მოსალოდნელია ომი Apple-სა და Google-ს შორის?

Google-ი და Apple-ი სულ ცოტა ხნის წინ „სამუდამო საუკეთესო მეგობრები“ იყვნენ, მათი მეგობრობის საწინდარი კი Microsoft-ის მუქარა გახლდათ. კომპანიები აქტიურად მეგობრობდნენ სხვადასხვა ალიანსებში, მხარს უჭერდნენ ერთმანეთს პროექტებში, საკუთარ პროდუქტებში ახორცილებდნენ ერთურთის პროდუქტების მაქსიმალურ მხარდაჭერას და ა.შ.

თუმცა ბოლო დროს მოხდა რამდენიმე ფაქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი თუ მოსისხლე მტრად არ გახდომა, ძირფესვიან კონკურენტებად გადაქცევა მაინც Microsoft-ის გულის გასახარად. აი რამდენიმე ფაქტი კომპანიებს შორის კონფრონტაციის მატებისა:

ბრაუზერთა კონფლიქტი ჯერ Apple-მა გამოუშვა Safari-ი, ახლა Google-ს აქვს Chrome-ი. და დაე ჯერ კიდევ არ არსებობს Chrome-ის მაკ-ვერსია (მხოლოდ წინასწარი ბეტა-ვერსიები, რომლებიც ფრიად არასტაბილურია), მაგრამ დეკემბრისათვის შეიძლება მივიღოთ. რათქმაუნდა არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ქრომი საფარის პირდაპირი კონკურენტია, ვინაიდან პირველ-მეორე ადგილებს მაინც IE და FF იკავებენ. მაგრამ თუ მოვახდენთ ბრაუზერების პოზიციონირებას, დავინახავთ, რომ ისინი ერთმანეთს ძალიან გვანან. ოპერაციული სისტემები

ეფლს უკვე დიდი ხანია აქვს საკუთარი ოპერაციული სისტემა Mac OS X-ი, რომლის საშულებითაც ის საკამო წარმატებით უწევს კონკურენციას Microsoft-ს. და ამ დროს Google-ი აკეთებს საკუთარი ოს-ის ანონს, Chrome OS, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი პერსპექტივა დაიკავოს განსაზღვრული ნიშა მომხმარებელთა შორის. ერთის მხრივ Mac OS X-ი – მძლავრი და მულტიმედიური ოს-ია, ამშინ როდესაც Chrome OS-ი უფრო მეტად განკუთვნილია ონლაინ-აპლიკაციებზე, თუმცა რაღაც სახის ზიანის მიყენება მაინც შეეძლება მაკის ბაზარზე.

მობილური ტელეფონები

Google-ი და Apple-ი ერთმანეთს კონკურენციას უწევენ მობილური ტელეფონების (სმარტფონების) ბაზარზე – Apple-ს აქვს iPhone-ი საკუთარი ოს-ით, Google-ი აქტიურად აპიარებს ახალ პლათფორმას Android. ამასწინათ პროგნოზებიც კი გაკეთდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ანდოიდი გაუსწრებს აიფონს, რაც ნამდვილად ვერ გაახარებს ეფლს.

ამასინადელი კონფლიქტი Google Voice-თან დაკავშირებით

სულ ცოტა ხნის წინ მოხდა ხმარურიანი კონფლიქტი იმასთან დაკავშირებით, რომ Apple-მა უარი უთხრა Google-ს ახალი აპლიკაციის განთავსებაზე App Store-ში, იმ მოტივით რომ ათღნიშნული აპლიკაცია დუბლირებას უკეთებდა აიფონის სისტემურ ფუნქციებს. Google-მა იჩივლა FCC-ში (Federal Communications Commission) და რამდენადაც ცნობილია, ეს ფაქტი FCC-ს ყურდღების ცენტრშია.

Placebase-ის შეძენა

ამასიწნათ გაირკვა, რომ ზაფხულში Apple-მა შეიძნა პატარა კომპანია Placebase-ი, რომელიც სპეციალიზირდება ციფრული კარტოგრაფიული პროდუქციის შექმნაზე. შრულიად შესაძლოა, რომ ეფლი გეგმავს უარი თქვას Google-ის რუქებზე მის პროდუქტებში და საკუთარი გამოიყენოს.

დირექტორთა როქირება

ბოლო დრომდე შენარჩუნებული იყო სიტუაცია, როდესაც Apple-სა და Google-ს შორის არსებობდა დირექტორთა „გაცვლის“ მომენტი. კერძოდ, ერიკ შმიდტი, გუგლის ხელმძღვანელი გახლდათ ეფლის დირექტორთა საბჭოს წევრი და მან პოსტი ამ აგვისტოს დატოვა. ხოლო რამდენიმე დღის წინ გუგლის დირ. საბჭოდან წავიდა არტურ ლევინსონი, რომელიც ამავდროულად ეფლის დირ. საბჭოს წევრიცაა. ეს ყველაფერი ხდება იმ მიზნით, რომ არ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტი ზრდადი კონკურენციის პირობებში, თუმცა მგონია, რომ შესაძლოა გამოიწვიოს აქტიური „საომარი“ მოქმედებები ამ ორ კომპანიას შორის.

თქვენ რას ფიქრობთ?