Snow Leopard-ის სრული მიმოხილვა, ნაწილი 2

დღეს გთავაზობთ გუშინ დაწყებული სტატიის მეორე ნაწილს. ხვალ ბოლო, მესამე ნაწილი იქნება

ცვლილებები აპლიკაციებში

Mac OS X-თან ერთად მომხმარებელი იღებს ორმოცდაათამდე დიდ და პატარა აპლიკაციას და სამარჯვს, რომლებიც ქმნიან მაკის მომხმარებელთა გამოცდილების საფუძველს (Mac user experience). თუ თქვენ გაქვთ საყვარელი პროგრამა, ნამდვილად შეამჩნევთ მცირე, მაგრამ ცვლილებას.

Snow Leopard Review — Preview
Snow Leopard Review — Preview

ყველაზე მეტი ცვლილება განიცადა Preview-მ, უნივერსალურმა სამარჯვმა სურათების და PDF-დოკუმენტების სანახავად. მე მას ვიყენებ როგორც ნაგულისხმევ აპლიკაციას PDF-დოკუმენტების სანახავად უკვე მრავალი წელია და ვთვლი, რომ ის სჯობნის Adobe Reader-ს სიჩქარით და ინტერფეისით. ამ პროგრამის ახალ ვერსიაში სასიამოვნო სიახლეებია, მაგალითად ტექსტის ახლებული მონიშვნა სვეტებიან დოკუმენტში. ასევე დაემატა ანოტაციების ახალი პანელი, სადაც შეგიძლიათ დაამატოთ კომენტარები დოკუმენტზე.

Snow Leopard Review — Quick Change
Snow Leopard Review — Quick Change

ზოგიერთ პროგრამას, TextEdit-ს, Mail-ს და iChat-ს, მაგალითად შეუძლიათ გამოიყენონ ცვლილებების ერთიანი სერვისი, რომელსაც შეუძლია გაასწოროს ტიპიური შეცდომები (მაგალითად the-ი the-ზე), შეცვალოს უბრალო ფრჩხილები მომრგვალებულით და პირიქით, გადააქციოს ორმაგი მინუსი და სამი წერტილი გრელ ტირედ (em dashes) და სამწერტილად შესაბამისად. კიდევ მეტი, ჩანართი „ტექსტი“ ენის და ტექტის პანელზე შესაძლებლობას გაძლევთ შექმნათ საკუთარი ცვლილებები.

სისტემური პარამეტრები – ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად ჩანს 64 ბიტიან აპლიკაციებზე გადასვლის კვალი. თუ მხოლოდ სტანდარტული პატამეტრების პანელებს იყენებთ, ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ თუ ასხვა მწარმოებლების პანელზე გადახვალთ, სისტემა გაგაფრთხილებთ რომ უნდა გადახვიდეთ 32 ბიტიან რეჟიმში, რათა შეძლოთ ამ პანელის გახსნა. რათქმაუნდა, ერთი-ორჯერ ეს მოსათმენია, მაგრამ პარამეტერების ხშირად ცვლისას მოსაბეზრებელი ხდება ნამდვილად. იმედია დეველოპერები მალე გადააკეთებენ თავიანთ პროგრამებს 64 ბიტიანი სისტემისათვის. ირბისს მოყვება Safari 4, ბრაუზერის ყველაზე ბოლო ბერსია. ეს ვერსია ხელმისაწვდომი იყო უკვე ლეოშიც, მაგრამ ირბისში ის მუშაობს 64 ბიტიან რეჟიმში. ეს აჩქარებს JavaScript-ის მათემატიკურ ოპერაციებს. კიდევ უფრო მნშვნელოვანია ის, რომ ბრაუზერის ჩადგმები (მაგალითად Flash-ი) ეშვება როგორც ცალკეული პროცესები, რაც იმას ნიშნავს რომ ბრაუზერის „დაკიდება“ პარქიკულად გამორიცხულია.

Snow Leopard Review — QuickTime
Snow Leopard Review — QuickTime

QuickTime Player-ი, ძველი, მრავალნაცადი ხელსაწყო აუდიო და ვიდეო ფაილების გასაშვებად, მთლიანად გადასხვაფერდა ირბისში. როგორც ადრე მოგახსენეთ, ახალ ვერსიას იმდენი ფუნქცია აკლია ძველ ვერსიასთან შედარებით, რომ ეფლმა დაამატა QuickTime Player 7 დამატებითი დამკვრელის სახით.

ეფლი ამბობს, რომ ახალი QuickTime Player-ი გამიზნულია მედიის დაკვრაზე და ტრაბახობს ახალი ინტერფეისით. თუმცა ინტერფეისი პრაქტიკულად არ არსებობს. უბრალოდ გახსენით ფილმი და დაინახავთ რომ ის სრულიად მარტოდ გამოჩნდება, მხოლოდ ზემოდან ექნება ჩარჩოს შავი ზოლი. როდესაც რთავთ ვიდეოს, ინტერფეისი მთლიანად ქრება, მხოლოდ გამოსხულება რჩება, ინტერფეისის ყველა ელემენტი მხოლოდ მაუსის მიმთითებლის გამოსხაულებაზე მიტანისას ჩნდება.

