სტივ ჯობსის კარიერის ათი მომენტი

პიროვნების როლი ისტორიაში, როგორც ცნობილია, დიდია, ხოლო ჯობსის როლი ეფლის ისტორიაში უბრალოდ უზარმაზარია. ამიტომ დღეს მინდა მოგიყვეთ სტივის ისტორია 10 საკვანძო მომენტის მაგალითზე.

1. ვოზი და Apple II

როდესაც სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა თავისი პირველი კომერციულად წარმატებული კომპიუტერების Apple II-ის გაყიდვა დაიწყეს, გაგანია 1977 წლის საფხული იყო.

ვოზნიაკი ელექტრონული სქემებით და პროგრამებით იყო დაკავებული, ხოლო მთავარ მარკეტინგულ გადაწყვეტილებებს ჯობსი იღებდა. მას ეკუთვნის ერთიანი კომპიუტერის იდეა, კომპანიისათვის ხილის სახელის დარქმევა, პლასტიკური კორპუსის შემუშავება, ვენჩურული ფონდების მოწვევა, ძლიერი PR-ის სპეციალისტების დაქირავება, რეკლამაზე უამრავი ფულის დახარჯვა და Apple II-ის პოზიციონირება როგორც „პერსონალური კომპიუტერი“.

როდესაც კონვეიერიდან ბოლო Apple II-ი ჩამოვიდა 1983 წელს, ეფლმა მოასწრო 6 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვა და საჯარო კომპანიად გადაქცევა, ხოლო ორი სტივი მილიონერი გახდა.

2. უფროსი ძმა და Mac-ი

1984 წლის იანვარში ტელევიზორების ეკრანებზე მხოლოდ ერთხელ გამოვიდა რიდლი სკოტის სახელგანთქმული სარეკლამო რგოლი მაკინტოშზე, ის ტექნიკური სიახლეების მარკეტინგის საკვანძო მომენტი გახდა.

ხოლო თვითონ Macintosh-ი გახდა 5 წლიანი ნაყოფიერი შრომის ღირსეული შედეგი. ავადსახსენებელ კომპიუტერში Lisa, ჯობსმა პირველად დანერგა რევოლუციური იდეები Xerox-იდან ინტერფეისის გამარტივების მიმართულებით, დაამატა მაუსი და „ფანჯრებიანი“ ოპერაციული სისტემა. მაგრამ როდესაც მან დაინახა, თუ რითია დაკავებული Macintosh-ის გუნდი, მანდ ხელთ იპყრო პროექტის კონტროლი, გადავიდა ახალ შენობაში და „მხიარული როჯერი“ გაიხადა ბაირაღად. „ჯობია მეკობრე იყო, ვიდრე მსახურობდე საზღვაო ფლოტში“ – უყვარდა სტივს ამ სიტყვების გამეორება.

კაცი ეკრანიდან სარეკლამო რგოლში განასახიერებდა IBM-ის და Microsoft-ის კავშირს, რომლებიც მაშნ გაერთიანდნენ ეფლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ხოლო მძლეოსანი ქალი, რომელიც ჩაქუჩს ესვრის უფროსი ძმის გამოსახულებას, როგორც სჩანს, თვითონ სტივ ჯობსია.

3. ჯონ სქალის ჯანყი

ჯობს ესმოდა, რომ Apple-ს ესაჭიროება ზრდასრული ხედვა გევრდიდან. ამიტომ 1983 წელს მან დაიქირავა ჯონ სქალი (John Sculley), მარკეტინგის გენიოსი, Pepsi-ს სარეკლამო კამპანიის ავტორი. მან სიტყვასიტყვით ასეთი რამე უთხრა: „შენ სისცოცხლის ბოლომდე აპირებ ტკბილი წყლის გაყიდვას, თუ გსურს მიიღო მსოფლიოს შეცვლის შანსი?“

