Skip to content

5

დიდი ხანია მინდოდა მაკის ფანატებზე (რომელთა კატეგორიას მე უთუოდ მივეკუთვნები) დამეწერა. მაგრამ გუშნდელ გარდიანში ისეთი საინტერესო სტატია დაიბეჭდა ზუსტად ამ თემაზე, რომ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ.

ვაღიარებ: მე ფანატი ვარ. უიმედო ფანატი. მე ვიცი, რომ ჩემი ცრურეწმენა აბსურდულია, მაგრამ მე უბრალოდ არ შემიძლია ამის მართვა. ეს - Apple-ია. მე არ მიყვარს Apple-ის პროდუქტები. და რაც უფრო უკეთესია მათი დიზაინი, რაც უფრო ფართოდ უწყებენ გავრცელებას, მით უფრო არ მიყვარს. ყველაფერში დამნაშავე მათი მომხმარებლები არიან. საშინელი ხალხია, საშინელი. გეყოფათ თქვენი iPhone-ის ჩვენება. გეყოფათ თქვენი Macbook-ის ხმალივით ქნევა. გეყოფათ ჩემი დარწმუნება მათ ყიდვაზე.

მართლა გეყოფათ. ჩემთვის სულერთია თუ მაკი უკეთესია. მიმიფურთხებია, რომ მაკი უფრო მაგარია. მაკის ყველა პროდუქტს უცებ რომ გაუჩნდეს ჯადოსნური ღილაკი, რომლის დაჭერითაც მაკი ოქროს მონეტების გადმოყრას, მკვდრით აღდგომას და მოცეკვავე მარტორქების ჰოლოგრამის ხატვას დაიწყებს, მე მაინც მკიდია. მე არ ვაპირებ მაკის ყიდვას, ასე რომ ხმა ჩაიკმინდეთ და სახლშ გააჯვით. წადით სახლში. მე ვიცი, რომ თქვენ გაქვთ iსახლი. კედლები გაპრიალებული ალუმინისგანაა. სახურავზე მოკბეჩილი ვაშლის ლოგო ანათებს. თქვენ იქ მოგწონთ. თქვენ - აბსოლუტური უ რ ჩ ხ უ ლ ი ხართ.

რათქმაუნდა, შესაძლებელია იმის დაშვება, რომ მაკ-პროდუქტები მართლაც რომ შესანიშნავია, როგორც მათ აქებენ მათი პატრონები. მაგრამ რა საჭიროა ამდენი დროის ხარჯვა ურწმუნოთა აგიტაციაზე? მათ ხომ ამაში ფულს არ უხდიან. მათ უბრალოდ უნდათ საკუთარი ბედნიერების გავრცელება ყველაზე, როგორც რელიგიურ ჯვაროსნებს.

შესაბამისად, არაფერი ისე არ ანიჭებს მათ სიამოვნებას, როგორც PC-ის მფლობელის თვალყურის დევნება, რომელიც ებრძვის თავის არა-მაკ მოწოყობილობას. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს მათ სულიერ არჩევანს. ამასწინათ ვიჯექი ოთახში, ვცდილობდი რა რაღაც დამეწერა Sony Vaio პორტატულ კომპიუტერზე, რომელიც როგორც ჩანს Vista-ს სპეციალურად შენელებულ ვერსიაზე მუშაობდა. მცდელობა, რომ ამ საცოდავ კომპიუტერს რაიმე გაეკეთებინა - მსგავსი იყო მცდელობისა მიგეცა დავალება დეპრესიაში ჩავარდნილი თანამრომლისათვის ნელი თანამგზავრული არხით. როდესაც ვიძახებდი აპლიკაციას, ის მცირე მარადისობით ფილოსოფიურ განსჯებში ვარდებოდა და ძნელად ემორჩილებოდა ჩემს მოთხოვნებს. ყველაფერი ამის გამო კედლებზე ლამის გავედი. მე მას დამპლაი ვუწოდე, ან უარესიც კი. რაღაც მომენტში მაგიდაზე მუშტიც კი დავანარცხე.

ამან შორიახლოს მყოფი ორი მაკისტის ყურადღება მიიპყრო. მათ ჩემთან მოცურეს და ზურგსუკან ამომიდგენენ, როგორც ორი ბერ-მონაზონი.

„ჰოო, Vista-ს სიამტკბილობები“, სთქვა ერთმა.

„დროა უკვე მაკი შეიძინო“, განაცხადა მეორემ.

„ის ხომ უკეთესია“, კვლავ სთქვა პირველმა ბერმა.

„არ ინანებ“, ჩაიჩურჩულა მეორემ.

მე მოვიღუშე და მივუბრუნდი ეშმაკის მანქანას, როგორც გაჩეჩილი ლოთი პარკში, რომელიც ცდილობს განთავისუფლდეს ანონიმური ალკოჰოლიკების ორი ღვთისმოშიში რეკრუტერისაგან, იღებს რა თავის ჭუჭყიან მათარას ჯიბიდან და ჯინაზე დიდ ყლუპს სვამს. დამანებეთ თავი, ჩემთვის გავიფიქრე. ჩემთვის სულერთია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მართლები ხართ. უბრალოდ მინდა რომ გადაშენდეთ.

მე ვიცი, რომ Windows-ი საშინელებაა, ყველამ იცის ეს. Windows-ი - დაახლოებით იგივეა, რაც შარდის სუსტი სუნი მეტროში: ის იქ არის და თქვენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. კარგი, კარგი, მე ვიცი, რომ არსებობს სხვა ოპერაციული სისტემებიც. მაგრამ მათი მომხრეები კიდევ უფრო უარესად, ქედმაღლურად და დაჟინებულად იქცევიან, ვიდრე მაკის მფლობელები. რაც უფრო ძლიერად ცდილობენ ისინი ჩემს დარწმუნებას, მით მეტად ვეწინააღმდეგები მე მათ. მე მათვის ცხვარი ვარ. და ისინი მართლები არიან. მე უიმედო, ჩლუნგი, ზარმაცი ცხვარი ვარ. ამასთან ერთად მაზოხისტიც. ამიტომაც ვაგრძელებ Windows-ით სარგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ მძულს ამ მომენტის ყოველი წამი. ის საშინელია, ის ნელია, ცუდადაა გაკეთებული და არაფერი წესივრად არ მუშაობს: Windows-ის გამოყენება - საბჭოთა ქვეყნებში ცხოვრებასა ჰგავს 1981 წელს. და მე არაფრით არ გავცვლი ამას, იმიტომ რომ სულმდაბალი იდიოტი ვარ, მე ჩემი თავი მეზიზღება და დავიმსახურე ზუსტად ეს: განწირული ვიყო Windows-ზე მთელი ცხოვრება.

აი რატომ მყოფნის მე Windows-ი. მაგრამ მე მას არასდროს არავის არ ვურჩევ. მა საკითხში მე ისეთივე ვარ, როგორც სხვები. ჯერ არასდროს არავისთვის არ ურჩევიათ: „არ გინდა Windows-ზე გადმოსვლა?“. რეალურ სამყაროში ასეთი რამ არ ხდება.

