ინტერნეტის წინაპარი 40 წლისაა

1969 წლის 29 ოქტომბერს ARPANET-ის ქსელით პირველი პაკეტები გაიგზავნა. ჩარლი კლაინმა (Charley Kline) UCLA-დან გააგზავნა პირველი სიგნალი, როდესაც ცდილობდა SRI-ში შესვლას. პირველი მცდელობა კრახით დასრულდა ასო G-ს აკრეფისას.

ისევ ფისოს შესახებ

ვიცი რომ დაგპირდით ჩემი პირადი მიმოხილვის მომზადებას Snow Leopard-ის შესახებ. მაგრამ ბოლო 1,5 თვის განმავლობაში ჩემს გარშემო განვითარებული ფანტასტრიურად მაგარი ამბების გამო (თუ რა, ზუსტად 2 დღეში მოგახსენებთ) ეს ვერ მოხერხდა. ბოდიშს გიხდით, ვინც ელოდით მიმოხილვას და პირობას გაძლევთ რომ ის აუცილებლად დაიწერება!

The Empire Strikes Back

Apple-ს საერთოდ უყვარს კონკურენტების „გამწარება“ ხოლმე. მაგალითისათვის შეგვიძლია გავიხსენოთ Palm-თან ბრძოლის ისტორია. კონფლიქტის არსი იმაში იყო, რომ Palm-მა შექმნა ტელეფონი, რომელიც კომპიუტერთან მიერთებისას სინქრონიზაციის მიზნით თავს „ასაღებდა“ iPod-ად. შედეგად შესაძლებელი ხდებოდა Palm Pre-ს სინქრონიზაცია iTunes-თან. მედია დამკვრელის ყოველ განახლებაში Apple-ი ბლოკავს ამ საშუალებას, თუმცა მოგვიანებით Palm-ი ისევ გვერდს უვლის დაბლოკვის ამ მექანიზმს. აი გუშინ კი

მოსალოდნელია ომი Apple-სა და Google-ს შორის?

Google-ი და Apple-ი სულ ცოტა ხნის წინ „სამუდამო საუკეთესო მეგობრები“ იყვნენ, მათი მეგობრობის საწინდარი კი Microsoft-ის მუქარა გახლდათ. კომპანიები აქტიურად მეგობრობდნენ სხვადასხვა ალიანსებში, მხარს უჭერდნენ ერთმანეთს პროექტებში, საკუთარ პროდუქტებში ახორცილებდნენ ერთურთის პროდუქტების მაქსიმალურ მხარდაჭერას და ა.შ. თუმცა ბოლო დროს მოხდა რამდენიმე ფაქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი თუ მოსისხლე მტრად არ გახდომა, ძირფესვიან კონკურენტებად გადაქცევა მაინც

სტივ ჯობსი წონას იკრებს, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით

სტივ ჯობსი წონას იკრებს, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით ყველამ ვნახეთ სტივ ჯობსი Let’s Rock!-ზე. სიმართლე ითქვას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ ფრიად დამამწუხრა. გამხდარი და განადგურებული, სადღაც გონება გაფანტულიც კი. პრინციპში სხვა ვარიანტი მოსალოდნელი იყო იმ ადამიანისათვის, რომელმაც პრეზენტაციამდე ცოტა ხნით ადრე საკმაოდ რთული ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გადაიტანა? მიუხედავად „გიკების ბელადის“ მდგომარეობისა, ყველა აღფრთოვანებულია მისი გამძლეობით

გაი კავასაკი და მაკინტოშის გზა

თითქმის ნებისმიერ ადამიანს (როგორც წესი სიყმაწვილეში) ეწვევა ხოლმე სურვილი, რომ შეცვალოს სამყარო უკეთესისაკენ. ზოგი ამისათვის რევოლუციას აწყობს, ზოგიც ომს იწყებს. თუმცა ე.წ. სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში ზოგიერთი ამ სურვილს ახორციელებს ტექნიკური სიახლეების დანერგვით, რაც ხალხს ადრე არარსებულ შესაძლებლობებს აძლევს. დიპლომირებული ფსიქოლოგი გაი კავასაკი – სახელმძღვანელოს „რევოლუციის კეთების ხელოვნება“-ს მომავალი ავტორი აგრეთვე იმ ხალხის რიცხვიდანაა, რომლებსაც სამყაროს