Magic Mouse-ის მიმოხილვა

გთავაზობთ Magic Mouse-ის მიმოხილვას.

ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ ამ ცოტა ხნის წინ ეფლმა გამოუშვა ახალი ტიპის მაუსი. ძველმა, აწ უკვე წარმოებიდან მოხსნილმა Mighty Mouse-მა საკმაო კრიტიკა დაიმსახურა მომხმარებლებისაგან, რომელთა წყრომის ძირითადი საგანი მაუსის თავზე მოთავსებული ცოცია ბურთულას ხშირი გაფუჭება გახლდათ ჭუჭყის ჩაგროვების გამო.

მაგრამ ახალი მოდელი იმდენად საინტერესო, ორიგინალური და რაც მთავარია პერსპექტიული ჩანს, რომ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ზოგიერთი მოსაზრება.

Magic Mouse Review
Magic Mouse Review

Magic Mouse-ი უდაოდ საუკეთესო თაგუნაა, რომელიც კი ეფლს შეუქმნია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ ელეგანტურ, მაგრამ მკვრივ მოწყობილობაში რეალიზებულია უახლესი multi-touch ტექნოლოგიები. მაგრამ მოდით შევადაროთ Magic Mouse-ი სხვა მაუსებს (ისე, თაგუნა უფრო მომწონს, მაგრამ რახან მაუსია დამკვიდრებული ქართულში, მეც ასე მოვიხსენიებ).

ზემოდან Magic Mouse-ი დაფარულია თეთრი, ნახევრადგამჭვირვალე პლასტმასით და ფორმით საპნის ნაჭერს მოგვაგონებს. ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მაუსში, აქაც არის მარცხენა და მარჯვენა ღილაკი (თუმცაღა სრულიად უჩინარი), მაგრამ მთავრი განსხვავება ისაა, რომ ამ მაუსს გააჩნია სენსორული რბია (Scrolling-ი, ვინც არ იცის) და ორთითიანი ჟესტების ამოცნობის უნარი. ზუსტად ამ ინოვაციურ მეთოდზეა დაფუძნებული Magic Mouse-ის მარკეტინგი.

Magic Mouse Review
Magic Mouse Review

Magic Mouse-ი ძალიან ლამაზი მაუსია. მისი უბრალოდ გადაჩქმალვა არ მიგინდება, როდესაც არ გჭირდება.

Logitech-ის მაუსებისაგან განსხვავებით, Magic Mouse-ი ისეთი ერგონომიული არა არის: მას გააჩნია ძალიან დაბალი და გარსშემოდენილი ფორმა, არ ზის იდეალურად ხელში და არ იმეორებს მის ფორმას. მაგრამ ის ბატარეებისაგან 4 თვეზე მეტხანს მუშაობს და კომპიუტერს უკავშირდება Bluetooth-ის საშუალებით, რაც ფრიად მოსახერხებელია.

კორპუსის ქვედა ნაწილში განთავსებულია პლასტმასის ორი ზოლი, რომლეთა საშუალებით მცირდება მაუსის კონტაქტი ზედაპირთან და გადაადგილება ხდება შეუბრკოლებლად, რაც არ აისახება მიმთითებლის მოძრაობის ხარისხზე.

Magic Mouse Review
Magic Mouse Review

პრინციპში არ არსებობს მკაფიო საზღვარი მარცხენა და მარჯვენა ღილაკებს შორის უშუალოდ მაუსზე, მაგრამ Magic Mouse-ს შეუძლია სწორად გამოიცნოს როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა დაწკაპუნება (თუმცა მარჯვენა დაწკაპუნება მოითხოვს წინასწარ გააქტიურებას სისტემურ პარამეტრებში).