ამ მომენატმდე. Microsoft-ი შეპყრობილი ამოცანით გადაწყვიტოს სიტყვიერი რეკომენდაციების სიმწირე, იწვევს ხალხს - რეალურ ხალხს - მოაწყონ საღამოები, რათა აღნიშნონ 22 ოქტომბერს Windows 7-ის გამოსვლა. იდეა იმაშია, რომ თქვენ უნდა მოიწვიოთ მეგობრები, ნამდვილი მეგობრები თქვენს სახლში და გაართოთ ისინი Windows 7-ის სახელმძღვანელოებით. ასე რომ შეგეძლებათ აჩვენოთ მათ, თუ როგორ უნდა ჩაწეროთ კომპაქტ-დისკი, როგორ გააკეთეთოთ სამოყავრულო ვიდეო, როგორ შეცვალოთ ეკრანის ფონი და როგორ... მოიცა, რაღაც ისე ვერაა, მე მგონია ის დაეკიდა... ეეე, მაცალე... არა, ეს ის არაა... მმმმ.... კარგი, დაივიწყე. სხვა როგორ ხართ სახლში? ეეეე... კიდევ შევხვდებით, მგონია.

ამ პროცესის მოწყობის დახმარების მიზნით მათ YouTube-ზე დადეს არაჩვეულებრივად უცნაური ვიდეოების სერია, რომელშიც 4 მსოფლიოში ყველაზე წყალწაღებული მსახიობი დგას სამზარეულოში და ერთმანეთს რჩევებს აძლევს, თუ როგორ გავაცნოთ სტუმრებს Windows7-ის საოცრებები. ისნი უბრალოდ კამერის წინ მაინც რომ იდგენენ და ტექსტს კითხულობდნენ, კიდევ ასატანი იქნებოდა; ამის მაგივრად მათ მოსთხოვეს რომ ეთამაშათ მეგობრობა. შედეგად - ხელოვნური მეგობრობის ყველაზე გულისამრევი ჩვენება.

ეს იმდენად საშინელია, რომ სრულიად ახალ ემოციას იწვევს: თავბრუსხვევის, ზიზღის, სიბრაზის და სირცხვილის ნაზავს, რასაც მე ვუწოდებ „ძღნეროზია“-ს.

თვითონ ნახეთ.

და მაინც, რაც არ უნდა ცუდი იყოს ეს რეკლამა, მე მაინც მირჩევნია მოუხერხებელი, უგერგილო, არამოდური ნაგავი Microsoft-ისაგან, ვიდრე საშუალო სტატისტიკური მაკ-ევანგელისტის შემაშფოთებელი თავდაჯერებულობა. სულ ცოტა, Windows-ის რეკლამის ტიპები ფიქტიური მაინც არიან, მაშინ, როდესაც შემზარავი, ერთმანეთზე ტყუპისცალებივით მსგავსი მაკ-ბერები ყველგან არიან, მხარს უკან გიდგანან თავიანთ მუქ ნაცრისფერ სვიტერებში გამოწყობილნი და თვითკმაყოფილებით ხითხითებენ, როდესაც შენს უიმედოდ ჩამორჩენილ ოს-ს ხედავენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ შენზე უკეთესები არიან, ვინაიდან მათ აქვთ Mac OS X 10.6 ირბისი.

ირბისი. ი რ ბ ი ს ი.

მიმიფურთხებია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართლები არიან. მე უბრალოდ მინდა რომ ყველანი გაწყდეთ ერთ დღეს.

წყარო

4

ჩემი ფისო ჩამოვიდა:

Snow Leopard Unboxing
Snow Leopard Unboxing
Snow Leopard Unboxing
Snow Leopard Unboxing

ხვალ ირბისის ჩემი ასლი ჩემთან იქნება უკვე!

თუ კვირის ბოლომდე არ დამხვრიტეს სამსახურში, აუცილებლად შემოგთავაზებთ მიმოხილვას!

3

მცირედი დაგვიანებით გთავაზობთ Delphi 2010-ში დამატებული სიახლეების მიმოხილვას.

Delphi 2010-ს გაუჩნდა საკუთარი ვებ-გვერდი Embarcadero-ს პორტალზე: http://www.embarcadero.com/rad-studio-2010/

იქ დაემატება ხოლმე პატარ-პატარა ვიდეოები, სადაც ნაჩვენები იქნება IDE-ს ახალი შესაძლებლობები. უკვე ოთხი ვიდეო რგოლი ხელმისაწვდომია.

გამოსვლის თარიღის ანონსის შემდეგ, ბლოგერებმა დაიწყეს IDE-ს ახალი შესაძლებლობების მიმოხილვა. აი ძირითადი მათგანი (ის, რაც ამ მომენტისათვის ცნობილია):

1. ყველა მთავარი – გასწორებულია ძალიან ბევრი შეცდომა (ისინიც კი, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული Quality Central-ში). ანუ IDE-ს ეს ვერსია არ გვპირდება იყოს ყველაზე სტაბილური;

2. შეიცვალა ხატულები;

3. ფონური კომპილაცია ანუ შეიძლება გავუშვათ აპლიკაციის კომპილაცია ცალკე ნაკადში და გავაგრძელოთ IDE-ში მუშაობა;

4. გაუმჯობესებულია მუშაობა ნაკადებთან:

  • შესაძლებელია რომ ნაკადებს დავარქვათ სახელები;
  • გაუმჯობესებულია ნაკადების გამართვა. წყვეტის წერტილის დაყენებისას, გამართვის ფანჯარაში შეგვიძლია დავინახოთ, თუ რომელი ნაკადია ამ მომენტში აქტიური. ასევე შესაძლებელია ნაკადების გაყინვა და აქტიურის არჩევა;
  • ნაკადიდან გამომდინარე წყვეტის წერტილები;

5. ძებნის გამოყოფა და ძებნის ზოლი. როგორც იქნა მოძებნილი ტექსტი გამოიყოფა სხვა ფერით რედაქტორში;

6. შესაძლებელი გახდა კომპონენეტების პალიტრის გადართვა ძველებურ რეჟიმში, ჩანართების სახით; დაფილტვრის შესაძლებლობა შენარჩუნებულია. ეს კოდი დაწერა Andreas Hausladen-მა;

7. IDE Insight. არაჩვეულებრივი რამ არის, ის გაძლევთ საშუალებას იპოვნოთ და შეასრულოთ IDE-ს ნებისმიერი ბრძანება, უბრალოდ დაიწყეთ მისი სახელის აკრეფა. მუშაობს როგორც ბრძანებებისათვის, აგრეთვე კომპონენეტებისათვის, აგრეთვე შაბლონებისთვისაც. სხვათაშორის, მისი გამოყენება შესაძლებელია ფორმაზე კომპონენეტების მოსაძებნად;

8. Code Formatter. კოდის დაფორმატების მორგებადი ხელსაწყო;

9. გასამართი ინფორმაციის ვიზუალიზატორები – ToolsApi-ს გაფართოება, რომელიც საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ მონაცემები გამართვისას უფრო მოსახერხებელი სახით (მაგალითად, შესაძლებელია Tstrings-ის შიგთავსის ტექსტის სახით ნახვა;

10. Reopen მენიუ მორგებადი გახდა;

11. დამატებულია Actions-ების შექმნა в Object Inspector-ში;

12. წვრილმანი, როგორიცაა ფაილების დახარისხება Project manager-ში, წყვეტის წერტილების მაუსით გადათრევა;

13. გაუმჯობესებები ToolsApi-ში (სხვათაშორის, მანდ არის VCS-თან ინტეგრაციის შესაძლებლობა);

14. როგორც იქნა განაახლეს Use Units ფანჯარა. ახლა შესაძლებელია გაფილტვრა და Unit-ის კონკრეტულ ადგილას დამატების შესაძლებლობა (interface-ში ან implementation-ში);

