iPhone-ის მკვლელთა პრობლემა

ძალიან საინტერესო სტატია იმის შესახებ, თუ ვინ ვის უპირებს მოკვლას მობილური ტელეფონების ბაზარზე.

აი, კიდევ რა! კვლავ ატეხეს ხმაური მობილური მოწყობილობების შესახებ მაქსიმუმამდე. Motorola Droid-ი, ზოგიერთების აზრით, ფრიად დამაჯერებლად გამოიყურება. და რაღათქმუნდა მას ყველა „iPhone-ის მკვლელს უწოდებს“. ეს ჩვენ მრავალჯერ გაგვიგია სხვა ტეელფონებზეც. ჯერ იყო და BlackBerry Storm-ი უნდა გამხადრიყო iPhone-ს მკვლელი, მერე – Palm Pre და ა.შ. მაგრამ iPhone-ი არათუ არ მომკვდარა, არამედ უფრო მეტად პოპულარული გახდა. რატომ?

კითხვა მარტივია, თუმცა მოითხოვს ზოგიერთ განმარტებას. ძირითადად, აიფონის მკვლელთა უმეტესობის პრობლემა იმაშია, რომ სინამდვილეში ისინი არც კი ცდილობენ აიფონის მოკვლას. მათ შეიძლება ასე იფიქრონ, თუმცა სინამდვილეში ისინი სრულიად სხვა სახის მოწყობილობებია, მათი ოპერაციული სისტემების გამო. ერთ-ერთი საშუალება, რომ ეს აღვიქვათ, ეს არის სმართფონების შედარება, უფრო ზუსტად კი მათი ოს-ები ტექნოლოგიური რელიგიის ჭრილში. ეს განსაკუთრებით აქტუალურია აიფონის ზედმეტი სახელის გამო: „Jesus Phone“.

რელიგიურ ასპექტში აიფონი მონოთეისტური რელიგიაა. ფაქტობრივად, მის ოს-ს სწამს მხოლოდ ერთი მოწყობილობის. დიახ, ჩვენ ვიცით რომ არსებობს აგრეთვე iPod Touch-ი, თუმცა ისიც იგივე აიფონია, უბრალოდ ზოგიერთი ფუქნცია აქვს კასტრირებული. ამასთან ერთად Android-ი, Windows Mobile-ი, BlackBerry-ი, Symbian-ი და სხვები პოლითეისტური რელიგიებია. ტერმინი „წარმართები“, შესაძლოა მთლად ზუსტი ვერაა, მაგრამ უფრო სახალისოა, ასე რომ მოდით გამოვიყენოთ. ყველა სხვა მობილური ოს-ი – წარმართია. ისინი ემორჩილებიან მრავალ მოწყობილობას, თავის „ღმერთებს“.

მე არ ვიძახი, რომ წარმართთა მიდგომა საქმისადმი ცუდია, უბრალოდ ვგულისხმობ, რომ მონოთეისტური მოწყობილობის მოკვლა ძალიან ძნელი იქნება. პრობლემა იმაშია, რომ არცერთ ამ ოს-ს არ გააჩნია მოწყობილობა, რომელიც შეიძლება რომ მასებს მიჰყიდო. მათ შეუძლიათ შთაუნერგონ დიდი რწმენა ერთ მოწყობილობაში რაღაცა დროის განმავლობაში (როგორც ამას აკეთებს Andoid-ი), ნო საბოლოო ჯამში მათი ერთგულება ვრცელდება სხვადასხვა მოწყობილობებზე. წარმართული ტაძარი (ანდოიდის შემთხვევაში ეს გუგლია) ვერ შეძლებს აირჩიოს ერთი რომელიმე მომწოდებელი, ვიანიდან ეს მას დააზარალებს.

და მე მგონია, რომ გუგლს ეს ესმის. თუმცა ისნი აშკარად ეხმარებოდნენ Droid-ს. ვფიქრობ, გუგლმა იცის, რომ დროიდი ვერ გახდება აიფონის მკვლელი. ამის მაგივრად ის ალბათ საუკეთესო მოწყობილობაა იმისათვის, რომ მოკლას მისი ნამდვილი კონკურენტები: სიმბიანი და Windows Mobile-ი. გაიმეორეთ ჩემთან ერთად: ანდოიდი ცდილობს მოკლას Windows Mobile-ი და არა აიფონი.