მაუსში გამოყენებული ლაზერული ტექნოლოგია საკმაოდ სტანდარტულია და პრაქტიკულად ნებისმიერ ზედაპირზე მუშაობს, ჯინსების და ტახტის გადასაკრავის ჩათვლით. თუმცა Magic Mouse-ს არ შეუძლია შუშის და მბზინავ ზედაპირებზე მუშაობა.

ერტადერთი, რაც ეფლმა Magic Mouse-ში აბსოლუტურად სწორად გააკეთა – ეს სენსორული რბიაა. მისთვის ხელმისაწვდომია მაუსის ზედაპირის 75% (ვაშლის ლოგომდე) და მისი განხორციელება შესაძლებელია თითების ნებისმიერი რაოდენობით (გინდა ერთი, გინდა – ორი). პროცესი ბუნებრივად ხდება, ხოლო პარამეტრებში ჩავურთავთ ფუქნციას „momentum“, ზემოთ-ქვემოთ მოძრაობები უფრო აჩქარდება.

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მაუსში, აქაც შეგიძლიათ დააჭიროთ Magic Mouse-ზე ერთი თითით და მეორეს გადაადგილებით მონიშნოთ ტექსტის საჭირო ფრაგმენტი. მთლიანობაში მესამე ღილაკის გარდა (რომელიც სხვა მუასებზე რბიას ბორბალთან არის ხოლმე ინტეგრირებული) თქვენ არაფერს არ კარგავთ. ხოლო ბონუსის სახით ღებულობთ გამოსახულების 360 გრადუსით შემობრუნების საშუალებას.

ერთადერთი მინუსი, რომელიც ალბათ გააჩნია სენსორულ რბიას არის ის, რომ ზედმეტად ძლიერი დაჭერიას შეიძლება აგერიოთ მარცხენა და მარჯვენა დაწკაპუნებები ერთმანეთში. დროთა განმავლობაში რათქმაუნდა შეეჩვევით, თუმცა თავიდან ცოტა გაღიზიანდებით.

Magic Mouse Review
Magic Mouse Review

რამდენადაც კარგი არ უნდა იყოს ჟესტები, მათი გამოყენება მაინც შეზღუდულია. თვქენ არ შეგიძლიათ ერთდოულად სამ თითზე მეტის გამოყენება, ვინაიდან არ გეყოფათ დარჩენილი თითები მაუსის დასაკავებლად. თაჩპადისაგან განსხვავებით Magic Mouse-ში შეუძლებელია სენსორული დაწკაპუნების მორგება, თუმცა ეს კარგი იქნებოდა ფრიად. თანაც მაუსი სრულიად სიმეტრიულია და სიბნელეში ძნელია იმსი გარკვევა, თუ სადაა ზემოთ და სად – ქვემოთ.

Magic Mouse-ი ჯერ-ჯერობით მხოლოდ მაკებთანაა თავსებადი, თუმცა შემდგომში უფრო მეტად გავრცელდება. იქნება თუ არა ის თავსებადი Windows-თან უცნობია.

ვინაიდან კორპუსის ზედა ნაწილი პლასტიკატისაა, ნაფხაჭნები დაემჩნევა აუცილებლად. თუმცა საბედნიეროდ ეს მის მუშაობაზე არ იმოქმედებს.

რომ შევაჯამოთ ზემოთ თქმული მივიღებთ შემდეგს. რათქმუნდა Magic Mouse-ი ათი თავით უკეთესია, ვიდრე Mighty Mouse-ი, რომელიც მრავალ მომხმარებელს უბრალოდ ეზიზღებოდა კიდევაც. ის იმდენად კარგია, რომ შეიძლება მოეწონოს მაკებისაგან საკამოდ შორს მდგარ ხალხსაც. ეს მოწყობილობა იკავებს საშუალო ნიშას სრულყოფილ სამაგიდე მაუსებსა და ნოუთბუკების კომპაქტურ მაუსებს შორის, შესაბამისად დიდი ალბათობით მოეწონება ორივე მხარის წარმომადგენლებს.

© Gizmodo