15. რეფაქტორინგი და Code Insight-ი ახლა მუშაობენ გენერიკებთან;

16. Mouse gestures-ების და (multi-)touch ინტერფეისების მხარდაჭერა. ხელმისაწვდომია კომპონენტი – ეკრანული კლავიატურაკიდევკიდევ;

17. გარე ფუნქციების მონიშვნა (DLL-ებიდან) როგორც delayed, რის შედეგადაც ისინი მხოლოდ გამოძახების შემთხვევაში ჩაიტვირთება;

18. WIC-ის (Windows Image Component) მხარდაჭერა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიყენოთ Delphi-ში გამოსახულების მრავალი ფორმატი, მათ შორის .raw. ზოგიერთი ამას ისტორიულ მომენტსაც უწოდებს;

19. ფაილებთან და საქაღალდეებთან სამუშაო კლასები;

20. Delphi 2010-ს ექნება Windows 7-თან თავსებადობის სერტიფიკატი;

21. ახალი Unit-ები:

  • Wincodec.pas შეიცავს TWICImage-ს. Tiff-ის, CR2-ის და NEF-ის მხარდაჭერა;
  • Cor.pas –.NET Assemblies ბუნებრივი კოდიდან მხარდაჭერა;
  • Direct3D.pas, D3DX9.pas, D2D1.pas – DirectX-ის სათაურის ფაილები;
  • Direct2D.pas შეიცავს TDirect2Dcanvas;
  • Manipulations.pas – ინერციული მანიპულაციები. ეკრანზე ნივთების ბრუნვისა და ტყორცნისათვის;
  • Gestures.pas, GestureMgr.pas, GestureCtrls.pas – ხელის მოძრაობების მხარდაჭერა;
  • Keyboard.pas, KeyboardTypes.pas შეიცავს კლასს TTouchKeyboard.

IOUtils.pas – RTL-ში სერიოზული დამატება TDirectory, TPath და Tfile კლასების სახით; ხატულების ახალი ნაკრები , რომელიც მოყვება IDE-ს; გაფართოებული RTTI: ატრიბუტებიატრიბუტების გამოყენება ობიექტურ-რელაციური პროექციის მაგალითზე;

ინტერაქტიული ხელის მოძრაობების დამუშავება;

Dbx დრაივერი Firebird-ისათვის უნიკოდის მხარდაჭერით. Firebird-ის მხარდაჭერა Data Explorer-ში. ხელმისაწვდომია ყველა Dbx-დრაივერის საწყისი კოდი. ხელმისაწვდომია midas.dll-ის საწყისი კოდი (C-ზე);

წყარო: დიდი მიმოხილვავიდეო დემონსტრაცია;

სიახლეები DataSnap-თან დაკავშირებით; „Import WSDL“ ოსტატი SOAP 1.2-ის მხარდაჭერით;

მნიშნელოვნად გაუმჯობესდა დამხარების ცნობარი. გაუმჯობესება შეეხო მასალების სისრულეს. დამატებულია მეტი მაგალითი. დახმარებას დაემატა რჩევები კოდის ANSI-დან Unicode-ზე გადაყვანაზე;

შესაძლებელი გახდა ინტერფეისების კლასურ ტიპზე დაყვანა as-ის გამოყენებით;

კიდევ ორიოდე სიტყვა SOAP 1.2-ის შესახებ;

HTTP-ის Datasnap 2010-ში მხარდაჭერა ISAPI.dll-ით. (დიდი სტატია ილუსტრაციებით);

უკუგამოძახებები (callback) Datasnap 2010-ში;

JSON ტიპები Datasnap 2010-ში;

კიდევ ატრიბუტების შესახებ Delphi 2010-ში;

Steve Jobs
Steve Jobs

Apple-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტივ ჯობსი სამსახურში დაბრუნებიდან პირველად გამოჩნდა სპეციალურ ღონისძიებაზე.

ჯობსს, რომელიც გუშინ პრესისათვის გამართულ ღონისძიებაზე It’s Only Rock and Roll მთავარი მომხსენებელი იყო, დამსწრეები მქუხარე ოვაციებით შეხვდნენ. Apple CEO მუშაობას ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს შეუდგა, თუმცა თავიდან შემცირებული გრაფიკით მუშაობდა.

„მე ბედნიერი ვარ, რომ თქვენს გვერდით ვიმყოფები, - განაცხადა სტივ ჯობსმა სცენიდან. - როგორც ზოგიერთმა თქვენგანმა იცის, ხუთი თვის წინ მე გადავიტანე ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. ახლა მე ავტოკატასტროფაში დაღუპული 20 წლის ახალგაზრდის ღვიძლის მაქვს. მან გულუხვობა გამოიჩინა, როდესაც თავისი ორგანოების გადანერგვის უფლება მისცა. მე ცოცხალი ვარ მისი გულუხვობის გამო. იმედი მაქვს, რომ ყოველი ჩვენგანი შეძლებს იყოს ასეთი გულუხვი. მინდა მადლობა გადავუხადო Apple-ის საზოგადოებას თანადგომისათვის. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. აგრეთვე მადლობა მინდა გადავუხადო ტიმ კუკს და ყველა დანარჩენს Apple-ში. მაშ ასე, მე ფეხზე ვდგავარ, მე დავრბუნდი Apple-ში და ვტკბები ყოველი წუთით, რომელსაც ასეთ ნიჭიერი ხალხის გვერდით ვატარებ შესანიშნავი ახალი პროდუქტების შექმნისას. ეს შესანიშნავია.

დღეს Apple-ი ატარებს თავის მორიგ „მუსიკალურ“ ღონისძიებას, რომელზეც ველოდებით ახალი პროდუქტების წარმოდგენას. რატომ ვართ ასე დარწმუნებულები? ამაზე რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  • ოქტომბერი-დეკემბერი — ყველაზე წარმატებული თვეებია iPod-ების გაყიდვებისათვის, შესაბამისად სრულიად ლოგიკურია საპროდუქტო ხაზის განახლება ამ დროისათვის;
  • ღონისძების დასახელება — მუსიკალურია, „It’s only rock-n-roll!“, ასე რომ ეს დამატებითი მინიშნებაა, რომ საუბარი Apple-ის მუსიკალურ პროდუქტებზე იქნება.

თუმცა არის იმედი, რომ iPod-ების გარდა, გვაჩვენებენ რაიმე მნიშვნელოვანსა და საიდუმლოს, იმის გათვალისწინებით, რომ Apple-მა ამ წელს საერთოდ გადაკეტა ჭორების „საინფორმაციო ონკანი“. კითხვები, თუ რა იქნება ნაჩვენები, საკმაოდ ბევრია და ზოგიერთ მათგანზე პასუხი საკმაოდ კარგად ჩამოაყალიბა ჯონ გრუბერმა თავის სტატიაში, რომელსაც დღეს გთავაზობთ.