ყოველი მათგანი თვლიდა, რომ მეორესაგან ბევრს ისწავლიდა. მაგრამ მაკების გაყიდვებმა იკლო, ჯობსს ხასიათი გაუფუჭდა და ჯაჯაღანა გახდა. მას გაუფუჭდა უერთიერთობა სქალისთან. უთანხმოება გადამწყვეტ სტადიაში დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე შევიდა, სადაც ისინი 24 საათის განმავლობაში ცდილობდნენ ერთმანეთის კომპანიიდან გაგდებას. ბოლო-ბოლო დირექტორთა საბჭომ სქალის მხარე დაიჭირა. ჯობსი ჩამოაშორეს მნიშვნელოვან საქმეებს და სხვა შენობაში გადაიყვანეს, რომელსაც მან მოგვიანებით ციმბირი უწოდა. ხუთი თვის მერე სტივმა დატოვა კომპანია.

4. NeXT-ის წლები

1985-1996

ჯობსმა დატოვა ეფლი რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ოცნებით შეექმნა საუნივერსიტეტო სამუშაო სადგური, რომელიც საკმაოდ მძლავრი იქნებოდა, რათა შეძლებოდა დნმ-ის რეკომბინაციის ხელახალი შექმნა და საკამოდ იაფი იმისათვის, რომ სტუდენტებს შეძლებოდათ მისი საერთო საცხოვრებლის ოთახებში დადგმა.

ტეხასელი მილიარდელის, როს პეროსაგან (Ross Perot) მიღებული დაფინანსებით ჯობსის გუნდმა შექმნა შავი მბრწყინავი შავი კუბი, რომელმაც მრავალი აპლოდისმენტი დაიმსახურა ისეთი მომხმარებლებისაგან, როგოიცაა ტიმ ბერნ-ლი (Tim Berners-Lee), ინტერნეტის მამისაგან. მაგრამ 10 000 დოლარად შეფასებულ კომპიუტერს ბევრი მომხმარებელი არ გამოუჩნდა და გაყიდული მოწყობილობების რიცხვმა მხოლოდ 50 000 ცალი შეადგინა.

1993 წელს ჯობსმა მიიღო გადაწყვეტილება: თავი ანებოს აპარატურული ნაწილის წარმოებას და მხოლოდ ოპერაციული სისტემა NeXTSTEP-ი გაყიდოს. ეს სწორედ ის ოს-ის, რომლის საფუძველზეც შეიქმენა მომავალში Mac OS X-ი.

5. Pixar-ი და Disney

ეფლიდან წასვლის შემდეგ, ცოტა ხანში ჯობსმა თავის ცხორებაში ფრიად სარფიანი გარიგება დადო. 5 მილიონ დოლარად შეიძინა ჯორჯ ლუკასის კომპანია უხნაური სახელით Industrial Light and Magic Computer Division, იგივე ILM-ი, რომელსაც მოგვიანებით ახალი სახელი შეურჩიეს – Pixar-ი.

დაინახა რა ოქროს მთები სამგანზომილებიანი ანიმაციის დარგში, სტივმა დააჯერა თავისი ახალი თანამშრომელბი მიეცათ მისთვის აქციების პაკეტები და სანაცვლოდ მისი პირადი პატრონაჟისა კომპანიაზე. „სათამაშოების ისტორიის“ თავბრუდამსხმელი ისტორიის შემდეგ, 1995 წელს მან აქციების ემისია განახორციელა, რის შედეგადაც პირველად გახდა მილიარდელი. 2006 წლის 24 იანვარს ჯობსმა მიყიდა პიქსარი 7.4 მილიარდ დოლარად დისნეის კომპანიას, რის შემდეგაც დისნეის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა და საკუთრებაში სტუდიის აქციების 7% მიიღო.

