Skip to content

რამდენიმე ხნის წინ დასრულდა კონფერენცია  Adobe MAX-ი, სადაც  Adobe-ი აქტიურად ანონსირებდა თავისი საპროდუქტე ხაზის სიახლეებს, მათ შორის Flash-ს. მოდით ვისაუბროთ  Flash-ზე აიფონის ჭრილში.

Adobe Flash-ი, როგორც ცნობილია აიფონის და არა მარტო აიფონის მომხმარებლებისათვის, არ არის წარმოდგენილი აიფონზე და სავარაუდოდ კიდევ დიდხანს არ იქნება წარმოდგენილი (თუ ოდესმე იქნება საერთოდ პორტირებული აიფონისათვის). პირველ რიგში იმიტომ, რომ ფლეში (ისევე, როგორც  Silverlight-ი და Java) გახლავთ აპლიკაციების შექმნის და შსრულების გარემო, საკუთარი ინტერპრეტირებადი კოდით, რაც პირდაპირ აკრძალულია ეფლის ლიცენზიით.

რათქმაუნდა ეფლი „შორს იჭერს“, პირველ რიგში ისეთი ფრაზებით, როგორიცაა მაღალი ენერგომოხმარება, რაც რათქმაუნდა ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით მობილურ მოწყობილობაზე (მაკ-კომპიურეზეც კი ტემპერატურა სასწაულად მატულობს, როდესაც ბრაუზერში იკვრება რაიმე ფლეშ-შიგთავსი, ტეელფონს მუხტი ალბათ 15 წუთში გაუთავდება). რეალურად ეფლი იცავს თავის მობილურ პლათფორმას არასანქცირებული აპლიკაციებისაგან, რომლებსაც არ გაუვლიათ App Store-ს ცენზურა. უფრო მეტიც, მიუხედავად Adobe-ის და Apple-ის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობისა, ისინი მაინც კონკურენტები არიან - ალბათ ეფლში სხედან და იდაყვებს იჭამენ იმის გამო რომ ზუსტად ფლეში გახდა ინტერნეტის ძირითადი მულტიმედიური პლათფორმა და არა QuickTime-ი, როგორც ეს ეფლს უნდოდა. ამიტომაც ის ყველა ძალას იხმარს, რომ Adobe-ი არ გაახაროს.

თუმცა ნიშანდობლივია, რომ „ძირითად მულტიმედიურ პლათფორმად“ ფლეში გახდა სამაგიდე კომპიუტერებზე, მაგრამ აი მობილური მიმართულებით ყველაფერი საპირისპიროდაა და ეფლი ამას ხედავს და სურს გაითამაშოს ეს სიატუაცია თავის სასარგებლოდ. ამასწინათ გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ინტერნეტში შესვლის თითქმის ნახევარი მოდის აიფონზე და ეს ციფრი დღითიდღე მატულობს.

ზემოაღნიშნული კონფერენციის სიახლე გახლდათ Flash 10.1-ის ანონსი, რომელიც Adobe-ის განცხადებით უკვე გამოვა მობილურ პლათფორმებზე, კერძოდ  Windows Mobile-ზე, Palm webOS-ზე, Google Android-ზე, Symbian-ზე და RIM BlackBerry-ზე. სიაში როგორც ხედავთ ეფლი არ არის წარმოდგენილი, თუმცა ზემოთ აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით ეს ახსნადია.

ამასწინად Novell-მა შოკში ჩააგდო ყველა, გამოუშვა რა პროდუქტი Mono Touch-ი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია აიფონისათვის აპლიკაციების შექმნა C# ენაზე. ახლა Adobe-მაც განაცხადა, რომ Flash CS5-ის გამოყენებით შესაძლებელი იქნება აპლიკაციების დაწერა და შემდგომი კომპილაცია აიფონისათვის. რათქმაუნდა ორივე შემთხვევაში საჭირო იქნება Mac-კომპიუტერი და Xcode-ი, ასევე დეველოპერის ანგარიში ეფლში, მაგრამ პროგრამების დაწერის პროცესი ბევრისათვის გაადვილდება.

Flash CS5-ის შემთხვევაში შეზღუდვების სია საკამოდ დიდია - მხარდაჭერილი არა არის HTML-ის ჩადგმული შიგთავსი, RTMPE, იმ SWF-ების ჩატვირთვა, რომლებიც შეიცავენ ActionScript-ს, PixelBlender ფილტრები, ვიდეო კამერასთან და მიკროფონთან წვდომა. თუმცა მგონია, რომ ეს ხელს არ შეუშლის App Store-ს ახალი პროგრამებით ავსების პროცესს.