დადის ჭორები, რომ  Apple-ის „საიდუმლო განყოფილება“ გააფთრებით მუშაობს მას შემდეგ, რაც სამშაოს დაუბრუნდა „ის, ვიზეც არ საუბრობენ“. ამის დამატკიცებელ საბუთად გამოდგება ის ფაქტი, რომ მე თითქმის არაფერი არ ვიცი დღევანდელი ღონისძიების შესახებ. ის რაც მე ვიცი, ყველამ იცის: წარმოდგენილი იქნება ახალი iPod-ები. ეს ყველამ იცის, ვინაიდან ამ პროდუქტსი ანონსი ასეთი სახის ღონისძიებებზე ყოველთვის ხდება 2001 წლისან მოყოლებული. ყველაზე მნშვნელოვანი iPod-ი, touch-ი მიიღებს კამერას და მგონია რომ iPhone 3GS-ს იქნება მიმსგავსებული პროცესორის სიჩქარეში და მეხსიერებაში. სამი ზომა 16/32/64 199/299/399 დოლარად. iPhone OS - ეს iPod-ის მომავალია. Nano-ც მიიღებს კამერას. Classic-ი ალბათ ჯერ არ გაქრება - ვფიქრობ, მას მეხსიერების მოცულობას გაუზრდიან 120-დან 160 გიგაბაიგტამდე, ხოლო ფასი უცვლელი დარჩება - 249 დოლარი.

ეს დაახლოებით ისაა, რაშიც შემიძლია დარწმუნებული ვიყო. მაგრამ არის აგრეთვე სხვა საინტერესო რამეებიც.

NANO - მე გავიგე ორი ჭორი, რომლებშიც დარწმუნებული 100%-ით ვერ ვიქნები, თუმცა მაინც უნდა ავღნიშნო. ჯერ ერთი ის, რომ  Apple-მა შეიმუშავა რაღაც ზესაიდუმლო მასალა Nano-ს კორპუსისათვის. წარმოდგენა არა მაქვს, თუ რა არის ეს. მეორეც, Nano მიიღებს ჩადგმულ FM რადიოს. ეს უცნაურად ჟღერს, რადიოს არარსებობა iPod-ებში ყოველთვის წუწუნის მიზეზი იყო, თუმცა ახლა აღარავინ წუწუნებს. რატომაც არა?

SHUFFLE - მე მგონია, რომ Shuffle-ის მიმდინარე, უღილაკო ვერსიამ ვერ გაამართლა იმედები. ვერაფერს უცნაურს ვერ ამჩნევთ iPod Shuffle-ის გვერდზე Apple-ის ვებ-გვერდზე? Apple-ი კვლავინდებულად ყიდის ძველ მოდელს. და არა იმიტომ, რომ დარჩენილი მარაგები გაასაღოს. ისინი კვლავაც აწარმოებენ ძველ მოდელს. ასე რომ ძველ მოდელზე მოთხოვნილება აშკარად არის ახალი დიზაინის ჩავარდნა. ვფიქრობ, რომ Apple-ი დღევანდელ ღონისძებაზე ამ მოწყობილობის ახალ დიზაინს შემოგვტავაზებს, შეიძლება ღილაკითაც კი.

STEVE JOBS - მე იმედი მაქვს, რომ ის დღეს სცენაზე გამოჩნდება, მაგრამ მგონია, რომ ალბათ არ გამოჩნდება. თუ არ იქნება, პრესას მიეცემა ფიქრის და განსჯის მასალა. ასე რომ, ან ერთი, ან მეორე.

ITUNES9 - ჭორები iTunes 9-ის გარშემო უკვე არსებობს და ეს ეხება მის ინტეგრაციას სოციალურ ქსელებთან. მე მაინტერესებს სხვა რამ: მაკ-ვერსია კვლავაც 32 ბიტიანი იქნება და თანაც Carbon-ზე დაწერილი? საღი აზრი მკარნახობს, რომ კი, მაგრამ იგივე საღი აზრი ასევე მკარნახობს, რომ ქვედა დონის ფრეიმვორკის დაგაწერას აზრი არა აქვს. ეს ხომ აშკარაა: მომავალი 64 ბიტიანი აპლიკაციებისაა, მისკენ გზა კი მხოლოდ Cocoa-ზე გადის, ასე რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება.

რა გამოარჩევს iTunes-ს Apple-ის სხვა პროდუქტებისაგან? ის, რომ აღნიშნული აპლიკაცია არა მარტო მაკსითვისაა, უფრო მეტი მომხმარებელი ყავს Windows-პლათფორმაზე, მაგრამ მისთვის არ არსებობს Cocoa-ს 64 ბიტიანი გაშვების გარსი. ასე რომ ჩემი წინასწარმეტყველება ასეთია: რაღაც მომენტში iTunes-ს გადაწერენ WebKit-ის გამოყენებით ინტერფეისისათვის. მე არ ვამბობ, რომ iTunes-ი ვებ-ბრაუზერი გახდება, უბრალოდ ინტერფეისი შეიქმნება WebKit-ის გამოყენებით.

COCKTAIL - სხვათაშორის, WebKit-ის გარდა არსებობს Coctail-ი, ეს არის ალბომების მულტიმედიური ფორმატი, რომელზეც მრავალი ჭორები არსებობს და რომელიც Apple-მა შეიძლება დღეს წარმოგვიდგინოს. იდეა იმაშია, რომ შეიქმნას „კოლექციების“ ახალი ფორმატი, სადაც სიმღერების მარტო დასახელება არ შედის. მასზე შეიძლება აიგოს ისეთი პლათფორმა, რომელიც ყველგან იქნება მხარდაჭერილი, Mac OS X-ზე, Windows-ზე, iPhone OS-ზე, Apple TV-ზე (განახლების შემდეგ) და 2010 წლისათვის დაგეგმილ ახალ პლანშეტზე. ეს ძალიან კარგი იქნებოდა, თუ საფუძველი იქნება HTML-ი, CSS-ი და JavaScript-ი.

პასუხი ნათელია: WebKit.

ვფიქრობ, რომ Cocktail-ი იქნება Dashboard-ის მსგავსი რამ, ოღონდ შემდეგი თაობის.

წყარო

რატომ ხდება, რომ Microsoft-ი, რომელსაც ბაზრის 90% უკავია, ამ ბოლო დროს ხშირად ესხმის თავს Apple-ს? ამის შესახებ საინტერესო სტატია წავიკითხე Macworld-ის ფურცლებზე.

თუ ბოლო კვირეების სიახლეებს გადავხედავთ, შეიძლება ისეთი შთაბაჭდილება შეგვექმნას, რომ ჩვენ DeLorean-იანი 88 მილი სიჩქარემდე ავაჩქარეთ და დავბრუნდით ძველ კარგ დროში, როდესაც Microsoft-ი და Apple-ი ერთმანეთს ყელს ღადრავდნენ.

Apple-მა ბოლო 10 წლის განმავლლბაში კარგი ტემპი აიღო. iPod-მა დააბრუნა კომპანია მეინსტრიმში და კუპერტინო ქულებს იწერს Mac OS X-ის გაუმჯობესებით და ყველაზე ლამაზი კომპიუტერის გამოშვებით. ამას დაამატეთ Microsoft-ის პრობლემები Windows XP-ისთან და მის შემდგომ Vista-სთან და ეს კომპანია დღეს წარმოგიდგებათ როგორც არარაობა.

