Microsoft-ის რობოტების კბილთა ღრჭენა თუ ვაშლოვანის საძმო, რა უარესია?

დიდი ხანია მინდოდა მაკის ფანატებზე (რომელთა კატეგორიას მე უთუოდ მივეკუთვნები) დამეწერა. მაგრამ გუშნდელ გარდიანში ისეთი საინტერესო სტატია დაიბეჭდა ზუსტად ამ თემაზე, რომ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ.

ვაღიარებ: მე ფანატი ვარ. უიმედო ფანატი. მე ვიცი, რომ ჩემი ცრურეწმენა აბსურდულია, მაგრამ მე უბრალოდ არ შემიძლია ამის მართვა. ეს – Apple-ია. მე არ მიყვარს Apple-ის პროდუქტები. და რაც უფრო უკეთესია მათი დიზაინი, რაც უფრო ფართოდ უწყებენ გავრცელებას, მით უფრო არ მიყვარს. ყველაფერში დამნაშავე მათი მომხმარებლები არიან. საშინელი ხალხია, საშინელი. გეყოფათ თქვენი iPhone-ის ჩვენება. გეყოფათ თქვენი Macbook-ის ხმალივით ქნევა. გეყოფათ ჩემი დარწმუნება მათ ყიდვაზე.

მართლა გეყოფათ. ჩემთვის სულერთია თუ მაკი უკეთესია. მიმიფურთხებია, რომ მაკი უფრო მაგარია. მაკის ყველა პროდუქტს უცებ რომ გაუჩნდეს ჯადოსნური ღილაკი, რომლის დაჭერითაც მაკი ოქროს მონეტების გადმოყრას, მკვდრით აღდგომას და მოცეკვავე მარტორქების ჰოლოგრამის ხატვას დაიწყებს, მე მაინც მკიდია. მე არ ვაპირებ მაკის ყიდვას, ასე რომ ხმა ჩაიკმინდეთ და სახლშ გააჯვით. წადით სახლში. მე ვიცი, რომ თქვენ გაქვთ iსახლი. კედლები გაპრიალებული ალუმინისგანაა. სახურავზე მოკბეჩილი ვაშლის ლოგო ანათებს. თქვენ იქ მოგწონთ. თქვენ – აბსოლუტური უ რ ჩ ხ უ ლ ი ხართ.

რათქმაუნდა, შესაძლებელია იმის დაშვება, რომ მაკ-პროდუქტები მართლაც რომ შესანიშნავია, როგორც მათ აქებენ მათი პატრონები. მაგრამ რა საჭიროა ამდენი დროის ხარჯვა ურწმუნოთა აგიტაციაზე? მათ ხომ ამაში ფულს არ უხდიან. მათ უბრალოდ უნდათ საკუთარი ბედნიერების გავრცელება ყველაზე, როგორც რელიგიურ ჯვაროსნებს.

შესაბამისად, არაფერი ისე არ ანიჭებს მათ სიამოვნებას, როგორც PC-ის მფლობელის თვალყურის დევნება, რომელიც ებრძვის თავის არა-მაკ მოწოყობილობას. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს მათ სულიერ არჩევანს. ამასწინათ ვიჯექი ოთახში, ვცდილობდი რა რაღაც დამეწერა Sony Vaio პორტატულ კომპიუტერზე, რომელიც როგორც ჩანს Vista-ს სპეციალურად შენელებულ ვერსიაზე მუშაობდა. მცდელობა, რომ ამ საცოდავ კომპიუტერს რაიმე გაეკეთებინა – მსგავსი იყო მცდელობისა მიგეცა დავალება დეპრესიაში ჩავარდნილი თანამრომლისათვის ნელი თანამგზავრული არხით. როდესაც ვიძახებდი აპლიკაციას, ის მცირე მარადისობით ფილოსოფიურ განსჯებში ვარდებოდა და ძნელად ემორჩილებოდა ჩემს მოთხოვნებს. ყველაფერი ამის გამო კედლებზე ლამის გავედი. მე მას დამპლაი ვუწოდე, ან უარესიც კი. რაღაც მომენტში მაგიდაზე მუშტიც კი დავანარცხე.

ამან შორიახლოს მყოფი ორი მაკისტის ყურადღება მიიპყრო. მათ ჩემთან მოცურეს და ზურგსუკან ამომიდგენენ, როგორც ორი ბერ-მონაზონი.

„ჰოო, Vista-ს სიამტკბილობები“, სთქვა ერთმა.

„დროა უკვე მაკი შეიძინო“, განაცხადა მეორემ.

„ის ხომ უკეთესია“, კვლავ სთქვა პირველმა ბერმა.

„არ ინანებ“, ჩაიჩურჩულა მეორემ.

მე მოვიღუშე და მივუბრუნდი ეშმაკის მანქანას, როგორც გაჩეჩილი ლოთი პარკში, რომელიც ცდილობს განთავისუფლდეს ანონიმური ალკოჰოლიკების ორი ღვთისმოშიში რეკრუტერისაგან, იღებს რა თავის ჭუჭყიან მათარას ჯიბიდან და ჯინაზე დიდ ყლუპს სვამს. დამანებეთ თავი, ჩემთვის გავიფიქრე. ჩემთვის სულერთია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მართლები ხართ. უბრალოდ მინდა რომ გადაშენდეთ.

