რა სხვაობაა ღმერთსა და ლარი ელისონს შორის

The God & Larry Ellison
The God & Larry Ellison

ლარი ელისონი, კომპანია Oracle-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი – ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ორიგინალური, ექსცენტრიკოსი, რომელიც, როგორც ბილ გეითსი, არ ერიდება ინტერვიუ მისცეს „პლეიბოის“. მამამისი რუსეთიდან იყო წარმოშობით და ლარი ხშირად მაიკროსოფტში წარმოებულ პოლიტიკას ადარებს იმას, რაც იყო საბჭოთა კავშირში: „კონკურენციის არარსებობა იწვევს მაღალ ფასებს და ხარისხის ვარდნას“. ლარი ელისონის ბიოგრაფია დასათაურებულია ასე: „რითი განსხვავდება ღმერთი ლარი ელისონისაგან“.

დედის სახელი – ფლორანს სპელმანი – მან პირველად 48 წლის ასაკში გაიგო. 19 წლის გოგონამ წამიერი სიყვარულის ნაყოფი დეიდას მიუგდო. ლილიან და ლუის ელისონებმა იშვილეს ახალშობილი.

სკოლაში ლარი არაჩვეულებრივ მათემატიკურ ნიჭს ავლენდა. ბრწყინვალედ ისწავლა ორი წელი ილინოისის შტატის უნივერსიტეტში, მაგრამ ამ დროს გარდაიცვალა დედინაცვალი და გამოცდებისათვის აღარავის ეცალა. მერე ერთი სემესტრი გაატარა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, სადაც პირველად ჰქონდა შეხება კომპიუტერულ მეცნიერებებთან, მაგრამ საობოლოოდ მიატოვა იგი და კალიფორნიაში წავიდა.

ახალ ადგილზე დამკვიდრების შემდგომ დაიწყო ფორტრანზე პატარ-პატარა პროგრამების წერა. ნელ-ნელა ემატებოდა გამოცდილება, იბმეოდა კავშირები და ნაცნობობები კომპიუტერულ სამყაროში. კითულობდა სპეციალურ კომპიუტერულ ლიტერატურას. და 12 წლიანი ლოდინის შემდეგ, 1977 წელს, მან ორ სხვა მეგობართან, ბობ მაიერთან და ედ ოუტსთან ერთად დააფუძნა კომპანია Software Development Laboratories (მოგვიანებით სახელი შეუცვალეს Relational Software Inc-ზე). ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის ბიძგი გახლდათ ედგარ კოდის, IBM-ის დეველოპერის სტატია, რომელშიც მოთხრობილი იყო უნივერსალური მონაცემთა ბაზების შექმნის შესახებ, რომლებსაც ფუნქციონირება შეუძლიათ ნებისმიერ გამოთვლით მანქანაზე.

უნდა ითქვას, რომ მონაცემთა ბაზები ამ დროისათვის უკვე არსებობდენენ დიდი ხანია. თუმცა ისინი ძალიან შორს იყვნენ დასრულებული პროდუქტისაგან. ყოველი კომპანია, რომელიც კომპიუტერებს უშვებდა, აგრეთვე ამზადებდა საკუთარი წარმოების მონაცემთა ბაზებსაც და მათი გამოყენება სხვა ტიპის კომპიუტერზე შეუძლებელი იყო.

ელისონმა გადაწყვიტაგამოეშვა უნივერსალური და მარტივი მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა, რისთვისაც საწყის სისტემად აირჩია მინი-კომპიუტერი PDP-11. რელაციური System R-ის გავრცელების არეალი შემოიფარგლებოდა IBM-ის წარმოების მონსტრი მაინფრეიმებით, რომელთა ზომა ოთახზე ნაკლები არ იყო. ლარის სტრატეგია დამყარებული იყო იმაზე, რომ მისი პროდუქტი მაქსიმალურად ეფექტურად უნდა მუშაობდეს ნებისმიერ კომპიუტერზე, ინფორმაციის ნებისმიერი სახის ნაკრებთან – ქარხნული სპეციფიკაციები, საშტატო განრიგები, სავაჭრო ხელშეკრულებები, ასტრონომული დაკვირვებების ბანკები, სადაზვერვო მონაცემები…