ამასწინდელი Google-ის ანონსმა იმის შესახებ, რომ ისინი მუშაობენ საკუთარი ვერსიის ოს-ზე - მიუხედავად იმისა, რომ იკ კიდევ მთელი წელი არ იქნება გაყიდვაში - გამოიწვია სტატიების უზარმაზარი რაოდენობა, რომლებშიც ხალხი ბჭობს იმაზე, ხომ არ გამოიწვევს ძებნის გიგანტის გაუგებარი ნაბიჯი ჯერ კიდევ ძლიერი, მაგრამ უკვე დასუსტებადი Microsoft-ის ჩაჩოჩებას. ათი წლის წინ ამის ძალა არავის გააჩნდა. Microsoft-ი ცდილობს საპასუხო დარტყმები მიაყენოს, მაგრამ კომპანიის პიარ-მანქანა ვერასოდეს ახერხებდა Apple-ის დაწევას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება სტილს და კრეატივს. სარეკლამო კამპანიის პირველი მცდელობა ბილ გეითსის და ჯერი ზაინფილდის მონაწილეობით სასაცილო იყო, მაგრამ ზოგიერთი მაყურებელი გაოცებული უფრო იყო, ვიდრე დაინტრიგებული და კამპანიის ფარგლებში მხოლოდ ორი სარეკლამო რგოლი გამოუშვეს. ამის შემდეგ Microsoft-ი შეეცადა პასუხი გაეცა Apple-ის პოპულარული კამპანიისათვის „I’m a Mac“ რამდენიმე ვიდეო რგოლით „I’m a PC“, მაგრამ შედეგმა კიდევ უფრო დიდი გაოცება გამოიწვია, ვინაიდან ის პრინციპში Apple-ის რგოლების ლეგიტიმურობას ამტკიცებდა.

ყველაფერ ამას ჩვენ მივყავართ „Laptop Hunters series“ რგოლებამდე, რომლებშიც უბრალო მოკვდავთ - ისეთივე ხალხს, როგორც თქვენ და მე, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ისინი მსახიობები არიან - ეუბნებიან, რომ თუ ისინი შეძლებენ იპოვნონ გაყიდვაში კომპიუტერი განსაზღვრულ თანხაზე ქვემოთ, Microsoft-ი მათ უყიდით ამ კომპიუტერს. ეს რგოლები პირდაპირ Apple-ზეა დამიზნებული, რომლის პროდუქტები როგორც წესი უფრო ძვირია, ვიდრე მსგავსი კონფიგურაციის პკ Windows-ით. რგოლების უდიდეს ნაწილში მაკები ნაჩვენებია როგორც უფრო სუსტი და უფრო ძვირი კომპიუტერები.

სამი ეს დიდი სტრატეგია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ Microsoft-ი კედელს ბურთებს ესვრის იმ იმედით, რომ ერთ-ერთი მაინც მიეწეპება. ჯერ-ჯერობით „Laptop Hunters“-ები ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა (უკვე 6 სხვადასხვა რგოლი გამოვიდა) და საოპერაციო მმართველი დირექტორის კევინ ტერნერის სიტყვებით სატელეფონო ზარებიც კი გამოიწვია Apple-ის იურიდიული განყოფილების მხრიდან, რომელმაც მოითხოვა Microsoft-ისაგან შეწყვიტოს რგოლების გამოშვება ფასების აგრესიულ დაწევასთან დაკავშირებით.

ეს ერთადერთი პანჩური არაა, რომელიც ტერნერმა ამოარტყა Apple-ს მსოფლიო საპარტნიორო კონფერენციაზე. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ამ შემოდგომაზე Microsoft-ი დაიწყებს საცალო გაყიდვების საკუთარი ქსელის გახსნას, რომლებიც „Apple-ის მაღაზიების გევრდით“. რედმონდელმა კომანიამ დაიქირავა დევიდ პორტერი, Wal-Mart-ის ყოფილი დირექტორი - სწორედ ის გაუძღვება კომპანიის საცალო გაყიდვებს. Apple-ში იგივე საქმეს უძღვება Target-ის ყოფილი დირექტორი რონ ჯონსონი, რაც თავის მხრივ მიუთითებს ფილოსოფიურ განსხვავებებზე Microsoft-სა და Apple-ს შორის (Wal-Mart — იაფი მასიური მაღაზიებია, მაშნ როდესაც Target — პრემიალური დონის).

მაშ საიდანაა დაძაბულობის ეს უეცარი მატება ორ კომპანიას შორის? Apple-ი რეგულარულად ურტყამს პანჩურებს თავის ძველ მტერს და რაც მთავარია ეს კარგად მუშაობს, თუმცa უნდა ავღნიშნოთ, რომ Microsoft-ი თვითონაც საკმაოდ ვნებს თავის თავს. Apple-ის პასუხად Microsoft-ს აშკარად უნდა რომ აჩვენოს, რომ არ აპირებს ამ კრიტიკის პასუხგაუცემლად დატოვებას.

თემას თუ დავუბრუნდებით, მე მგონია, რომ Microsoft-ი ცოტა ნერვიულობს იმის გამო, რომ კომპანია გავლენას კარგავს. როგორც აქამდე მონოლითური IBM-ი, Microsoft-იც საკუთარი არნახული წარმატების მსხვერპლია. და როგორც IBM-ი, Microsoft-ი ვერ გარისკავს სიკვდილს - მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ კომპანია კვლავაც აკონტროლებს ოს-ების ბაზრის უდიდეს ნაწილს, მაგრამ მისმა ამ მდგომარეობამ ის გახადა ზანტი, თვითკმაყოფილი და დაუცველი. ინოვაციის ის რამდენიმე იშვიათი მცდელობაც საკმაოდ უცნაური იყო - მაგალითად, ძვირადღირებული და არაპრაქტიკული სენსორული Microsoft Surface-ი. და Windows 7-ის გამოშვება არის მცდელობა გადააქციონ Vista იმად, რაც ის უნდა ყოფილიყო თავიდანვე: Mac OS X-ის ძლიერი კონკურენტი.

ადამიანები ხშირად იყენებენ Microsoft-ის პროდუქტებს იმიტომ, რომ ამის გაკეთება უწევთ და არა იმიტომ, რომ მათ ეს სურთ. ხარისხი საკმარისი იყო მაშინ, როდესაც კომპიუტერი სერიოზული ინვესტიცია გახლდათ, მაგრამ ახლა პკ-ს ბაზარმა მიაღწია იმ დონეს, როდესაც მომხმარებლებს შეუძლიათ დაელოდნონ იმ კომპიუტერს, რომელიც მათ ნამდვილად უნდათ.

წარმოგვიდგენს რა თავის თავს, როგორც კომპანიას, რომელიც ებრძვის Apple-ის ბატონობას, Microsoft-ი იწყებს Apple-ის ნაბიჯების გამეორებას - მაგრამ ეს ფრიად ძნელი და პოტენციურად არაგულწრფელი ნაბიჯებია, როდესაც შენჯერ კიდევ ბაზრის 90%-ს ფლობ. Microsoft-ის ყველაზე ძირითადი უპირატესობა გახლდავთ მისი ყოვლსიმომცველობა, რაც მას ასევე აქცევს დიდ სამიზნედ, ისევე როგორც უმავლესობის პოლიტიკური პარტია მეტ კრიტიკას იღებს, ვინაიდან ის სათავეშია.

საბოლოო ჯამში, როდესაც ზემოთ ხარ, მხოლოდ ქვემოთ შეგიძლია მოძრაობა.

The God & Larry Ellison
The God & Larry Ellison

ლარი ელისონი, კომპანია Oracle-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი - ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ორიგინალური, ექსცენტრიკოსი, რომელიც, როგორც ბილ გეითსი, არ ერიდება ინტერვიუ მისცეს „პლეიბოის“. მამამისი რუსეთიდან იყო წარმოშობით და ლარი ხშირად მაიკროსოფტში წარმოებულ პოლიტიკას ადარებს იმას, რაც იყო საბჭოთა კავშირში: „კონკურენციის არარსებობა იწვევს მაღალ ფასებს და ხარისხის ვარდნას“. ლარი ელისონის ბიოგრაფია დასათაურებულია ასე: „რითი განსხვავდება ღმერთი ლარი ელისონისაგან“.