ეს ინტერფეისი კარგია, თუ იყენებთ ყურების სრულეკრანიან რეჟიმს, წინააღმდეგ შემთახვევაში სრული კატასტროფაა. პარამეტრების ნებისმიერი ცვლილება აიძულებს გამოჩნდეს მცურავი ზოლი, რომელიც ვიდეოს ნაწილობრივ ფარავს. ყოველთვის, როდესაც მინდოდა ხმის აწევა ან დაწევა, ეს მცურავი ზოლი ჩნდება ეკრანზე რჩება ერთი-ორი წამი. არა მგონია, რომ გაქრობადი ინტერფეისი კარგი იდეა იყოს. კომპიუტერთან მუშაობის მრავალი წლის განმავლობაში ვისწავლე ყოველი ფანჯრის გარჩევა დამახასიათებელი ზედა ზოლის მიხედვით. ახლა კი გაჩნდა პროგრამა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ჩარჩოები, ის თავისთვისაა. სიმართლეს გეტყვით, ეს შეცდომაა. მე მომხრე ვარ, რომ სრულეკრანიან რეჟიმში დარჩეს მარტო გამოსახულება, მაგრამ თუ მე ფილმს ვუყურებ ფანჯარაში, მინდა რომ ის გამოჩნდეს როგორც ფანჯარა და არა რაღაც ანონიმური ვიდეო, რომელსაც საკუთარი ფანჯარაც კი არა აქვს.

Snow Leopard Review — Windowless
Snow Leopard Review — Windowless

მიუხედავად იმისა, რომ QuickTime Player X-ი გამიზნულია ძირითადად ვიდეოს საყურებლად, მას აგრეთვე გააჩნია ჩასწორების ზოგიერთი ფუნქცია. შესაძლებელია ფილმის დამოკლება, მხოლოდ საბაზო ფუქნცია, მარტივი. ფუქნცია „გაზიარება“ ასევე შეკვეცილია: შესაძლებელია ფილმის ექსპორტი სამ სტანდარტულ ვარიანტად და აგრეთვე მათი ათვირთვა MobileMe-ზე ან YouTube-ზე. მთლიანობაში, ამ პროგრამის ახალი ვერისა იმედებს გაგიცრუვებთ.

QuickTime-ს გააჩნია აგრეთვე ჩაწერის ფუქნციაც, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაიწეროთ ეკრანი და შეინახოთ ფილმად. არაჩვეულებრივი მცირედი ცვლილებები

ვინაიდანინტერფეისის გლობალური ცვლილება არ მომხდარა, მარტო მცირედი საჩუქრებით დაკმაყოფილერბა მოგვიწევს, რომელბიც ირბისში მრავლადაა.

Snow Leopard Review — Eject
Snow Leopard Review — Eject

დისკის ამოღება ამიერიდან გაცილებით მარტივია. ამიერიდან, როგორც კი მომინდება დიკის ამოღება, მისი ხატულა ნელ-ნელა უფერულდება და სისტემა ყველა გაშვებულ აპლიკაციას უგზავნის სიგნალს, რომ მათ უნდა გაათავისუფლონ დისკი. უმეტეს შემთხვევებში დიკი უპრობლემოდ ამოვა, თუ რათქმაუნდა იმ მომენტში არ ხდება მისდგან წაკითხვა. მაგრამ თუ დაკავებულია, სისტემა შემატყობინებს, რომ მე ვერ შევძლებ დისკის ამოღებას და დამსიახელებს იმ პროგრამას, რომელიც ამ მონეტში ახდენს წაკითხვას.

როგორც მაკის მუდმივი მომხმარებელი, მე მუდმივად ვამყოფებ მას ძილის რეჟიში როდესაც არ ვსარგებლობ. ლეოპარდში (და წინა ვერსიებშიც), მიმაუნტებული სერვერები ითიშებოდნენ დაძინების შემდგომ. ირბისი ამ სიტუაციას უკეთ უმკლავდება. ის ცდილობს ხელახლა მიუერთდეს სერვერს. მთლიანობაში ეს ფუნქცია კარაგდ მუშაობს. ირბისი ასევე უფრო ჭკვიანიცაა, როდესაც საქმე ეხება ფაილების ზიარ გამოყენებას დაძინებულ მაკებთან. როდესაც რომელიმე სხვა მაკი შეეცდება გამოიყენოს ფაილი თქვენს ჩაძინებულ კომპიუტერში, ის გაიღვიძებს, მიაწვდის ფაილს და ხელახლა ჩაიძნებს. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ სწორად დააკონფიგურირებთ ქსელს, შეძლებთ იქონიოთ წვდომა ფაილებთან, როდესაც ამის საჭიროება იქნება.

Snow Leopard Review — Editor
Snow Leopard Review — Editor

პროგრამისტებისატვის საინტერესო იქნება ის, რომ ირბისში შრიფტი Monaco შეიცვალა ახალი შრიფტით, Menlo-თი, რომელიც დაფუძნებულია გარნიტურებზე Vera და DejaVu. დარწმუნებული ვარ, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც მისწონთ ძველი მონაკო შროფტი, თუმცა მე არ მომწონს.

ბოლოს სკრიპტებმა და ავტომატორმა კარგი განახლება მიიღეს ირბისში. ირბისის ფარული ფუნქციაა ჩამოტვირთული ფაილების მავნებლობაზე შემოწმება – ტროანებზე და ვირუსებზე. ეს ახალი შესაძლებლობა ჩართულია დაცვის არსებულ სისტემაში, რომელიც გაფრთხილებთ საფრთხის შემთხვევაში. ეს მინიმალური სახის დაცვაა, თუმცა ხშირ შემთხვევაში სრულიად საკმარისი. მიუხედავად ამისა, ეს ანტივირუსი მაინც არაა, ამას არც ეფლი არ უარყოფს.

გაგრძელება იქნება…