ამაზე ფიქრი აგრეთვე შესაძლებელია PC-ის (Windows) მაკის წინააღმდეგ ბრძლის ჭრილში. ფაქტობრივად, პერსონალური კომპიუტერების ისტორიის დასაწყისში მაკი გრიმიტობდა. მაგრამ შემდეგ მოვიდა Microsoft OS-ი, რომელსაც შეეძლო სხვადასხვა მწარმოებლების მოწყობილობებზე მუშაობა და რაოდენობამ ხარისხს სძლია. Android-ი, Windows Mobile-ი და სხვ. ხშირად ასოცირედება საქმისადმი ასეთი მიდგომით.

მაგრამ ახლა სიტუაცია სხვაგვარადაა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მრავალი რამ ხდებოდა ეფლში 80-იან წლებში, რამაც გამოიწვია მაიკროსოფტის ზრდა. მაგრამ მას მერე ეფლი შეიცვალა (პირველ რიგში ათი წლის წინ განდეგილი სტივი დაიბრუნა მმართველობის სათავეში). ეფლმა აიფონის აპარატურული და პროგრამული ნაწილებით, პლუს პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალიზირებული ელექტრონული მაღაზიით შექმნა დახურული ეკოსისტემა, რომელიც თავის თავს კვებავს.

ამასობაში მაიკროსოფტი კვლავაც იყენებს საქმისადმი „რაოდენობრივ“ მიდგომას მობილური საშუელბების განხრით. რაღაცა დრო ეს კიდევ ამართლებდა, მაგრამ მაშინ კონკურენცია დაბალი იყო ბაზარზე. ახლა ის ბაზარს კარგავს და მომავალი საკამოდ ბუნდოვნად გამოიყურება. არა მარტო აიფონის გამო, რომელიც მაიკროსოფტს ვნებს მოკლევადიან პერსპექივაში, არამედ მისი ძირითადი კონკურენტის, ანდოიდის გამო.

ანდოიდის არა მარტო საწყისი წყაროა ღია, ამასთან ერთად ის უფასოცაა. აი Windows Mobile-ი კი კვლავაც ყვლეფს სმარტფონების მწარმოებლებს 25 დოლარს ყოველ ეგზემპლარზე. მათი სტრატეგია მდგომარეობს შემდეგში: 1.რაც შეიძლება მეტად გამოიყენონ Windows PC ბრენდი და დაარწმუნონ მომხმარებლები, რომ ეს არის საუკეთესო გარემო მობილური მოწყობილობისათვის და 2. გამოუშვან Windows Mobile 7-ი, სრულიად ახალი ოს-ი და თანაც რაც შეიძლება სწრაფად.

მაიკროსოფტის პრობლემა (ზუსტად რომ მისი და არა ეფლის) იმაშია, რომ მწარმოებლები აქტიურად მხარს უჭერენ ანდოიდს და ბოლო-ბოლი შეძლებენ Windows Mobile-ის მომხმარებელთა გულებიდან განდევნას. მართალია ანდოიდის წილი ბაზარზე ჯერ-ჯერობით დაბალია, მაგრამ ეს შეიძლება იმაზე სწრაფად შეიცვალოს, ვიდრე ეს მაიკროსოფტს ჰგონია.

აი რა მინდა ვთქვა. მე ვფიქრობ, რომ სრულიად შესაძლებელია ერთ მშვენიერ დღეს ანდოიდიანი ტელეფონები უფრო მეტი იყოს ბაზარზე, ვიდრე აიფონი. თუმცაღა ეს სულ სხვა თამაშია. ეს არის მონოთეისტური რელიგიის ბრძოლა წარმართების წინააღმდეგ. ეს არის მაკი PC-ის წინააღმდეგ. იმ შემტხვევაშიც კი, თუ ეფლი განთავისუფლდება AT&T-ის მარწუხებისაგან, მაინც ერთი მოწყობილობა ექნება ბაზარზე გამოტანილი. ხოლო ანდოიდი – მრავალი ათეული ვაიანტით იქნება წარმოდგენილი. მაგრამ აიფონი მაინც გადარჩება და გაიფურჩქნება ისევე, როგორც ამას ახლა აკეთებს მაკი.

ერთი მოწყობილობის შემოტავაზებით ეფლი ეთანხმება ზოგიერთ ნაკლს: ის მსხვერპლად წირავს რაოდენობას ხარისხის სანაცვლოდ. ეფლს სრული კონტროლი აქვს მოწყობილობაზე, ამტომაც მათ შეუძლიათ შექმნან რაიმე, რაც აერთიანებს პროგრამულ უზურნველყოფას და აპარატურულ ნაწილს ისე, როგორც არცერთ წარმათულ მოწინააღმდეგეს არ შეუძლია რომ გააკეთოს.