დედის სახელი - ფლორანს სპელმანი - მან პირველად 48 წლის ასაკში გაიგო. 19 წლის გოგონამ წამიერი სიყვარულის ნაყოფი დეიდას მიუგდო. ლილიან და ლუის ელისონებმა იშვილეს ახალშობილი.

სკოლაში ლარი არაჩვეულებრივ მათემატიკურ ნიჭს ავლენდა. ბრწყინვალედ ისწავლა ორი წელი ილინოისის შტატის უნივერსიტეტში, მაგრამ ამ დროს გარდაიცვალა დედინაცვალი და გამოცდებისათვის აღარავის ეცალა. მერე ერთი სემესტრი გაატარა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, სადაც პირველად ჰქონდა შეხება კომპიუტერულ მეცნიერებებთან, მაგრამ საობოლოოდ მიატოვა იგი და კალიფორნიაში წავიდა.

ახალ ადგილზე დამკვიდრების შემდგომ დაიწყო ფორტრანზე პატარ-პატარა პროგრამების წერა. ნელ-ნელა ემატებოდა გამოცდილება, იბმეოდა კავშირები და ნაცნობობები კომპიუტერულ სამყაროში. კითულობდა სპეციალურ კომპიუტერულ ლიტერატურას. და 12 წლიანი ლოდინის შემდეგ, 1977 წელს, მან ორ სხვა მეგობართან, ბობ მაიერთან და ედ ოუტსთან ერთად დააფუძნა კომპანია Software Development Laboratories (მოგვიანებით სახელი შეუცვალეს Relational Software Inc-ზე). ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის ბიძგი გახლდათ ედგარ კოდის, IBM-ის დეველოპერის სტატია, რომელშიც მოთხრობილი იყო უნივერსალური მონაცემთა ბაზების შექმნის შესახებ, რომლებსაც ფუნქციონირება შეუძლიათ ნებისმიერ გამოთვლით მანქანაზე.

უნდა ითქვას, რომ მონაცემთა ბაზები ამ დროისათვის უკვე არსებობდენენ დიდი ხანია. თუმცა ისინი ძალიან შორს იყვნენ დასრულებული პროდუქტისაგან. ყოველი კომპანია, რომელიც კომპიუტერებს უშვებდა, აგრეთვე ამზადებდა საკუთარი წარმოების მონაცემთა ბაზებსაც და მათი გამოყენება სხვა ტიპის კომპიუტერზე შეუძლებელი იყო.

ელისონმა გადაწყვიტაგამოეშვა უნივერსალური და მარტივი მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა, რისთვისაც საწყის სისტემად აირჩია მინი-კომპიუტერი PDP-11. რელაციური System R-ის გავრცელების არეალი შემოიფარგლებოდა IBM-ის წარმოების მონსტრი მაინფრეიმებით, რომელთა ზომა ოთახზე ნაკლები არ იყო. ლარის სტრატეგია დამყარებული იყო იმაზე, რომ მისი პროდუქტი მაქსიმალურად ეფექტურად უნდა მუშაობდეს ნებისმიერ კომპიუტერზე, ინფორმაციის ნებისმიერი სახის ნაკრებთან - ქარხნული სპეციფიკაციები, საშტატო განრიგები, სავაჭრო ხელშეკრულებები, ასტრონომული დაკვირვებების ბანკები, სადაზვერვო მონაცემები...

ამერიკულ დაზვერვასთან ლარის დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს: თავისი კორპორაციის სახელიც (Oracle) კი დაკავშირებულია პროექტთან, რომელსაც ამუშავებდა CIA. მისგან განსხვავებით, მონაცემთა ბაზის Oracle-ის მორჯულება მოხერხდა და CIA-ს დარწმუნებაც, რომ ეს სწორედ ისაა, რაც მათ სჭირდებათ. დარწმუნების ხერხი ლარი ელისონის ფრიად ძლიერი მხარეა. ჯერ ერთი, მას უძლიერესი ქარიზმა აქვს. მეორეც - მას შესანიშნავი სამსახიობო ნიჭი აქვს. ახალი პროდუქტების პრეზენტაცია მას შეუძლია გადააქციოს არაჩვეულებრივ სანახაობად.

აი ასეთი პრეზენტაციი ერთ-ერთი მაგალითი. უზარმაზარ მონიტორზე ჩნდება ლარი ელისონის შთამბეჭდავი გამოსახულება. ოცდაათი წამის მერე ის თვით შემოვარდება სცენაზე. პერსონალური კომპიუტერების პრინციპიალური მოწინააღმდეგე, ის ამბობს, რომ ახლა გაუშვებს კომპიუტერში პრეზენტაციას. მივარდება საცოდავ კომპიუტერს და ვითომ შემთხვევით ხელს წაკრავს მას. კომპიუტერი ვარდება იატაკზე, ასდის ბოლი, მასში რაღაც ფეთქდება. ყველაფერ ამას წანემძღვარება ლარის კომიკური მიმიკები. მერე ლარის „ახსენდება“, რომ მას საბედნიეროდ მოასწრო ფაილების გადატანა სერვერზე, რომელსაც რათქმუნდა არაფერი მოუვა. ყველაფერი მხიარულად არის ნაჩვენები, თანაც თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად.

პოპულარული მონაცემთა ბაზების სისტემა ბაზარზე ჩვეულებრივ კი არ გამოვიდა, არამედ პატარა ხრიკით: პირდაპირ მე-2 ვერსია, ჩათვალეს, რომ Oracle 1 არასოლიდურად ჟღერს. სახელმწიფო სტრუქტურებს ახალბედები არ უყვართ. CIA-სთან ხელშეკრულება ელისონმა ფართოდ გამოიყენა სარეკლამო მიზნით: „ჩვენი პროდუქტი იცავს აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებს!“ შედეგად 1980 წელს გაყიდვებმა 1 მილიონ დოლარს მიაღწია. პროგრამა IBM-მაც კი იყიდა თავისი მეინფრემისთვის S/370. ხოლო Oracle 3-ის გამოსვლამ ბაზარზე აჟიოტაჟი გამოიწვია. და 1983 წელს კომპანიას გადაერქვა სახელი და Oracle Corporation-ი დაერქვა.

კომპანია სწრაფად ფართოვდებოდა: 8 უძველეს თანამშრომლის გვერდით უკვე 400-ზე მეტი ახალბედა ჩაერთო საქმეში, ძირითადად გაყიდვების მენეჯერები. გაყიდვები კიდევ სულ მატულობდა. მალე კორპორაციის კაპიტალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ხოლო 1986 წელს ლარი ელისონი 185 მილიონიანი ქონებით ჟურნალ Forbes-ში მოხვდა. მანდ აგრეთვე პირველად გამოჩნდა ბილ გეითსი, რომელსაც 315 მილიონი ჰქონდა. მათ დღემდე ასე ეძახიან - „პირველი პროგრამული მილიონერები“. ელისონი მთელი ცხოვრება ცდილობს დაეწიოს გეითს, რომლისადმი ზიზღს არკ კი მალავს. ერთხელ თავის რეაქტიულ გამანადგურებელში ჩაჯდა და საშინელი ხმაურით გადაუფრონა ბილის სახლს. თუმცა უცნობია ბილი სახლში იყო, თუ არა.