2

გუშინ როგორც ყოველთვის ვათვალიერებდი ინტერნეტს და წავაწყდი სტატიას მმართველთა არაკომპეტენტურობის ნიშნებზე. ასეთი მმართველი სამწუხაროდ ბევრია, თანაც ყველანაირი ჯურის კომპანიაში. მოდით ვნახოთ ეს 10 ნიშანი:

1. უმოქმედობისაკენ მიდრეკილება ყოველთვის არის უამრავი მიზეზი არ მივიღოთ გადაწყვეტილება, დაველოდოთ დამატებით ინფორმაციას, ვარიანტებს, აზრს. მაგრამ ნადვილი ლიდერები გვიჩვენებენ მუდმივ მოძრაობას მოქმედებებისაკენ. ადამიანები, რომლებიც არ ცდებიან, როგორც წესი არც არაფერს არ აკეთებენ. ლეგენდარული დევიდ ოგილვი ამბობდა, რომ კარგი გადაწყვეტილება დღეს იმაზე უფრო ძვირი ღირს, ვიდრე იდეალური შემდეგ თვეს. ერიდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ პასუხს გაურბიან.

2. გულჩათხრობილობა

„ჩვენ არ შეგვიძია ამის ხალხისათვის თქმა“ - ეს ფრაზა მუდმივად მესმის მმართველებისაგან. ისინი იცავენ ამ პოზიციას და ამას ასაბუთებენ სურვილით რომ არ გაუფანტონ ყურადღება, არ დააბნიონ ადამიანები, ვინაიდან ისნი ვერ მიხვდებიან, თუ რა ხდება კომპანიაში. თუ თქვენ თანამშრომლებს ისე უყურებთ, როგორც ბავშვებს, ისნი ზუსტად ასე მოიქცევიან, რაც პრობლემებამდე მიგვიყვანს. თუ მათ ექცევით როგორც ზრდასრულ ადამიანებს, ისნიც შესაბამისად დაიწყებენ მოქცევას. ინფორმაცია, რომელიც ბიზნესში უნდა კონფიდენციალური დარჩეს, არცთუისე ბევრია და კარგი მმართველი მას ადვილად გამოიცნობს. დამალვის მოყვარულს პრობლემები აქვს პატიოსნებასთან და ეშინია, რომ თუ ინფორმაცია გაჟონავს, ეს მას ჩააყენებს უხერხულ მდგომარეობაში. საიდუმლოებები კომპანიებს აქცევენ უნდობლობის პოლიტიკაში. მე თვითონ არაერთხელ შემხვედრია ასეთი რამ, ალბათ თქვენც.

3. ზედმეტი მგრძნობელობა

„მე ვიცი, რომ ის მუდმივად აგვიანებს, მაგრამ შენიშვნა რომ მივცე, ეწყინება“. უუნარობა იყო პირდაპირი პერსონალთან - ეს მნიშვნელოვანი გამაფრთხილებელი ნიშანია. შეუძლია კი მმართველს დაინახოს პრობლემა, ადრეულ სტადიაშივე გაგაფრთხილოს და განაგრძოს მუშაობა? თუ არა, მაშინ პრობლემა ვერ მოგვარდება, მხოლოდ უფრო მეტი დაგროვდება. როდესაც მმართველი ამბობს, რომ პერონალი ზედმეტად მგრძნობიარეა, ისინი ამით საკუთარ თავს აღწერენ. სისუსტე ვერ ქმნის დიად ლიდერებს. მოიშორეთ ისინი. საინტერესოა, რომ გულჩათხრობილობა და ზედმეტი მგრძნობელობათითქმის ერთად არის ხოლმე. ორივე ამ ნიშანს მივყავართ პატიოსნების უქონლობისაკენ.

4. პროცედურების სიყვარული

მმართველებს, რომლებიც მისდევენ ყველა წესს და რომლებიც მიმართავენ კოლეგებს ოფიციალურად, ავიწყდებათ, რომ წესები და პროცესები არსებობს ბიზნესის დასაჩქარებლად და არა მისი რიტუალიზაციისათვის. პროცედურების სიყვარული ხშირად ფარავს პრიორიტეტების დასმის უუნარობას - ეს იგივეა, რომ აპრიალოთ ვერცხლი, როდესაც სახლი გეწვით.

