Skip to content

2

მოკლედ, გუშინ დამიმთავრდა შვებულება და სამსახურში ყელამდე ჩავეფალი მუშაობაში :( სანამ ცოტა ფორმაში მოვალ, ასე ვთქვათ ცოტა მოთელვა გავიაროთ.

Joy of Tech კვლავ გვახარებს სასაცილო კომიქსებით:

If Woz Run Apple
If Woz Run Apple
Buy Snow Leopard
Buy Snow Leopard

მეგობრებო, როგორც უკვე ყველამ იცით, გუშინ განხორციელდა მასირებული შეტევა რამდენიმე პორტალზე. კერძოდ google-ზე და facebook-ზე, ამის გარდა Twitter-ზეც. პირველმა ორმა გაიშლო შეტევას, ხოლო ტვიტერი დაწვა და კარგა ხნით გათიშლი იყო. დღეს ფორუმზე ვნახე თემა, რომელშიც მოთხრობილია ამ შეტევის შესახებ. გაზეთ Guardian-ს გამოუქვეყნებია სტატია: http://www.guardian.co.uk/technology/2009/...-georgia-cyxymu როგორც ამ სტატიიდან ირკვევა, შეტევები მიმართული იყო ინტერნეტ-მომხმარებლის cyxymu-ს წინააღმდეგ, რომელიც უკვე მრავალი წელია საინფორმაციო ომს აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ.

ეს მისი ბლოგია: cyxymu.livejournal.com

ეს ტვიტერის ანგარიში: http://twitter.com/cyxymu

ეს კიდევ ფეისბუკის გვერდი: http://www.facebook.com/cyxymu

და ესეც იუთუბის არხი: http://www.youtube.com/user/Cyxymu

როგორც ხედავთ ამ ერთმა კაცმა მაგრად აუშალა ნერვები რუსებს. ისე, რომ უზარმაზარი ენერგია დახარჯეს გიგანტური პორტალების გასათიშად!

რა ხდება მაშინ, როდესაც შენი მტრის მტერი აღარ არის მეგობარი? მას კარიდან აგდებენ, რაც გააკეთა სტივ ჯობსმა გუგლის გენერალური დირექტორის ერიკ შმიდტის მიმართებაში. ეფლის და გუგლის კავშირი დამყარებული იყო ორივეს მაიკროსოფტისადმი სიძულვილზე. ახლა როგორც სჩანს, ამ კავშირის დასასრული დადგა, ვინაიდან კომპანიები ერთმანეთისადმი გრძნობენ სიძულვილს. გუგლი დღეს - იმდენად მაიკროსოფტის მტერი კი არ არის, არამედ კომპიუტერების მოძველებული კონცეფციისა, სადაც კავშირში მოწყობილობა-პროგრამები დომინირებს გამოთვლითი მანქანა. ხოლო ეფლი და მაიკროსოფტი ზუსტად ამ კონცეფციას განასახიერებენ.

ეს სიახლე გამოჩნდა კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის მიერ iPhone App Store-ის გამოძიების შედეგების შემდეგ. ძიების საგანს ფორმალურად წარმოადგენს ეფლის უარი განათავსოს აღნიშნულ მაღაზიაში აპლიკაცია Google Voice-ი, თუმცა უფრო მეტად ეს ძიება ეხება მაღაზიაში აპლიკაციების მიღების უცნაურ წესებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პარასკევს საღამოს გუგლმა ეფლს თავს დაატეხა ფედერალური კომისიის გამოძება, ხოლო ორშაბათ დილით შმიდტი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ ამ ორ მოვლენას შორის არ არის კავშირი. პრესისთვის გავრცელებულ ოფიციალურ შეტყობინებაში რაღათქმაუნდა არ ფიგურირებს გამოძიება (ეს კიდევ ერთი მაპროვოცირებელი მომენტი იქნებოდა ფედერალური კომისიისთვის). ამის მაგივრად სტივ ჯობსი იძახის, რომ გუგლის სურვილი გავიდეს მობილური და სამაგიდე ოპერაციული სისტემების ბაზარზე წარმოადგჰენს ინტერესთა კონფლიკტს ერიკ შმიდტისათვის. ამიტომ შმიდტი იძულებული გახდა წასულიყო. შეტყობინებაშ აგრეთვე ნათქვამია, რომ ორივე მხარე „ერთიან აზრამდე“ მივიდა (შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს საუბარი. ჯობსი: „შენ უნდა გადადგე“. შმიდტი: „კარგი, მაგრამ შეიძლება ვიტყვი, რომ ეს ჩემი იდეა იყო?“).

თუმცა არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი (იქნებ პირიქით, შმიდტი უმტკიცებდა ჯობს, რომ ორ კომპანიას უკვე ბევრი საერთო აქვს), საინტერესო ისაა, თუ რამ გამოიწვია ამ ხალხის კონფლიქტი? თუ მიზეზი სხვა რამეშია, მაშინ ეფლისათვის ფედერალური კომისიის გამოძიება პირველი გაფრთხილებაა. მან მკაფიოდ აგრძნობინა, რომ როდესაც საკითხი ეხება მობილური ქსელების განვითარებას, გუგლი ბარიკედების სხვა მხარეზე დგას. გუგლს უნდა, რომ მობილური ქსელები გახსნილი იყოს, ისევე როგორც ინტერნეტი. მათი სტრატეგია მობილური სფეროში დამყარებულია ყველა აპლიკაციასთან, მოწყობილობასთან და სერვისთან თავისუფალ წვდომაზე, ვინაიდან ეს საშუალებას იძლევა შეიქმნას დიდი ცოცხალი საძიებო ქსელი.

ეფლის, როგორც ცნობილია, არ ისწრაფვის გახსნილობისაკენ და არც არასდოს ქონია ამის სურვილი. მაგალითად აიფონის ყოველი აპლიკაცია (ამ ეტაპზე დაახლოებით 50000 ცალი) ცალ-ცალკე უნდა იყოს მოწონებული. ეს სხვაობა საკითხისადმი მიდგომაში არ იგრძნობოდა მანამ, სანამ გუგლმა არ დაიწყო საკუტარი ნაბიჯების გადადგმა მობილურ ბაზარზე. შმიდტი იძულებული იყო აერჩია გუგლი. ეს მისი ვალდებულება იყო, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორისა. უთანხმოების მაშტაბი მობილურ საკითხებში კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში. და ალბათ ამის ყველაფერის გათვალისწინებით ჯობსი მიხვდა, რომ შმიდტის ეფექტურობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან, კონკურენციის ზრდასთან ერთად, შმიდტის ყოფნა ეფლის დირექტორთა საბჭოში სულ უფრო მეტად იწვევდა ანტიმონოპოლურ შეკითხვებს ვაჭრობის ფედერალურ კომისიაში.

შმიდტი უნდა წავიდეს. ამა მარტო ფედერალური კომისიის გარშემო ატეხილი ხმაურის გამო. არამედ კიდევ იმიტომ, რომ გუგლს თავისი გეგემები აქვს, რომლებსაც დაძაბულობა შეაქვთ ორი კომპანიის ურთიერთობაში. გუგლის სურვილია გადავიდეს სტაციონალური გამოთვლითი მოწყობილობიდან ვებ-აპლიკაციებზე, რომელბიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მოწყობილობიდან. მათ სურთ ოპერაციული სისტემის ქსელით შეცვლა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.

ხოლო ეფლისათვის ეს იდეები კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე მაიკროსოფტისათვის.