6. უძღები შვილის დაბრუნება

ჯობსის წასვლის შემდეგ ეფლი დინებას მიყვებოდა, ქმნიდა კომპიუტერებს, მაგრამ სწრაფად კარგავდა ბაზრის წილს. ისე ჩანდა, რომ კომპანიას გაბანკროტება არ აცდებოდა, მაგრამ შემდეგ ეფლმა შეიძინა კომპანია NeXT-ი და მისი ოპერაციული სისტემა NeXTSTEP-ი, პლუს ამას ჯობსიც დაბრუნდა კომპანიაში. დირექტორთა საბჭოს, გაუცრუვდა რა იმედი ადრინდელ მენეჯერებზე, ძველი დირექტორი მოხსნა და მის მაგივრად ჯობსი დანიშნა მოვალეობის დროებით შემსრულებლად წლიურად სიმბოლური 1 დოლარის ანაზღაურებით.

ჯობსი გულანთებული იყო ეფლისათვის ადრინდელი მოგებების დაბრუნებით, ამიტომ მან დაიწყო რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება: მან დახურა რამდნეიმე დიდი პროექტი, Newton-ის, Cyberdog-ის და OpenDoc-ის ჩათვლით. მის მიერ აღმოჩენილი ნიჭიერი ბრიტანელი დიზაინერის ჯონათან აივის დახმარებით, ჯობსმა შეძლო მსოფლიოსათვის წარმოედგინა საოცარი პროდუქტები: ცისფერი iMac-ი, მანდარინისფერი iBook-ი და მინიმალისტური თეთრი iBook G3.

2000 წელს სტივ ჯობსმა თავისი თანამდებობიდან მოიხსნა „დროებითი“ სახელი და ხუმრობით თავის თავს Apple iCEO-ს უწოდებდა.

7. iPod-ი და მუსიკალური ინდუსტრია

იმ დროისათვის უკვე საკმაოდ გავრცელებული იყო მეკობრეობა, რომელიც ხმისჩამწერ კომპანიებს მოგებას ართმევდა. და მაშინ ჯობსმა პირველად წარმოუდგინა მსოფლიოს iPod-ი – 5 გიგაბაიტიანი MP3-დამკვრელი, რომელშიც 1000-მდე სიმღერა ეტეოდა. თავიდან გაყიდვები დიდად ვერ მიდიოდა, მაგრამ როდესაც ეფლმა შემდეგი წლის ზაფხულში წარმოადგინა Windows-თავსებადი აიპოდი (მანამდე მხოლოდ საკუთარ კომპიუტერებთან იყო თავსებადი), გაყიდვებმა ელვისუსწრაფესად მოიმატა.

როდესაც 2003 წელს გაიხსნა iTunes Music Store-ი, გაყიდვებმა კიდევ უფრო იმატა. მელომანებმა საშუალება მიიღეს იოლად და იაფად შეეძინათ 1 დოლარად ღირებული მუსიკები, ხოლო ხმისჩამწერმა კომპანიებმა როგორც იქნა შეძლეს გაყიდვებიდან საკუთარი წილის მიღება.

დღეს აიპოდში ეტევა დაახლოებით 200 000 კომპოზიცია, ხოლო iTunes Store 6 მილიარდი ჩამოტვირთვით ლიდერია მუსიკალური ინსდუსტრიის დარგში.

8. iPhone-ი ფიჭური კავშირგაბმულობა

„დღეს“, – წარმოთქვა ჯობსმა ცნობილ კონფერენციაზე 2007 წელს, – „ეფლმა ხელახლა გამოიგონა ტელეფონი“. მაშინ მან პირველად წარმოადგინა ფიჭური ტელეფონის, მუსიკალური დამკვრელის და პორტატული ინტერნეტ-მოწყობილობის სიმბიოზი, რომელიც გაყიდვაში ნახევარი წლის შემდეგ გამოვიდა. მაგრამ მომხმარებელები მის გამოსვლას ისე ელოდნენ, რომ ეფლის მაღაზიებში ხალხის ტევა აღარ იყო.

პირველ ვერსიას ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ჯობსის წინასწარმეტყველება ახდა სრულიად. სულ ორი მოდელი, მაგრამ 21 მილიონი გაყიდული მოწყობილობა და ის დეფაქტო სტანდარტი გახდა ბაზარზე, ხოლო სხვა მწარმოებლებმა სასწრაფო წესით დაიწყეს მისი შესაძლებლობების გადამღერება საკუთარ მოწყობილობებში.