5. უპირატესობა სუსტი კანდიდატების სასარგებლოდ

ჩვენ ჩავატრეთ სამი კანდიდატის ინტერვიურება. ერთი ძალიან ახალგაზრდა იყო, მეორე საერთოდ დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მესამე დადებითად გამოირჩეოდა სხვების ფონზე. ვისი აყვანა უნდოდა ჩვენს მმართველს? ახალგაზრდა სპეციალისტის. მან საფრთხე იგრძნო სუპერკომპეტენტური მმართველისაგან და ვერ გააცნობიერა, რომ ყოველთვის უნდა დაიქირაოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენზე უფრო ჭკვიანები არიან.

6. წვრილმან საკითხებზე კონცენტრირება

კიდევ ერთი უფროსი გამყიდველი, რომელიც მე დავიქირავე, ყოველთვის იძლეოდა იდეალურ გრაფიკებს, პროგნოზებს და ცხრილებს. ის ყოველთვის დროულად მოდიოდა სამსახურში, მისი მონაცემები ყოველთვის სრულყოფილი იყო. ის ყოველთვის გამოთქვამდა სურვილს მიეღო მონაწილეობა პროექტებში, რომლებშიც ნაკლებად ერკვეოდა - მარკეტინგული გეგმები, ფინანსური პროგნოზები, შეხვედრები საბანკო მმართველებთან, სხვა ოფისში გადასვლა. ეს ყველაფერი ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ როგორმე დაეფარა მისი უუნარობა შეესრულებინა ძირითადი სამუშაო.

7. ძველი თანამშრომლების დაქირავების უუნარობა

გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე მე დავიქირავე ერთი ადამიანი (ერთი შეხედვით) ბრწყინვალე რეპუტაციით. მაგრამ პერსონალის აყვანისას ის არ ქირაობდა კანდიდატებს წინა სამსახურიდან. ის გაყიდვებში 20 წელი მუშაობდა - ნუთუ ვერავინ შეარჩია, ვისაც კვლავაც მოუნდებოდა მასთან ერთად მუშაობა? ყოველ კარგ მმართველს ყავს კურსდამთავრებული, ვისაც აქვს სურვილი მასთან ერთად იმუშაოს, თუ ასეთი პიროვნება არ არსებობს, ეს შემაშფოთებელია.

8. ალერგია ბოლო ვადებზე

ბოლო ვადა (დედლაინი) - ეს ვალდებულებაა. მართველი, რომელსაც არ შეუძლია ბოლო ვადის დადგენა და მისი დაცვა, ვერ შეძლებს ვალდებულებების შესრულებას. ბოლო ვადის დადგენის უუნარობა და მათი შესრულებაც ნიშნავს, რომ ადამიანს არ შეუძლია განიცადოს მიზნის მიღწევის რეალური გრძნობა. შეუძლებელია აღნიშნოთ რაიმე წერტილის მიღწევა, თუ ასეთი წერტილი არ არსებობს.

9. კონსულტანტებისადმი მიდრეკილება

ხშირად გამოყენებადი, მაგრამ ძვირად ღირებული ხერხი გადადოთ გადაწყვეტილების მიღება, კონსულტანტების დაქირავებაა. და სანამ ისინი ერკვევიან საკითხში, მმართველები უსაქმურობენ. ხოლო როდესაც კონსლუტანტები მოამზადებენ რამდენიმე ვარიანტს, მათი განხილვა წაიღებს საათებს, დღეებს, შეიძლება თვეებსაც. ამასთან ერთად თქვენი ორგანიზაცია ღარიბდება, თუმცა უფრო ჭკვიანიც. როდესაც კონსულტანტები მიდიან, მათ მიაქვთ თქვენი ფული და საკუთარი მომატებული გამოცდილება.

10. მუშაობა გვიანობამდე

გამოცდილება მკარბახობს, რომ ცუდი მმართველები გვიანობამდე მუშაობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ასეთი სახის გმირობაა, თუმცა შესაძლოა, რომ ზუსტად ეს არის არაკომპეტენტურობის ყველაზე ძლიერი გამოხატულება. ეფექტურად მუშაობისათვის უნდა გადაანაწილოთ პრიორიტეტები და საკუთარ თავს დაუდგინოთ მუშაობის ტემპი. მმართველი, რომელიც გვიანობამდე მუშაობს ადრეული დილიდან, შესვენების გარეშე, ვერ მართავს საკუთარ თავს. ამიტომ უმჯობესია თუ მას არავ ის არ ანდობთ.