ყველაზე ახლოს ასეთ მოდგომასთან არის Palm с Pre. მაგრამ ის ჯერ ვერც კი ეწევა აიფონის კლასს (ძალიან ნელია), თუმცა უკვე აპირებს ახალი მოწყობილობის გამოშვებას. შემდეგ კიდევ ერთის.

ეფლს შეუძლია ამ გზით წასვლა ოდესმე. აიფონის გამოსვლიდან მუსირებს ჭორები „iPhone MINI“-ს შესახებ, თუმცა უშედეგოდ. ალბათ პერსპექტივაში იქნება პლანშეტური მოწყობილობა, რაც რათქმუნდა მოითხოვს ზოგოერთ გადაკეთებას. თუმცა სმარტფონების შემთხვევაში კვლავაც იქნება ერთი მოწყობილობა.

და შესაძლოა ეს არ არის თვალსაჩინო, მაგრამ ნამდვილად მისაღებია მრავალი ადამიანისათვის. როდესაც იძულებული ხარ აირჩიო ათობით მოწყობილობას შორის ათობით და ასობით მახასიათებლით, ეს ძნელი არჩევანია. აიფონის შემთხვევაში ყველამ იცის, რას იღებს. პროგრამისტებმაც იციან რისთვის წერენ პროგრამას. მათ იციან თუ როგორ იმუშავებს პროგრამა და ამისათვის საჭირო არაა რამდენიმე ათეულ მოწყობილობაზე მისი გამოცდა.

მთელი არსი – მომხმარებლის შეგრძნებების კონტროლია. მოგწონთ თუ არა ასეთი მიდგომა, მაგრამ უნდა აღიაროთ რომ ეფლს ეს კარგად გამოსდის.

როდესაც ვსაუბრობთ პროგრამისტებზე, არ იფიქროთ რომ სმარტფონების რომელიმე მწარმოებელი შეძლებს აიფონის მომხმარებელთა მასიურ „კონვერტაციას“, ვინაიდან არსებობს სერიოზული მიზეზი აიფონის პლათფორმაზე დასარჩენად: 100 000 აპლიკაცია, 2 მილიარდზე მეტი ჩამოტვირთვა. და მართალია მრავალი თვლის, რომ პირველი ციფრი მომხმარებლების ყურადღებას იპყრობს, ციფრი 2 მილიარდი არის ის ძირითადი მიზეზი, რაც მომხმარებელთა რეალურ ყურადღებას იპყრობს. უკვე მრავალმა მომხმარებელმა დახარჯა ასობით დოლარი აიფონის აპლიკაციებში და მათი დარწმუნება იმაში, რომ გადავიდნენ სხვა პლათფორმაზე ძალიან ძნელია.

აი რატომ არ არის საუბარი აიფონის მკველობაზე. კვლავაც დადის ჭორების „Google Phone“-ზე – ანუ გუგლის მიერ შემუშავებულ აპარატურულ ნაწილზე. გუგლის თანადამფუძნებელმა სერგეი ბრინმა აღიარა, რომ მისი კომპანია სერიოზულად მუშაობს ანდროიდის აპარატურულ ნაწილზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შექმნა აიფონის მკვლელი. თუ გუგლი (ანდა მაიკროსოფტი) გადაწყვეტს მთელი ძალები იხმაროს ერთი ტელეფონის შექმნაზე, შემატყობინეთ, მაშინ ვილაპარაკოთ.

წყარო


Comments

3 responses to “iPhone-ის მკვლელთა პრობლემა”

  1. ცოტნე Avatar
    ცოტნე

    ძალიან მაგარი სტატიაა,
    მე პირადად ჩემი აიფონის ყიდვის მერე, ყველა სხვა ტელეფონისადმი სულ დამეკარგა ინტერესი. აპარატურულს + კარგი პროგრამული უზრუნველყოფა ამაზე კარგი რა უნდა ინატრო კაცმა სმარტ ფონზე. მაგალითად Toshiba TG01 ტელეფონი ჰარდის მხრივ უძლიერესია მარა ვინდოზა მობილი რო მიყვება ეგრევე გაგიქრება სურვილი რომ იყიდო.

  2. sajdbsjkdfds Avatar
    sajdbsjkdfds

    xperiaa iphonis mkvleli :P

    1. გურამა Avatar
      გურამა

      e, bijo sircxvilia eg agarsad wamogcdes tu kaci xar? xperia ara moxarshuli kurdglis fexi, rac iphone davichire xelshi mivxvdi nagdi smarti racaaa