ზოგჯერ ელისონი ახერხებს გადაუსწროს გეითს - 2000 წელს ის ყველაზე წარმატებული CEO (აღმასრულებელი დირექტორი) გახდა და ერთი წლის განმავლობაში საკუთარი კაპიტალი 3,9 მილიარდი დოლარით გაზარდა 48 მილიარდამდე. ეს იმის გამო მოხდა, რომ Oracle-ი უზუმოდ გაიზარდა ინტერნეტ-ვაჭრობის გამო. გეითსმა კი ანტიმონოპოლური სასამართლო პროცესის გამო 10 მილიარდი დაკარგა.

Oracle Corporation-ის განვითარება არ იყო მუდმივად მზარდი. 1990 წელს კომპანიის საბაზრო ღირებულება უცაბედად დაეცა 80%-ით. საგანგაშო სიტუაცია შეიქნა, რასაც შეიძლება გაკოტრება მოყოლოდა. ელისონმა ოპერატიული და ხისტი რეაგირება მოახდინა, რომ არა ვთქვათ სასტიკი. დაითხოვა 400 თანამშრომელი, პერსონალის 10%. და აგრეთვე ტოპ-მენეჯმენტი თითქმის მთლიანად, ის ხალხი ვინც მის გვერდით თითქმის 10 წელი ერთად შრომობდა.გამონაკლისი გახლდათ ბობ მაინერი, ნიჭიერი პროგრამისიტი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი. როდესაც ის გარდაიცვალა 90-იანი წლების შუაში, ელისონმა იგრძნო, რომ მისთვის და კომპანიისათვის ეს დიდი დანაკლისი იყო.

ლარი თავს არ იმართლებდა. მან უბრალოდ ახსნა სიატუაცია. „ჩვენ ვიყავით ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია კომპიუტერულ ინდუსტრიაში, - განაცხადა მან. – ჩვენ მივაღწიეთ მილიარდიან შემოსავალს, მაგრამ შევეჩეხეთ პრაქტიკულად გადაუჭრელ პრობლემებს მართვაში. საქმე იმაშია, რომ ხალხი, რომელიც მარტავდა მილიარდიან კომპანიას, ისეთივენი დარჩნენ, როგორც მაშინ, როდესაც კომპანია 15 მილიონი ღირდა. მე უდიდესი მადლიერების გღძნობას განვიცდიდი მათთდამი, ვინც ჩემს გვერდით მუშაობდა. მაგრამ მე სხვა არჩევანი არ მოქნდა. მე უნდა გამენთავისუფლებინა ისინი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია შეწყვეტდა არსებობას. მე პასუხისმგებლობას ვგრძნობდი პირველ რიგში მთელი კომპანიის, პერსონალის, აქციონერების და კლიენტების მიმართ“.

აყვანილი იქნენ ახალი მმართველები, რომლებსაც გამოცდილება ჰქონდათ გიგანტური კომპანიების მართვაში. და ცოტა ხნის მშემდეგ Oracle-ი კვლავ დაუბრუნდა ძველ სიმაღლეებს. მაგრამ არც ამის მერე არ რალატობდა ელისონი პრინციპს: „საქმე ხალხზე მნიშვნელოვანია“.

პროგრამული პროდუქტების ბაზარზე Oracle-ი გაყიდბვებით მეორე ადგილს იკავებს Microsoft-ის შემდეგ. თუმცა მონაცემტა ბაზების სეგმენტში ის უდაო ლიდერია - მას ეკუთვნის ბაზრის 61%. და ამ პოზიციაზე ის უკვე 20 წელზე მეტი ხანია რაც არის. ელისონმა ერთ-ერთმა პირველმა შენიშნა ახლად ჩამოყალიბებული ინტერნეტ-ბაზრის პერსპექტივები და წინასწარ ჩადო მისი მხარდაჭერა თავის პროდუქტებში. შედეგად მან ბაზრის საკმაოდ კარგი ლუკმა ჩაიგდო ხელში.

კორპორაციის განვითარება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კომპანიისა, შეგვიძლია შევადაროთ გალაქტიკის წარმოქმნის მექანიზმს. ჯერ ხდება დაგროვილი ინტელექტუალური და სამეწარმეო ენერგიის აფეთქება, რომელიც სწრაფად ფართოვდება და იპყრობს ბაზარს. დროთა განმავლობაში ენერგიის სიკვრივე იკლებს და გაფართოება ნელდება. თუმცა ელისონი დღემდე უზურნველყოფს უზარმაზარ შინაგან წნევას და სტაგნაციაზე ლაპარაკიც არაა. იკავებს რა მოწინავე პოზიციას მონაცემტა ბაზების სეგმენტში, ის აქტიურად იპყრობს კორპორატიული პროგრამული უზუნველყოფის ERP, CRM და სხვა „მძიმე პროდუქტების“ ბაზარს.

თანაც როგორც ყოველთვის, ის საკმაოდ ხისტად მოქმედებს. ბილ გეითსმა ხისტად მიაბა თავისი ოს-ის გაყიდვები კომპიუტერების გაყიდვებს, ხოლო ელისონმა თავისი პროგრამული უზრუნველყოფისა თავის მონაცემტა ბაზებთან.

აი ასე ვითარდებოდა ამბები. Oracle-ის СЕО ხმამაღალი განცხადებით გამოვიდა: პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარი გადაჭედილია მოთამაშეებით, რომელთა დიდი ნაწილი უნდა წავიდეს ბაზრიდან. გადარჩებიან მხოლოდ გიგანტები, ისეთი როგორიცაა Microsoft-ი, Oracle-ი, Hewlett-Packard-ი, Sun-ი და SAP-ი. გიგნტები შეიძენენ საშუალო კომპანიებს. ხოლო „წვრილფეხობა“ საერთოდ აორთქლდება. და შემდეგ: „ჩვენ გვჭირდება სპეციალისტები, კლიენტები და საშუალო კომპანიების ფული“.

პირველი მსხვერპლი იყო PeopleSoft-ი. 2004 წლის ბოლოს 10.3 მილიარდ დოლარად ლარიმ ის „დაითრია“. მას ეს კომპანია სჭირდებოდა მისი ბაზრიდან გაგდების მიზნით. მან მხოლოდ მოწინავე სპეციალისტები დატოვა ხოლო ყველა დანარჩენს ნაგავსაყრელზე გადაუძახა.

შემდეგ მას მოყვა კიდევ რამდენიმე გაერთიანება, რაც ელისონს კიდევ 15 მილიარდი დაუჯდა. და ბოლოს ამ წლის თებერვალში შეიძინა კომპანია BEA 8,9 მილიარდ დოლარად. ამ ყველაფრის მიზანი იყო ბაზრის ლიდერების დაწევა და გადასწრება. პირველ რიგში გერმანული კომპანიის SAP-ის. დაწევა გამოვიდა, გადასწრება - ჯერ-ჯერობით ვერა. SAP-ის პრეზიდენტი ჰენინგ კაგერმანი ამას ხსნის იმით, რომ ელისონი მთლიანად არაა მართალი, როდესაც ბაზრის გაჯერებაზე საუბრობს. ყველა ნიშა ჯერ არ არის დაკავებული. SAP-ი ყოველშემთხვევაში ახერხებს იპოვნოს და შეავსოს ასეთი ნიშები.