წყარო

გთავაზობთ Magic Mouse-ის მიმოხილვას.

ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ ამ ცოტა ხნის წინ ეფლმა გამოუშვა ახალი ტიპის მაუსი. ძველმა, აწ უკვე წარმოებიდან მოხსნილმა Mighty Mouse-მა საკმაო კრიტიკა დაიმსახურა მომხმარებლებისაგან, რომელთა წყრომის ძირითადი საგანი მაუსის თავზე მოთავსებული ცოცია ბურთულას ხშირი გაფუჭება გახლდათ ჭუჭყის ჩაგროვების გამო.

მაგრამ ახალი მოდელი იმდენად საინტერესო, ორიგინალური და რაც მთავარია პერსპექტიული ჩანს, რომ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ზოგიერთი მოსაზრება.

Magic Mouse Review
Magic Mouse Review

Magic Mouse-ი უდაოდ საუკეთესო თაგუნაა, რომელიც კი ეფლს შეუქმნია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ ელეგანტურ, მაგრამ მკვრივ მოწყობილობაში რეალიზებულია უახლესი multi-touch ტექნოლოგიები. მაგრამ მოდით შევადაროთ Magic Mouse-ი სხვა მაუსებს (ისე, თაგუნა უფრო მომწონს, მაგრამ რახან მაუსია დამკვიდრებული ქართულში, მეც ასე მოვიხსენიებ).

ზემოდან Magic Mouse-ი დაფარულია თეთრი, ნახევრადგამჭვირვალე პლასტმასით და ფორმით საპნის ნაჭერს მოგვაგონებს. ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მაუსში, აქაც არის მარცხენა და მარჯვენა ღილაკი (თუმცაღა სრულიად უჩინარი), მაგრამ მთავრი განსხვავება ისაა, რომ ამ მაუსს გააჩნია სენსორული რბია (Scrolling-ი, ვინც არ იცის) და ორთითიანი ჟესტების ამოცნობის უნარი. ზუსტად ამ ინოვაციურ მეთოდზეა დაფუძნებული Magic Mouse-ის მარკეტინგი.

Magic Mouse Review
Magic Mouse Review

Magic Mouse-ი ძალიან ლამაზი მაუსია. მისი უბრალოდ გადაჩქმალვა არ მიგინდება, როდესაც არ გჭირდება.

Logitech-ის მაუსებისაგან განსხვავებით, Magic Mouse-ი ისეთი ერგონომიული არა არის: მას გააჩნია ძალიან დაბალი და გარსშემოდენილი ფორმა, არ ზის იდეალურად ხელში და არ იმეორებს მის ფორმას. მაგრამ ის ბატარეებისაგან 4 თვეზე მეტხანს მუშაობს და კომპიუტერს უკავშირდება Bluetooth-ის საშუალებით, რაც ფრიად მოსახერხებელია.

კორპუსის ქვედა ნაწილში განთავსებულია პლასტმასის ორი ზოლი, რომლეთა საშუალებით მცირდება მაუსის კონტაქტი ზედაპირთან და გადაადგილება ხდება შეუბრკოლებლად, რაც არ აისახება მიმთითებლის მოძრაობის ხარისხზე.

Magic Mouse Review
Magic Mouse Review

პრინციპში არ არსებობს მკაფიო საზღვარი მარცხენა და მარჯვენა ღილაკებს შორის უშუალოდ მაუსზე, მაგრამ Magic Mouse-ს შეუძლია სწორად გამოიცნოს როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა დაწკაპუნება (თუმცა მარჯვენა დაწკაპუნება მოითხოვს წინასწარ გააქტიურებას სისტემურ პარამეტრებში).

მაუსში გამოყენებული ლაზერული ტექნოლოგია საკმაოდ სტანდარტულია და პრაქტიკულად ნებისმიერ ზედაპირზე მუშაობს, ჯინსების და ტახტის გადასაკრავის ჩათვლით. თუმცა Magic Mouse-ს არ შეუძლია შუშის და მბზინავ ზედაპირებზე მუშაობა.