ამერიკულ დაზვერვასთან ლარის დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს: თავისი კორპორაციის სახელიც (Oracle) კი დაკავშირებულია პროექტთან, რომელსაც ამუშავებდა CIA. მისგან განსხვავებით, მონაცემთა ბაზის Oracle-ის მორჯულება მოხერხდა და CIA-ს დარწმუნებაც, რომ ეს სწორედ ისაა, რაც მათ სჭირდებათ. დარწმუნების ხერხი ლარი ელისონის ფრიად ძლიერი მხარეა. ჯერ ერთი, მას უძლიერესი ქარიზმა აქვს. მეორეც – მას შესანიშნავი სამსახიობო ნიჭი აქვს. ახალი პროდუქტების პრეზენტაცია მას შეუძლია გადააქციოს არაჩვეულებრივ სანახაობად.

აი ასეთი პრეზენტაციი ერთ-ერთი მაგალითი. უზარმაზარ მონიტორზე ჩნდება ლარი ელისონის შთამბეჭდავი გამოსახულება. ოცდაათი წამის მერე ის თვით შემოვარდება სცენაზე. პერსონალური კომპიუტერების პრინციპიალური მოწინააღმდეგე, ის ამბობს, რომ ახლა გაუშვებს კომპიუტერში პრეზენტაციას. მივარდება საცოდავ კომპიუტერს და ვითომ შემთხვევით ხელს წაკრავს მას. კომპიუტერი ვარდება იატაკზე, ასდის ბოლი, მასში რაღაც ფეთქდება. ყველაფერ ამას წანემძღვარება ლარის კომიკური მიმიკები. მერე ლარის „ახსენდება“, რომ მას საბედნიეროდ მოასწრო ფაილების გადატანა სერვერზე, რომელსაც რათქმუნდა არაფერი მოუვა. ყველაფერი მხიარულად არის ნაჩვენები, თანაც თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად.

პოპულარული მონაცემთა ბაზების სისტემა ბაზარზე ჩვეულებრივ კი არ გამოვიდა, არამედ პატარა ხრიკით: პირდაპირ მე-2 ვერსია, ჩათვალეს, რომ Oracle 1 არასოლიდურად ჟღერს. სახელმწიფო სტრუქტურებს ახალბედები არ უყვართ. CIA-სთან ხელშეკრულება ელისონმა ფართოდ გამოიყენა სარეკლამო მიზნით: „ჩვენი პროდუქტი იცავს აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებს!“ შედეგად 1980 წელს გაყიდვებმა 1 მილიონ დოლარს მიაღწია. პროგრამა IBM-მაც კი იყიდა თავისი მეინფრემისთვის S/370. ხოლო Oracle 3-ის გამოსვლამ ბაზარზე აჟიოტაჟი გამოიწვია. და 1983 წელს კომპანიას გადაერქვა სახელი და Oracle Corporation-ი დაერქვა.

კომპანია სწრაფად ფართოვდებოდა: 8 უძველეს თანამშრომლის გვერდით უკვე 400-ზე მეტი ახალბედა ჩაერთო საქმეში, ძირითადად გაყიდვების მენეჯერები. გაყიდვები კიდევ სულ მატულობდა. მალე კორპორაციის კაპიტალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ხოლო 1986 წელს ლარი ელისონი 185 მილიონიანი ქონებით ჟურნალ Forbes-ში მოხვდა. მანდ აგრეთვე პირველად გამოჩნდა ბილ გეითსი, რომელსაც 315 მილიონი ჰქონდა. მათ დღემდე ასე ეძახიან – „პირველი პროგრამული მილიონერები“. ელისონი მთელი ცხოვრება ცდილობს დაეწიოს გეითს, რომლისადმი ზიზღს არკ კი მალავს. ერთხელ თავის რეაქტიულ გამანადგურებელში ჩაჯდა და საშინელი ხმაურით გადაუფრონა ბილის სახლს. თუმცა უცნობია ბილი სახლში იყო, თუ არა.

