს, მაგრამ Apple-ი?

მომხმარებლები ხედავენ ახალი ომის დასაწყისს კოპიუტერულ კომპანიებს შორის. ოთხმოციანი წლების Apple-ის და Microsoft-ის ომის მაგივრად ახლა ბრძოლა Google-თან იქნება.

ცხელ-ცხელი ამბები: BusinessWeek-მა ოთხშაბათს გამოაქვეყნა, რომ Apple-ი აწარმოებს მოლაპარაკებებს Microsoft-თან  Bing-ის ნაგულისხმევ საძიებო სისტემად აღების შესახებ თავისი ბრაუზერისათვის iPhone-ში.

Apple-ი და Google-ი ყოველთვის ძალიან კარგი მეგობრები იყვენენ. კომპანიები არაერთხელ ერთიანდებოდნენ სხვადასხვა კონკურენტებთან საბრძოლველად, Microsoft-ის Windows Mobile-ის ჩათვლით, 2007 წელს.

მაგრამ მეგობრობა მინელდა გასულ წელს იმ კონფლიქტის გამო, რომელიც წარმოიშვა Google Voice-ის გარშემო და  Apple-მა უარი უთხრა Google-ს ამ პროგრამის დაშვებაზე App Store-ში.

კონფლიქტი Google Voice-ის გამო ფრიად ჩახლართული აღმოჩნდა: Google-მა განაცხადა, რომ დანმაშავეა Apple-ი, ხოლო ამ უკანასკნელმა იგივე განაცხადა Google-ზე. შედეგად საქმეში ჩაერია აშშ-ს კომუნიკაციების ფედერალური კომისია და დაიწყო საქმის მოკვლევა. ბოლო წვეთი ურთიერთობების დაძაბვაში იყო Google-ის გენ. დირექოტორის, ერიკ შმიტის წასვლა  Apple-ის დირექტორტა საბჭოდან.

დღემდე Google Voice-ი არ არის დამატებული iPhone-ის პროგრამათა მაღაზიაში, თუმცა ვიკ გუნდოტამ, Google-ს ვიცე-პრეზიდენტმა პროგრამათა წარმოებაში განაცხადა გასულ წელს, რომ “Google Voice-ი მალე გამოჩნდება iPhone-ში”-ო.

Apple-ის და Google-ის ახალ-ახალ დარგებში შესვლასთან ერთად, კომპანიები უკვე კონკურენციას უწევენ ერთმენეთს იმდენ სფეროში, რომ ძნელი დასათვლელია. ეს არის მობილური პროგრამული უზრუნველყოფა, მობილური ტელეფონები, ღრუბელოვანი გამოთვლები, ფილმების გაქირავების სამსახური.

ტრადიციულად, კომპანიებს შორის ძლიერი კონკურენცია სასარგებლო შეილძება აღმოჩნდეს მომხმარებლებისათვის, რაც საბოლოოდ იწვევს ფასების ვარდნას და ხაირსხის გაუმჯობესებას.

მაგრამ Apple-საც და Google-საც საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ იმისათვის, რომ ბრძოლა დიდხანს გაგრძელდეს. ჯანმრთელი კონკურენციის მაგივრად მომხარებლები შეიძლება ასევე აღმოჩნდნენ ჩათრეულები ამ ბრძოლაში.

წყარო NY Times


Comments

3 responses to “ომი Apple-სა და Google-ს შორის დაიწყო”

  1. არა და ორივე კომპანია ჩემთვის #1 პირველია მთელს მსოფლიოში!
    ორივე ძალიან მომწონს ნუ გუგლის გარეშე ვერავის წარმოუდგენია ალბათ ბევრი ისეთი რამ რასაც დღეს ყველა ჰაერივით იყენებს… თავისთავად Apple-საც აქვს ისეთი პროდუქცია რომლიც გამოირჩევა ხარისხით,გამძლეობით და საიმედოობით! იმედია ეს ბრძოლა კარგად დამთავრდება ყველასთვის და არა პირიქით მაგ. ორივე კომპანი ზარალში აღმოჩნდეს ანუ ბრძოლა წესების გარეშე წავიდეს :D

    მადლობა პოსტისთვის!

    1. გუგლი რათქმაუნდა უმაგრესი კომპანიაა, მაგრამ ვშიშობ რამდენიმე წელში არ გადაიქცეს ბოროტების იმპერიად, იმაზე უფრო უარესად, ვიდრე მაიკროსოფტია.

  2. ვფიქრობ, ერთადერთი ვინც იხეირებს ამ კონფლიქტში – მაიკროსოფტია. მე თუ მკითხავ ეფლიც და გუგლიც უნდა ხვდებოდნენ ამას, მაგრამ ეტყობა ნამეტანი გაღრმავებულია ეს კონფლიქტი და გადაწყვეტას საჭიროებს. სამწუხაროა ჩემთვის, რადგან ორივე კომპანია მეტად დასაფასებელია ჩემთვის (განსხვავებით მაიკროსოფტისგან)