ერტადერთი, რაც ეფლმა Magic Mouse-ში აბსოლუტურად სწორად გააკეთა - ეს სენსორული რბიაა. მისთვის ხელმისაწვდომია მაუსის ზედაპირის 75% (ვაშლის ლოგომდე) და მისი განხორციელება შესაძლებელია თითების ნებისმიერი რაოდენობით (გინდა ერთი, გინდა - ორი). პროცესი ბუნებრივად ხდება, ხოლო პარამეტრებში ჩავურთავთ ფუქნციას „momentum“, ზემოთ-ქვემოთ მოძრაობები უფრო აჩქარდება.

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მაუსში, აქაც შეგიძლიათ დააჭიროთ Magic Mouse-ზე ერთი თითით და მეორეს გადაადგილებით მონიშნოთ ტექსტის საჭირო ფრაგმენტი. მთლიანობაში მესამე ღილაკის გარდა (რომელიც სხვა მუასებზე რბიას ბორბალთან არის ხოლმე ინტეგრირებული) თქვენ არაფერს არ კარგავთ. ხოლო ბონუსის სახით ღებულობთ გამოსახულების 360 გრადუსით შემობრუნების საშუალებას.

ერთადერთი მინუსი, რომელიც ალბათ გააჩნია სენსორულ რბიას არის ის, რომ ზედმეტად ძლიერი დაჭერიას შეიძლება აგერიოთ მარცხენა და მარჯვენა დაწკაპუნებები ერთმანეთში. დროთა განმავლობაში რათქმაუნდა შეეჩვევით, თუმცა თავიდან ცოტა გაღიზიანდებით.

Magic Mouse Review
Magic Mouse Review

რამდენადაც კარგი არ უნდა იყოს ჟესტები, მათი გამოყენება მაინც შეზღუდულია. თვქენ არ შეგიძლიათ ერთდოულად სამ თითზე მეტის გამოყენება, ვინაიდან არ გეყოფათ დარჩენილი თითები მაუსის დასაკავებლად. თაჩპადისაგან განსხვავებით Magic Mouse-ში შეუძლებელია სენსორული დაწკაპუნების მორგება, თუმცა ეს კარგი იქნებოდა ფრიად. თანაც მაუსი სრულიად სიმეტრიულია და სიბნელეში ძნელია იმსი გარკვევა, თუ სადაა ზემოთ და სად - ქვემოთ.

Magic Mouse-ი ჯერ-ჯერობით მხოლოდ მაკებთანაა თავსებადი, თუმცა შემდგომში უფრო მეტად გავრცელდება. იქნება თუ არა ის თავსებადი Windows-თან უცნობია.

ვინაიდან კორპუსის ზედა ნაწილი პლასტიკატისაა, ნაფხაჭნები დაემჩნევა აუცილებლად. თუმცა საბედნიეროდ ეს მის მუშაობაზე არ იმოქმედებს.

რომ შევაჯამოთ ზემოთ თქმული მივიღებთ შემდეგს. რათქმუნდა Magic Mouse-ი ათი თავით უკეთესია, ვიდრე Mighty Mouse-ი, რომელიც მრავალ მომხმარებელს უბრალოდ ეზიზღებოდა კიდევაც. ის იმდენად კარგია, რომ შეიძლება მოეწონოს მაკებისაგან საკამოდ შორს მდგარ ხალხსაც. ეს მოწყობილობა იკავებს საშუალო ნიშას სრულყოფილ სამაგიდე მაუსებსა და ნოუთბუკების კომპაქტურ მაუსებს შორის, შესაბამისად დიდი ალბათობით მოეწონება ორივე მხარის წარმომადგენლებს.

© Gizmodo

3

კასტომიზაცია სხვადასხვა ოპერაციულ სისტემაში:

მომხმარებელი: „მე მჭირდება სირინოზის ბრინჯაოს ქანდაკება!“
Linux: „აჰა თქვენ ბრინჯაოს კუბი 1x1x1 კვეთით და ქლიბი"
Gentoo: „აჰა ქთვენ სპილენძი, კალა და სადნობი ღუმელი“
FreeBSD: „აჰა თქვენ წერაქვი, და ფანრიანი ჩაფხუტი. სპილენძის მაღარო იმ მხარესაა“
Ubuntu: „აჰა თქვენ სირინოზის ქანდაკება“
მომხმარებელი: „მაგრამ აქ მარტო კუდია!
Ubuntu: „შეიტანეთ გეთაყვა apt-get install სირინოზის სხეული, apt-get install სირინოზის თავი, apt-get install სირინოზის ხელები...“
MacOS: „აჰა თქვენ ლამაზი შიშველი გოგონები“
მომხმარებელი: „ვაა, რა მაგარია! შეიძლება ხელით შევეხო?
MacOS: „გადაიხადეთ 200 ევრო და გააქტიურეთ ფუნცია „შიშველი გოგონების ხელით შეხება““
Windows: „არა. მე მგონია, რომ თქვენ გჭირდებათ მარქსის თუჯის ქანდაკება“

