წერილი სტივს LSD-ს შემქმნელისაგან

სტივ ჯობს არასოდეს არ რცხვენოდა თავისი წარსულის. კერძოდ, სამოცდაათიან წლებში აქტიურად იღებდა ჰალუცინოგენებს და ამ დროს აცხადებდა, რომ ლსდ-თი გატაცება იყო „იმ ორ თუ სამ უმნიშვნელოვანეს საკითხთა შორის, რაც მის ცხოვრებაში მომხდარა“. შესაძლოა ამიტომაც ლსდ-ს გამომგონებელმა, ალბერტ ჰოფმანმა (Albert Hofmann) სიბერის ჟამს გადაწყვიტა წერილი მიეწერა ეფლის გენერალური დირექტორისათვის თხოვნით ჩადოს ცოტაოდენი ფული ამ პრეპარატის ფქსიქოთერაპევტიული თვისებების კვლევის პროექტში.

მარცხნივ — ალბერტ ჰოფმანი, მარჯვნივ — სტივ ჯობსი.
მარცხნივ — ალბერტ ჰოფმანი, მარჯვნივ — სტივ ჯობსი.

არსებობს მოსაზრება, რომ ისინი რაღაცით ჰქვანან ერთმანეთს

სხვათაშორის, კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყაროში სტივის სიტყვების იმის შესახებ, რომ ის აფასებს ლსდ-ს ღვაწლს მისი აზროვნების ხერხში, უკვე ორიგინალური აღარაა. ჰალუცოგენური ნარკოტიკები აღაფრთოვანებდნენ არა მარტო სტივს, არამედ ამერიკის კიდევ რამდენიმე მოწინავე კომპიუტერულ გენიოსს (ამის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკთხოთ აქ
What the Dormouse Said: How the 60s Counterculture Shaped the Personal Computer).

2007 წელს მისი მეგობრის რიკ დობლინის თხოვნით (ეს იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელია, რომელიც იკვლევს ჰალუცინოგენი ნარკოტიკების დადებით ზემოქმედებას სამედიცინო და ფსიქიატრიული თვალსაზრისით) ჰოფმანმა წერილი მისწერა ჯობსს. ეს წერილი ჰოფმანის შვილის თანხმობით ამასწინათ პრესაში მოხვდა, ცნობილი ქიმიკოსის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ.

წერილში გამოთქმულია თხოვნა შვეიცარიელი ფსიქიატრის პიტერ გასერის დახმარებაზე.

ჯობსმა წერილს არ უპასუხა. ამის მაგივრად ის ნახევარი საათის განმავლობაში ტეელფონით ესაუბრა დობლინს, მაგრამ სპონსორობა არ განახორციელა. „მისი აზრი დაახლოებით ასეთი იყო: მოდით ლსდ ჩავყაროთ წყალსაცავში და ყველა კარგად იქნება“ – იხსენებს დობლინი. ის კვლავაც იმედ იტოვებს, რომ ჯობსი როდესმე შეიტანს თავის წვლილს კვლევებში.

აგერ თვითონ წერილიც:

ჰოფმანის წერილი სტივ ჯობსს
ჰოფმანის წერილი სტივ ჯობსს

ძვირფასო სტივ ჯობს,

გწერთ ალბერტ ჰოფმანი. მასობრივი ინფორმაციის საშალებებიდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ ლსდ-ს თვლით თვქენს დამხმარეთ Apple-ის განვითარებაში და საკუთარი სულიერი ძიებებში. მსურს უფრო მეტი გავიგო იმის შესახებ, თუ როგორ დაგეხმარათ ლსდ.

ცოტა ხნის წინ მე 101 წელი შემისრულდა და გწერთ თხოვნით გახდეთ ლსდ-ს კვლევის სპონსორი. კვლევა ეხება ლსდ-ს სარგებლობას სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების შიშების წინააღმდეგ საბრძოლველად. ბოლო 35 წლის განმავლობაში ეს კვლევა პირველი გახდება ლსდ-ს სამედიცინო თვისებების მოძიების საკითხში.

იმედს ვიტოვებ, რომ დამეხმარებით გადავაქციო ჩემი „ძნელად აღსაზრდელი ბავშვი“ „ვუნდერკინდად“. მუდამ თვქენი, ა. ჰოფმანი


Comments

4 responses to “წერილი სტივს LSD-ს შემქმნელისაგან”

  1. gamarjoba, am shens posttan arafer shuashia magram, dodis komentebshi sheni chanaceri cavikitxe:
    ცდები დოდკა, ფეიფალი არის უკვე საქართველოში და მე აქტიურად ვიყენებ, თანაც ქართული ბნაკის საშუალებით. თუ დაგაინტერესებს მითხარი და გეტყვი როგორ უნდა გააკეთო.
    mainteresebs romelia, pirdapiri sasicocxlo mnishvneloba aqvs chemtvis :)
    shegidzlia damexmaroooooo?

    1. მოდი მაშნ ერთ კარგ პოსტს გამოვაცხობ ამ საკითხზე და დავდებ. ბარემ ყველა წაიკითხავს.

  2. ვაა, ჯობსი ლსდ-ზე იყო ადრე? :spy: არ ვიცოდი :D

    "მისი აზრი დაახლოებით ასეთი იყო: მოდით ლსდ ჩავყაროთ წყალსაცავში და ყველა კარგად იქნება“

    :D

    პ.ს. ბლოგროლში რომ დაგამატო, წინააღმდეგი ხომ არ იქნები?

    1. ლსდ-ს ზემოქმედების დროს მოსდიოდა განსაკუთრებით კარგი იდეები (რეკლამად არ ჩათვალოთ, ნარკოტიკების სასტიკი მოწინააღმდეგე ვარ)!

      სიამოვნებით, რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი, პირიქით დიდი მადლობა!