ზოგჯერ ელისონი ახერხებს გადაუსწროს გეითს – 2000 წელს ის ყველაზე წარმატებული CEO (აღმასრულებელი დირექტორი) გახდა და ერთი წლის განმავლობაში საკუთარი კაპიტალი 3,9 მილიარდი დოლარით გაზარდა 48 მილიარდამდე. ეს იმის გამო მოხდა, რომ Oracle-ი უზუმოდ გაიზარდა ინტერნეტ-ვაჭრობის გამო. გეითსმა კი ანტიმონოპოლური სასამართლო პროცესის გამო 10 მილიარდი დაკარგა.

Oracle Corporation-ის განვითარება არ იყო მუდმივად მზარდი. 1990 წელს კომპანიის საბაზრო ღირებულება უცაბედად დაეცა 80%-ით. საგანგაშო სიტუაცია შეიქნა, რასაც შეიძლება გაკოტრება მოყოლოდა. ელისონმა ოპერატიული და ხისტი რეაგირება მოახდინა, რომ არა ვთქვათ სასტიკი. დაითხოვა 400 თანამშრომელი, პერსონალის 10%. და აგრეთვე ტოპ-მენეჯმენტი თითქმის მთლიანად, ის ხალხი ვინც მის გვერდით თითქმის 10 წელი ერთად შრომობდა.გამონაკლისი გახლდათ ბობ მაინერი, ნიჭიერი პროგრამისიტი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი. როდესაც ის გარდაიცვალა 90-იანი წლების შუაში, ელისონმა იგრძნო, რომ მისთვის და კომპანიისათვის ეს დიდი დანაკლისი იყო.

ლარი თავს არ იმართლებდა. მან უბრალოდ ახსნა სიატუაცია. „ჩვენ ვიყავით ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია კომპიუტერულ ინდუსტრიაში, – განაცხადა მან. – ჩვენ მივაღწიეთ მილიარდიან შემოსავალს, მაგრამ შევეჩეხეთ პრაქტიკულად გადაუჭრელ პრობლემებს მართვაში. საქმე იმაშია, რომ ხალხი, რომელიც მარტავდა მილიარდიან კომპანიას, ისეთივენი დარჩნენ, როგორც მაშინ, როდესაც კომპანია 15 მილიონი ღირდა. მე უდიდესი მადლიერების გღძნობას განვიცდიდი მათთდამი, ვინც ჩემს გვერდით მუშაობდა. მაგრამ მე სხვა არჩევანი არ მოქნდა. მე უნდა გამენთავისუფლებინა ისინი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია შეწყვეტდა არსებობას. მე პასუხისმგებლობას ვგრძნობდი პირველ რიგში მთელი კომპანიის, პერსონალის, აქციონერების და კლიენტების მიმართ“.

აყვანილი იქნენ ახალი მმართველები, რომლებსაც გამოცდილება ჰქონდათ გიგანტური კომპანიების მართვაში. და ცოტა ხნის მშემდეგ Oracle-ი კვლავ დაუბრუნდა ძველ სიმაღლეებს. მაგრამ არც ამის მერე არ რალატობდა ელისონი პრინციპს: „საქმე ხალხზე მნიშვნელოვანია“.

პროგრამული პროდუქტების ბაზარზე Oracle-ი გაყიდბვებით მეორე ადგილს იკავებს Microsoft-ის შემდეგ. თუმცა მონაცემტა ბაზების სეგმენტში ის უდაო ლიდერია – მას ეკუთვნის ბაზრის 61%. და ამ პოზიციაზე ის უკვე 20 წელზე მეტი ხანია რაც არის. ელისონმა ერთ-ერთმა პირველმა შენიშნა ახლად ჩამოყალიბებული ინტერნეტ-ბაზრის პერსპექტივები და წინასწარ ჩადო მისი მხარდაჭერა თავის პროდუქტებში. შედეგად მან ბაზრის საკმაოდ კარგი ლუკმა ჩაიგდო ხელში.

