რა არის „64 ბიტი“ Snow Leopard-ში?

64 Bit
Snow Leopard

ბოლო დროს ქსელში დიდი გაურკვევლობაა იმასთან დაკავშირებით, თუ ირბისის რომელი ნაწილი მუშაობს 64-ბიტიან რეჟიმში და რომელი – 32-ბიტიანში. წერენ , რომ ირბისში მაკების უმრავლესობა იტვირთება 32 ბიტიან რეჟიმში და თუ როგორი საშინელებაა ეს მთელი კაცობრიობისათვის. ამის გარდა, მაკების ბევრი მოდელის EFI (Extensible Firmware Interface, BIOS-ის ანალოგი), არ უზრუნველყოფს 64-ბიტიან რეჟიმს.

ამ ყველაფერს არეულობა შეაქვს მომხმარებელთა ტვინებში და იწვევს უმარავი კითხვის გაჩენას ეფლის მიერ განცხადებული 64 ბიტიას შესახებ, მაგალითად: „რა, სინამდვილეში არა აქვთ ეს 64-ბიტი?“, „და მე ეს რაში გამომადგება?“ და ა.შ. ის ფაქტი, რომ კომპიუტერის ჩატვირთვისას ღილაკებზე „6“ და „4“ დაჭერით შესაძლებელი ხდება ბირთვის 64-ბიტიან რეჟიმში ჩატვირთვა, კიდევ უფრო აბნევს ხალხს – გაუგებარია, რატომ არ ჩართო ეს რეჟიმი ეფლმა ნაგულისხმევად. ეს პატარა სტატია იმედია გაგარკვევთ ამ საკითხში.

პროცესორი და ბირთვი

როდესაც ეფლი ამბობს იმაზე, რომ ირბისი სრულიად მხარს უჭერს 64-ბიტიან რეჟიმს, კომპანია ამაში გულისხმობს, რომ თითქმის ყველა აპლიკაცია, რომელიც ოს-ს მოყვება, გადაწერილი იქნა ამ რეჟიმში სამუშაოდ. და აი რატომაა ეს კარგი: ჯერ ერთი, 64 ბიტიანი გამოთვლები საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ გჭირდებათ 4 გბ მეტი ოპერატიული მეხსიერების გამოყენება. მეორეც, პროგრამების 64-ბიტიან რეჟიმში მუშაობისას წარმოიქნება წარმადობის განსაზღვრული მატება. ინეტლის პროცესორები, რომლებიც თქვენს მაკებშია, შეიცავენ ჩადგმულ მათემატიკურ ოპერაციებს, რომლებიც ამ რეჟიმში უკეთ მუშაობენ. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ამოცანა, სადაც ინტენსიურად გამოიყენება მათემატიკური ოპერაციები, უკეთ და სწრაფად იმუშავებს.

თუ თქვენს მაკში პროცესორი არის Intel Core 2 Duo ანდა Intel Xeon, თქვენი მაკი მხარს უჭერს 64-ბიტიან რეჟიმს. და აპლიკაციებიც ამ რეჟიმში იმშავებენ, მიუხედავად იმისა, თუ რა რეჟიმშია გაშვებული ბირთვი, 32 თუ 64 ბიტი. ბირთვის 64-ბიტიან რეჟიმში გაშვების ერთადერთი უპირატესობა გახლავთ 32 გბ-ზე მეტი ოპერატიული მეხსიერების გამოყენება.

აპლიკაციებს, რომლებიც ირბისში იმუშავებენ, შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ 16 ეგზაბაიტი (1 EB = 1024 პეტაბაიტი) ვირტუალური მეხსიერება ზუსტად ისევე, როგორც მათ ემუშავათ 64-ბიტიან რეჟიმში. შედეგად სხვაობა ბირთვის ჩატვირთვის რეჟიმებს შორის პრაქტიკულად არ არსებობს.

არსებობს მოსაზრება რომ ირბისის შემდგომ ვერსიებში 64-ბიტიან რეჟიში ბირთვის ჩატვირთვა ნაგულისხმევად იქნება ჩართული.

EFI

მაგრამ ეს ყველაფერი არაა. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი ბირთვის 64-ბიტიან რეჟიმში გაშვებისათვის გახლავთ EFI, რომელიც უზრუნველყოფს 64 ბიტს. ამის გასაგებათ ტერმინალში აკრიფეთ:

ioreg -l -p IODeviceTree | grep firmware-abi

შედეგად მიიღებთ ან „EFI32“ ან „EFI64“ – ვფიქრობ გასაგებია რასაც ნიშნავს ეს. თუ არ გაგიმართლა და მიიღეთ EFI32 – ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ბირთვი ვერ ჩაიტვირთება ამ რეჟიში, მაგრამ აპლიკაციები იმუშავებენ 64-ბიტიან რეჟიმში.

მთავარი კითხვა, რომელიც ჩნდება – „რატომ?“, იმ გაგებით, თუ რატომ მოაწყო ეფლმა ასეთი აურზაური ამ საკითხთან დაკავშირებით. პასუხი ამ კითხვაზე შემდეგია, ჯერ-ჯერობით ბირთვის ყველა kext-ი (kernel extension, იგივე დრაივერები) არ არის გადატანილი 64 ბიტზე ამიტომაც ეფლმა ბირთვის ჩატვირთვა 32 ბიტზე დააყენა ყოველი შემთხვევისათვის. ამის გარდა, როგორც უკვე ზემოთ გავარკვიეთ, აპლიკაციებისათვის მნიშვნელობა არა აქვს ამ პრობლემას, ამიტომაც თქვენც ნუ მიაქცევთ ყურადღებას.

განსაკუთრებით ცნობისმოყვარეთათვის არსებობს პროგრამა 32- or 64-bit Kernel Startup Mode Selector, რომელიც არა მარტო გაჩვენებთ, თუ რისი მხარდაჭერა აქვს კომპიუტერს, არამედ სურვილის შემთხვევაში ჩატვირთავს მას სასურველ რეჟიში.

ამ და ამ მასალებზე დაყრდნობით