ელისონისათვის ეს უკვე დეტალებია. ბიზნესში ის ირჩევს აგრესიულ სტრატეგიას. ასეთია მისი ნატურა მას არ შეუძლია რისკის, კონკურენტებთან ბრძოლოს გარეშე. ელისონი არაჩვეულებრივი სპორტსმენია, იახტსმენი. მის სპორტულ ნადავლს შორისაა პრესტიჟულ რეგატაში გამარჯვება 1998 წელს. ის მართავს გამანადგურებელ სამხედრო თვითმფრინავს. მის ავტოფარეხში სპორტული ბოლიდიცაა, რომელიც მონაწილეობას იღებდა Formula 1-ში. მას მძაფრი შეგრძნებები უყვარს, ეს მას ეხმარება ბიზნესში, სადაც სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების შედეგად არის მხოლოდ წარმატების მიღწევა შესაძლებელი.

გინდათ 64-ბიტიანი ბირთვი? ჯერ ყურადრებით დააკვირდით ამ სურათს:

Mac Booting
Mac Booting

ხედავთ ამ სიაში თქვენს მაკს? ვერ ხედავთ? ცუდია!

იმიტომ, რომ მარკუს ვინტერის ინფორმაციით, მხოლოდ იმ კომპიუტერებს, რომლებიც აქ არის ჩამოთვლილი, შეეძლებათ ბირთვის 64-ბიტიან რეჟიმში ჩატვირთვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროცესორიც და EFI-ც მათთან ჩანს როგორც 64-ბიტიანის რეჟიმის მხარდამჭერნი.

64 Bit
Snow Leopard

ბოლო დროს ქსელში დიდი გაურკვევლობაა იმასთან დაკავშირებით, თუ ირბისის რომელი ნაწილი მუშაობს 64-ბიტიან რეჟიმში და რომელი - 32-ბიტიანში. წერენ , რომ ირბისში მაკების უმრავლესობა იტვირთება 32 ბიტიან რეჟიმში და თუ როგორი საშინელებაა ეს მთელი კაცობრიობისათვის. ამის გარდა, მაკების ბევრი მოდელის EFI (Extensible Firmware Interface, BIOS-ის ანალოგი), არ უზრუნველყოფს 64-ბიტიან რეჟიმს.

ამ ყველაფერს არეულობა შეაქვს მომხმარებელთა ტვინებში და იწვევს უმარავი კითხვის გაჩენას ეფლის მიერ განცხადებული 64 ბიტიას შესახებ, მაგალითად: „რა, სინამდვილეში არა აქვთ ეს 64-ბიტი?“, „და მე ეს რაში გამომადგება?“ და ა.შ. ის ფაქტი, რომ კომპიუტერის ჩატვირთვისას ღილაკებზე „6“ და „4“ დაჭერით შესაძლებელი ხდება ბირთვის 64-ბიტიან რეჟიმში ჩატვირთვა, კიდევ უფრო აბნევს ხალხს - გაუგებარია, რატომ არ ჩართო ეს რეჟიმი ეფლმა ნაგულისხმევად. ეს პატარა სტატია იმედია გაგარკვევთ ამ საკითხში.

პროცესორი და ბირთვი

როდესაც ეფლი ამბობს იმაზე, რომ ირბისი სრულიად მხარს უჭერს 64-ბიტიან რეჟიმს, კომპანია ამაში გულისხმობს, რომ თითქმის ყველა აპლიკაცია, რომელიც ოს-ს მოყვება, გადაწერილი იქნა ამ რეჟიმში სამუშაოდ. და აი რატომაა ეს კარგი: ჯერ ერთი, 64 ბიტიანი გამოთვლები საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ გჭირდებათ 4 გბ მეტი ოპერატიული მეხსიერების გამოყენება. მეორეც, პროგრამების 64-ბიტიან რეჟიმში მუშაობისას წარმოიქნება წარმადობის განსაზღვრული მატება. ინეტლის პროცესორები, რომლებიც თქვენს მაკებშია, შეიცავენ ჩადგმულ მათემატიკურ ოპერაციებს, რომლებიც ამ რეჟიმში უკეთ მუშაობენ. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ამოცანა, სადაც ინტენსიურად გამოიყენება მათემატიკური ოპერაციები, უკეთ და სწრაფად იმუშავებს.

თუ თქვენს მაკში პროცესორი არის Intel Core 2 Duo ანდა Intel Xeon, თქვენი მაკი მხარს უჭერს 64-ბიტიან რეჟიმს. და აპლიკაციებიც ამ რეჟიმში იმშავებენ, მიუხედავად იმისა, თუ რა რეჟიმშია გაშვებული ბირთვი, 32 თუ 64 ბიტი. ბირთვის 64-ბიტიან რეჟიმში გაშვების ერთადერთი უპირატესობა გახლავთ 32 გბ-ზე მეტი ოპერატიული მეხსიერების გამოყენება.

აპლიკაციებს, რომლებიც ირბისში იმუშავებენ, შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ 16 ეგზაბაიტი (1 EB = 1024 პეტაბაიტი) ვირტუალური მეხსიერება ზუსტად ისევე, როგორც მათ ემუშავათ 64-ბიტიან რეჟიმში. შედეგად სხვაობა ბირთვის ჩატვირთვის რეჟიმებს შორის პრაქტიკულად არ არსებობს.

არსებობს მოსაზრება რომ ირბისის შემდგომ ვერსიებში 64-ბიტიან რეჟიში ბირთვის ჩატვირთვა ნაგულისხმევად იქნება ჩართული.

EFI

მაგრამ ეს ყველაფერი არაა. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი ბირთვის 64-ბიტიან რეჟიმში გაშვებისათვის გახლავთ EFI, რომელიც უზრუნველყოფს 64 ბიტს. ამის გასაგებათ ტერმინალში აკრიფეთ:

ioreg -l -p IODeviceTree | grep firmware-abi

შედეგად მიიღებთ ან „EFI32“ ან „EFI64“ - ვფიქრობ გასაგებია რასაც ნიშნავს ეს. თუ არ გაგიმართლა და მიიღეთ EFI32 - ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ბირთვი ვერ ჩაიტვირთება ამ რეჟიში, მაგრამ აპლიკაციები იმუშავებენ 64-ბიტიან რეჟიმში.

მთავარი კითხვა, რომელიც ჩნდება - „რატომ?“, იმ გაგებით, თუ რატომ მოაწყო ეფლმა ასეთი აურზაური ამ საკითხთან დაკავშირებით. პასუხი ამ კითხვაზე შემდეგია, ჯერ-ჯერობით ბირთვის ყველა kext-ი (kernel extension, იგივე დრაივერები) არ არის გადატანილი 64 ბიტზე ამიტომაც ეფლმა ბირთვის ჩატვირთვა 32 ბიტზე დააყენა ყოველი შემთხვევისათვის. ამის გარდა, როგორც უკვე ზემოთ გავარკვიეთ, აპლიკაციებისათვის მნიშვნელობა არა აქვს ამ პრობლემას, ამიტომაც თქვენც ნუ მიაქცევთ ყურადღებას.

განსაკუთრებით ცნობისმოყვარეთათვის არსებობს პროგრამა 32- or 64-bit Kernel Startup Mode Selector, რომელიც არა მარტო გაჩვენებთ, თუ რისი მხარდაჭერა აქვს კომპიუტერს, არამედ სურვილის შემთხვევაში ჩატვირთავს მას სასურველ რეჟიში.

ამ და ამ მასალებზე დაყრდნობით