3

ძალიან საინტერესო სტატია იმის შესახებ, თუ ვინ ვის უპირებს მოკვლას მობილური ტელეფონების ბაზარზე.

აი, კიდევ რა! კვლავ ატეხეს ხმაური მობილური მოწყობილობების შესახებ მაქსიმუმამდე. Motorola Droid-ი, ზოგიერთების აზრით, ფრიად დამაჯერებლად გამოიყურება. და რაღათქმუნდა მას ყველა „iPhone-ის მკვლელს უწოდებს“. ეს ჩვენ მრავალჯერ გაგვიგია სხვა ტეელფონებზეც. ჯერ იყო და BlackBerry Storm-ი უნდა გამხადრიყო iPhone-ს მკვლელი, მერე - Palm Pre და ა.შ. მაგრამ iPhone-ი არათუ არ მომკვდარა, არამედ უფრო მეტად პოპულარული გახდა. რატომ?

კითხვა მარტივია, თუმცა მოითხოვს ზოგიერთ განმარტებას. ძირითადად, აიფონის მკვლელთა უმეტესობის პრობლემა იმაშია, რომ სინამდვილეში ისინი არც კი ცდილობენ აიფონის მოკვლას. მათ შეიძლება ასე იფიქრონ, თუმცა სინამდვილეში ისინი სრულიად სხვა სახის მოწყობილობებია, მათი ოპერაციული სისტემების გამო. ერთ-ერთი საშუალება, რომ ეს აღვიქვათ, ეს არის სმართფონების შედარება, უფრო ზუსტად კი მათი ოს-ები ტექნოლოგიური რელიგიის ჭრილში. ეს განსაკუთრებით აქტუალურია აიფონის ზედმეტი სახელის გამო: „Jesus Phone“.

რელიგიურ ასპექტში აიფონი მონოთეისტური რელიგიაა. ფაქტობრივად, მის ოს-ს სწამს მხოლოდ ერთი მოწყობილობის. დიახ, ჩვენ ვიცით რომ არსებობს აგრეთვე iPod Touch-ი, თუმცა ისიც იგივე აიფონია, უბრალოდ ზოგიერთი ფუქნცია აქვს კასტრირებული. ამასთან ერთად Android-ი, Windows Mobile-ი, BlackBerry-ი, Symbian-ი და სხვები პოლითეისტური რელიგიებია. ტერმინი „წარმართები“, შესაძლოა მთლად ზუსტი ვერაა, მაგრამ უფრო სახალისოა, ასე რომ მოდით გამოვიყენოთ. ყველა სხვა მობილური ოს-ი - წარმართია. ისინი ემორჩილებიან მრავალ მოწყობილობას, თავის „ღმერთებს“.

მე არ ვიძახი, რომ წარმართთა მიდგომა საქმისადმი ცუდია, უბრალოდ ვგულისხმობ, რომ მონოთეისტური მოწყობილობის მოკვლა ძალიან ძნელი იქნება. პრობლემა იმაშია, რომ არცერთ ამ ოს-ს არ გააჩნია მოწყობილობა, რომელიც შეიძლება რომ მასებს მიჰყიდო. მათ შეუძლიათ შთაუნერგონ დიდი რწმენა ერთ მოწყობილობაში რაღაცა დროის განმავლობაში (როგორც ამას აკეთებს Andoid-ი), ნო საბოლოო ჯამში მათი ერთგულება ვრცელდება სხვადასხვა მოწყობილობებზე. წარმართული ტაძარი (ანდოიდის შემთხვევაში ეს გუგლია) ვერ შეძლებს აირჩიოს ერთი რომელიმე მომწოდებელი, ვიანიდან ეს მას დააზარალებს.