მე ვიცი, რომ Windows-ი საშინელებაა, ყველამ იცის ეს. Windows-ი – დაახლოებით იგივეა, რაც შარდის სუსტი სუნი მეტროში: ის იქ არის და თქვენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. კარგი, კარგი, მე ვიცი, რომ არსებობს სხვა ოპერაციული სისტემებიც. მაგრამ მათი მომხრეები კიდევ უფრო უარესად, ქედმაღლურად და დაჟინებულად იქცევიან, ვიდრე მაკის მფლობელები. რაც უფრო ძლიერად ცდილობენ ისინი ჩემს დარწმუნებას, მით მეტად ვეწინააღმდეგები მე მათ. მე მათვის ცხვარი ვარ. და ისინი მართლები არიან. მე უიმედო, ჩლუნგი, ზარმაცი ცხვარი ვარ. ამასთან ერთად მაზოხისტიც. ამიტომაც ვაგრძელებ Windows-ით სარგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ მძულს ამ მომენტის ყოველი წამი. ის საშინელია, ის ნელია, ცუდადაა გაკეთებული და არაფერი წესივრად არ მუშაობს: Windows-ის გამოყენება – საბჭოთა ქვეყნებში ცხოვრებასა ჰგავს 1981 წელს. და მე არაფრით არ გავცვლი ამას, იმიტომ რომ სულმდაბალი იდიოტი ვარ, მე ჩემი თავი მეზიზღება და დავიმსახურე ზუსტად ეს: განწირული ვიყო Windows-ზე მთელი ცხოვრება.

აი რატომ მყოფნის მე Windows-ი. მაგრამ მე მას არასდროს არავის არ ვურჩევ. მა საკითხში მე ისეთივე ვარ, როგორც სხვები. ჯერ არასდროს არავისთვის არ ურჩევიათ: „არ გინდა Windows-ზე გადმოსვლა?“. რეალურ სამყაროში ასეთი რამ არ ხდება.

ამ მომენატმდე. Microsoft-ი შეპყრობილი ამოცანით გადაწყვიტოს სიტყვიერი რეკომენდაციების სიმწირე, იწვევს ხალხს – რეალურ ხალხს – მოაწყონ საღამოები, რათა აღნიშნონ 22 ოქტომბერს Windows 7-ის გამოსვლა. იდეა იმაშია, რომ თქვენ უნდა მოიწვიოთ მეგობრები, ნამდვილი მეგობრები თქვენს სახლში და გაართოთ ისინი Windows 7-ის სახელმძღვანელოებით. ასე რომ შეგეძლებათ აჩვენოთ მათ, თუ როგორ უნდა ჩაწეროთ კომპაქტ-დისკი, როგორ გააკეთეთოთ სამოყავრულო ვიდეო, როგორ შეცვალოთ ეკრანის ფონი და როგორ… მოიცა, რაღაც ისე ვერაა, მე მგონია ის დაეკიდა… ეეე, მაცალე… არა, ეს ის არაა… მმმმ…. კარგი, დაივიწყე. სხვა როგორ ხართ სახლში? ეეეე… კიდევ შევხვდებით, მგონია.

ამ პროცესის მოწყობის დახმარების მიზნით მათ YouTube-ზე დადეს არაჩვეულებრივად უცნაური ვიდეოების სერია, რომელშიც 4 მსოფლიოში ყველაზე წყალწაღებული მსახიობი დგას სამზარეულოში და ერთმანეთს რჩევებს აძლევს, თუ როგორ გავაცნოთ სტუმრებს Windows7-ის საოცრებები. ისნი უბრალოდ კამერის წინ მაინც რომ იდგენენ და ტექსტს კითხულობდნენ, კიდევ ასატანი იქნებოდა; ამის მაგივრად მათ მოსთხოვეს რომ ეთამაშათ მეგობრობა. შედეგად – ხელოვნური მეგობრობის ყველაზე გულისამრევი ჩვენება.

ეს იმდენად საშინელია, რომ სრულიად ახალ ემოციას იწვევს: თავბრუსხვევის, ზიზღის, სიბრაზის და სირცხვილის ნაზავს, რასაც მე ვუწოდებ „ძღნეროზია“-ს.

თვითონ ნახეთ.

და მაინც, რაც არ უნდა ცუდი იყოს ეს რეკლამა, მე მაინც მირჩევნია მოუხერხებელი, უგერგილო, არამოდური ნაგავი Microsoft-ისაგან, ვიდრე საშუალო სტატისტიკური მაკ-ევანგელისტის შემაშფოთებელი თავდაჯერებულობა. სულ ცოტა, Windows-ის რეკლამის ტიპები ფიქტიური მაინც არიან, მაშინ, როდესაც შემზარავი, ერთმანეთზე ტყუპისცალებივით მსგავსი მაკ-ბერები ყველგან არიან, მხარს უკან გიდგანან თავიანთ მუქ ნაცრისფერ სვიტერებში გამოწყობილნი და თვითკმაყოფილებით ხითხითებენ, როდესაც შენს უიმედოდ ჩამორჩენილ ოს-ს ხედავენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ შენზე უკეთესები არიან, ვინაიდან მათ აქვთ Mac OS X 10.6 ირბისი.

ირბისი. ი რ ბ ი ს ი.

მიმიფურთხებია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართლები არიან. მე უბრალოდ მინდა რომ ყველანი გაწყდეთ ერთ დღეს.

წყარო

5 კომენტარი;

  1. bravo.

    კაი სტატიაა და კაი თარგმანია

    მადლობთ, დელფი, ამ ტექსტს ინგლისურად არასოდეს წავიკითხავდი :)

    • მადლობა.
      ვეცდები არ მოგაკლოთ საინტერესო სტატიები მომავალშიც! :)

  2. ჩარლი რავარი გაცოფებულია?!
    ეჭვი მაქვს, რომ ან უკვე ნაყიდი აქვს მაკი ან აპირებს.

  3. აი ყოჩაღ რა, მართლა საინტერესო სტატიაა ;)

  4. აი საღოლ რა, მართლა საინტერესო სტატიაა ;)

კომენტარები დახურულია.