კიდევ უფრო დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მდიდარმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ. დღეისათვის App Store-ში უკვე 60 000 აპლიკაციაა, ხოლო ჩამოტვირთვების რაოდენობამ მილიარდ ნახევარს გადააჭარბა.

9. ბრძოლა გადარჩენისათვის

2003 წლის ოქტომბერში, სტანდარტული გამოკვლევისას ექიმებმა ჯობს იშვიათი სახის, თუმცა საბედნიეროდ განკურნებადი სიმსივნე აღმოუჩინეს. 9 თვიანი უშედეგო ალტერნატიული მკურნალობის შემდეგ 2004 წლის ივლისის ბოლოს მას სიმსივნე ამოკვეთეს.

მიმართვაში, რომელიც სტივმა თანამშრომელბს გაუგზავნა, ნათქვამი იყო, რომ ის სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ 4 წლის შემდეგ მან კატასტროფულად დაიწყო წონის კარგვა. იანვარში გამოვიდა ეფლის ოფიციალური წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ სტივს „მსუბუქი ჰორმონალური დისბალანსი“ სჭირდა. თუმცა უკვე შემდეგ კვირას ჯობი იძულებული გახდა 6 თვიანი ბიულეტენი აეღო ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო.

ამა წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ჯობსმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გადაიტანა. ქალაქ მემფისის ექიმები ამბობენ, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი კარგად გრძნობს თავს.

10. დაბრუნება

სტივის არყოფნის პერიოდში კომპანიას მართავდა ტიმ კუკი და მან ეს კარაგად შეძლო, თუმცა ჯობსის დაბრუნების სიხარული ამას არ შეუმცირებია.

„სტივ ჯობსი დაბრუნდა სამსახურში“, – განაცხადა ეფლის მთავარმა წარმომადგენელმა სტივ დოულინგმა. – „ის ეფლში კვირაში რამდენიმე დღით მოდის, დანარჩენი დღეები დისტანციურად მუშაობს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ის დაბრუნდა“.

ჯობსი ივნისის ბოლოს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა კომპანიის მთავარ კორპუსში ის ჯერ კიდევ 10 ივნისს შენიშნეს. ტრადიციულად შავ მაისურში, ლურჯ ჯინსებში და ბოტასებში გამოწყობილი.

© Fortune


Comments

4 responses to “სტივ ჯობსის კარიერის ათი მომენტი”

  1. rino Avatar

    wow!ძალიან საინტერესო სტატიაა

    1. მადლობა, შევეცდები კიდევ მოგამარაგოთ საინტერესო სტატიებით :)

  2. კარგი სტატიაა ძალიან.

    მაგარი კაცია ჯობსი, ეფლი არ იქნებოდა დღეს ეფლი რომ არა ჯობსი. ამავე დროს წელს მგონი ჯობსის არყოფნისას ასევე უფრო გამყარდა აზრი რომ მიუხედავად ყველაფრისა ჯობსმა შექმნა ისეთი კომპანია რომელსაც მის გარეშედაც შეუძლია არსებობა და ეს ერთი კაცის კომპანია არ არის (რა თქმა უნდა 6 თვე არ არის დიდი დრო, თუმცა რაღაც რაღაცეები მაინც გამოიკვეთა).

    ისე სტატია წავიკითხე სადაც ეწერა რომ ამ ყველაფერთან ერთად ჯობსი მაინც რთულია პიროვნებაა, და თუ რამეს აიკვიატებს მისი გადარწმუნება შეუძლებელია.

    1. რთული? ურთულესი!
      ანჩხლი, ეჭვიანი, ღრძო, გულქვა. მოკლედ, ეპითეტები უამრავი აქვს და ყველა უარყოფით თითქმის.
      თანამშრომელბს ეშინიათ მისი.

      ხოლო ჩვენ, ფანებს, ის ძალიან გვიყვარს. მე ყოველშემთხვევაში უდიდეს პატივს ვცემ და მიყვარს :)