კორპორაციის განვითარება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კომპანიისა, შეგვიძლია შევადაროთ გალაქტიკის წარმოქმნის მექანიზმს. ჯერ ხდება დაგროვილი ინტელექტუალური და სამეწარმეო ენერგიის აფეთქება, რომელიც სწრაფად ფართოვდება და იპყრობს ბაზარს. დროთა განმავლობაში ენერგიის სიკვრივე იკლებს და გაფართოება ნელდება. თუმცა ელისონი დღემდე უზურნველყოფს უზარმაზარ შინაგან წნევას და სტაგნაციაზე ლაპარაკიც არაა. იკავებს რა მოწინავე პოზიციას მონაცემტა ბაზების სეგმენტში, ის აქტიურად იპყრობს კორპორატიული პროგრამული უზუნველყოფის ERP, CRM და სხვა „მძიმე პროდუქტების“ ბაზარს.

თანაც როგორც ყოველთვის, ის საკმაოდ ხისტად მოქმედებს. ბილ გეითსმა ხისტად მიაბა თავისი ოს-ის გაყიდვები კომპიუტერების გაყიდვებს, ხოლო ელისონმა თავისი პროგრამული უზრუნველყოფისა თავის მონაცემტა ბაზებთან.

აი ასე ვითარდებოდა ამბები. Oracle-ის СЕО ხმამაღალი განცხადებით გამოვიდა: პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარი გადაჭედილია მოთამაშეებით, რომელთა დიდი ნაწილი უნდა წავიდეს ბაზრიდან. გადარჩებიან მხოლოდ გიგანტები, ისეთი როგორიცაა Microsoft-ი, Oracle-ი, Hewlett-Packard-ი, Sun-ი და SAP-ი. გიგნტები შეიძენენ საშუალო კომპანიებს. ხოლო „წვრილფეხობა“ საერთოდ აორთქლდება. და შემდეგ: „ჩვენ გვჭირდება სპეციალისტები, კლიენტები და საშუალო კომპანიების ფული“.

პირველი მსხვერპლი იყო PeopleSoft-ი. 2004 წლის ბოლოს 10.3 მილიარდ დოლარად ლარიმ ის „დაითრია“. მას ეს კომპანია სჭირდებოდა მისი ბაზრიდან გაგდების მიზნით. მან მხოლოდ მოწინავე სპეციალისტები დატოვა ხოლო ყველა დანარჩენს ნაგავსაყრელზე გადაუძახა.

შემდეგ მას მოყვა კიდევ რამდენიმე გაერთიანება, რაც ელისონს კიდევ 15 მილიარდი დაუჯდა. და ბოლოს ამ წლის თებერვალში შეიძინა კომპანია BEA 8,9 მილიარდ დოლარად. ამ ყველაფრის მიზანი იყო ბაზრის ლიდერების დაწევა და გადასწრება. პირველ რიგში გერმანული კომპანიის SAP-ის. დაწევა გამოვიდა, გადასწრება – ჯერ-ჯერობით ვერა. SAP-ის პრეზიდენტი ჰენინგ კაგერმანი ამას ხსნის იმით, რომ ელისონი მთლიანად არაა მართალი, როდესაც ბაზრის გაჯერებაზე საუბრობს. ყველა ნიშა ჯერ არ არის დაკავებული. SAP-ი ყოველშემთხვევაში ახერხებს იპოვნოს და შეავსოს ასეთი ნიშები.

ელისონისათვის ეს უკვე დეტალებია. ბიზნესში ის ირჩევს აგრესიულ სტრატეგიას. ასეთია მისი ნატურა მას არ შეუძლია რისკის, კონკურენტებთან ბრძოლოს გარეშე. ელისონი არაჩვეულებრივი სპორტსმენია, იახტსმენი. მის სპორტულ ნადავლს შორისაა პრესტიჟულ რეგატაში გამარჯვება 1998 წელს. ის მართავს გამანადგურებელ სამხედრო თვითმფრინავს. მის ავტოფარეხში სპორტული ბოლიდიცაა, რომელიც მონაწილეობას იღებდა Formula 1-ში. მას მძაფრი შეგრძნებები უყვარს, ეს მას ეხმარება ბიზნესში, სადაც სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების შედეგად არის მხოლოდ წარმატების მიღწევა შესაძლებელი.