და მე მგონია, რომ გუგლს ეს ესმის. თუმცა ისნი აშკარად ეხმარებოდნენ Droid-ს. ვფიქრობ, გუგლმა იცის, რომ დროიდი ვერ გახდება აიფონის მკვლელი. ამის მაგივრად ის ალბათ საუკეთესო მოწყობილობაა იმისათვის, რომ მოკლას მისი ნამდვილი კონკურენტები: სიმბიანი და Windows Mobile-ი. გაიმეორეთ ჩემთან ერთად: ანდოიდი ცდილობს მოკლას Windows Mobile-ი და არა აიფონი.

ამაზე ფიქრი აგრეთვე შესაძლებელია PC-ის (Windows) მაკის წინააღმდეგ ბრძლის ჭრილში. ფაქტობრივად, პერსონალური კომპიუტერების ისტორიის დასაწყისში მაკი გრიმიტობდა. მაგრამ შემდეგ მოვიდა Microsoft OS-ი, რომელსაც შეეძლო სხვადასხვა მწარმოებლების მოწყობილობებზე მუშაობა და რაოდენობამ ხარისხს სძლია. Android-ი, Windows Mobile-ი და სხვ. ხშირად ასოცირედება საქმისადმი ასეთი მიდგომით.

მაგრამ ახლა სიტუაცია სხვაგვარადაა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მრავალი რამ ხდებოდა ეფლში 80-იან წლებში, რამაც გამოიწვია მაიკროსოფტის ზრდა. მაგრამ მას მერე ეფლი შეიცვალა (პირველ რიგში ათი წლის წინ განდეგილი სტივი დაიბრუნა მმართველობის სათავეში). ეფლმა აიფონის აპარატურული და პროგრამული ნაწილებით, პლუს პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალიზირებული ელექტრონული მაღაზიით შექმნა დახურული ეკოსისტემა, რომელიც თავის თავს კვებავს.

ამასობაში მაიკროსოფტი კვლავაც იყენებს საქმისადმი „რაოდენობრივ“ მიდგომას მობილური საშუელბების განხრით. რაღაცა დრო ეს კიდევ ამართლებდა, მაგრამ მაშინ კონკურენცია დაბალი იყო ბაზარზე. ახლა ის ბაზარს კარგავს და მომავალი საკამოდ ბუნდოვნად გამოიყურება. არა მარტო აიფონის გამო, რომელიც მაიკროსოფტს ვნებს მოკლევადიან პერსპექივაში, არამედ მისი ძირითადი კონკურენტის, ანდოიდის გამო.

ანდოიდის არა მარტო საწყისი წყაროა ღია, ამასთან ერთად ის უფასოცაა. აი Windows Mobile-ი კი კვლავაც ყვლეფს სმარტფონების მწარმოებლებს 25 დოლარს ყოველ ეგზემპლარზე. მათი სტრატეგია მდგომარეობს შემდეგში: 1.რაც შეიძლება მეტად გამოიყენონ Windows PC ბრენდი და დაარწმუნონ მომხმარებლები, რომ ეს არის საუკეთესო გარემო მობილური მოწყობილობისათვის და 2. გამოუშვან Windows Mobile 7-ი, სრულიად ახალი ოს-ი და თანაც რაც შეიძლება სწრაფად.

მაიკროსოფტის პრობლემა (ზუსტად რომ მისი და არა ეფლის) იმაშია, რომ მწარმოებლები აქტიურად მხარს უჭერენ ანდოიდს და ბოლო-ბოლი შეძლებენ Windows Mobile-ის მომხმარებელთა გულებიდან განდევნას. მართალია ანდოიდის წილი ბაზარზე ჯერ-ჯერობით დაბალია, მაგრამ ეს შეიძლება იმაზე სწრაფად შეიცვალოს, ვიდრე ეს მაიკროსოფტს ჰგონია.

აი რა მინდა ვთქვა. მე ვფიქრობ, რომ სრულიად შესაძლებელია ერთ მშვენიერ დღეს ანდოიდიანი ტელეფონები უფრო მეტი იყოს ბაზარზე, ვიდრე აიფონი. თუმცაღა ეს სულ სხვა თამაშია. ეს არის მონოთეისტური რელიგიის ბრძოლა წარმართების წინააღმდეგ. ეს არის მაკი PC-ის წინააღმდეგ. იმ შემტხვევაშიც კი, თუ ეფლი განთავისუფლდება AT&T-ის მარწუხებისაგან, მაინც ერთი მოწყობილობა ექნება ბაზარზე გამოტანილი. ხოლო ანდოიდი - მრავალი ათეული ვაიანტით იქნება წარმოდგენილი. მაგრამ აიფონი მაინც გადარჩება და გაიფურჩქნება ისევე, როგორც ამას ახლა აკეთებს მაკი.

ერთი მოწყობილობის შემოტავაზებით ეფლი ეთანხმება ზოგიერთ ნაკლს: ის მსხვერპლად წირავს რაოდენობას ხარისხის სანაცვლოდ. ეფლს სრული კონტროლი აქვს მოწყობილობაზე, ამტომაც მათ შეუძლიათ შექმნან რაიმე, რაც აერთიანებს პროგრამულ უზურნველყოფას და აპარატურულ ნაწილს ისე, როგორც არცერთ წარმათულ მოწინააღმდეგეს არ შეუძლია რომ გააკეთოს.

ყველაზე ახლოს ასეთ მოდგომასთან არის Palm с Pre. მაგრამ ის ჯერ ვერც კი ეწევა აიფონის კლასს (ძალიან ნელია), თუმცა უკვე აპირებს ახალი მოწყობილობის გამოშვებას. შემდეგ კიდევ ერთის.

ეფლს შეუძლია ამ გზით წასვლა ოდესმე. აიფონის გამოსვლიდან მუსირებს ჭორები „iPhone MINI“-ს შესახებ, თუმცა უშედეგოდ. ალბათ პერსპექტივაში იქნება პლანშეტური მოწყობილობა, რაც რათქმუნდა მოითხოვს ზოგოერთ გადაკეთებას. თუმცა სმარტფონების შემთხვევაში კვლავაც იქნება ერთი მოწყობილობა.

და შესაძლოა ეს არ არის თვალსაჩინო, მაგრამ ნამდვილად მისაღებია მრავალი ადამიანისათვის. როდესაც იძულებული ხარ აირჩიო ათობით მოწყობილობას შორის ათობით და ასობით მახასიათებლით, ეს ძნელი არჩევანია. აიფონის შემთხვევაში ყველამ იცის, რას იღებს. პროგრამისტებმაც იციან რისთვის წერენ პროგრამას. მათ იციან თუ როგორ იმუშავებს პროგრამა და ამისათვის საჭირო არაა რამდენიმე ათეულ მოწყობილობაზე მისი გამოცდა.

მთელი არსი - მომხმარებლის შეგრძნებების კონტროლია. მოგწონთ თუ არა ასეთი მიდგომა, მაგრამ უნდა აღიაროთ რომ ეფლს ეს კარგად გამოსდის.

როდესაც ვსაუბრობთ პროგრამისტებზე, არ იფიქროთ რომ სმარტფონების რომელიმე მწარმოებელი შეძლებს აიფონის მომხმარებელთა მასიურ „კონვერტაციას“, ვინაიდან არსებობს სერიოზული მიზეზი აიფონის პლათფორმაზე დასარჩენად: 100 000 აპლიკაცია, 2 მილიარდზე მეტი ჩამოტვირთვა. და მართალია მრავალი თვლის, რომ პირველი ციფრი მომხმარებლების ყურადღებას იპყრობს, ციფრი 2 მილიარდი არის ის ძირითადი მიზეზი, რაც მომხმარებელთა რეალურ ყურადღებას იპყრობს. უკვე მრავალმა მომხმარებელმა დახარჯა ასობით დოლარი აიფონის აპლიკაციებში და მათი დარწმუნება იმაში, რომ გადავიდნენ სხვა პლათფორმაზე ძალიან ძნელია.

აი რატომ არ არის საუბარი აიფონის მკველობაზე. კვლავაც დადის ჭორების „Google Phone“-ზე - ანუ გუგლის მიერ შემუშავებულ აპარატურულ ნაწილზე. გუგლის თანადამფუძნებელმა სერგეი ბრინმა აღიარა, რომ მისი კომპანია სერიოზულად მუშაობს ანდროიდის აპარატურულ ნაწილზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შექმნა აიფონის მკვლელი. თუ გუგლი (ანდა მაიკროსოფტი) გადაწყვეტს მთელი ძალები იხმაროს ერთი ტელეფონის შექმნაზე, შემატყობინეთ, მაშინ ვილაპარაკოთ.

წყარო