Chrome OS, ყალბი სტივი და სასიკვდილო სიო

დღეს პარასკევია, კვირის საყვარელი დღე, მოდით ცოტა ვიხალისოთ. და სახალისოდ მოდი გავეცნოთ „ყალბი სტივ ჯობსის“ (Fake Steve Jobs) გამოსვლას გუგლის ახალი პროდუქტის, Chrome OS-ის შესახებ. ცოტა უცენზუროა, მაგრამ არაუშავს :P

გუშინწინდელმა სიახლემ ყველა ააფორიაქა. საქმე გუგლის ახალ ოპერაციულ სისტემას ეხება. Drudge-ს ალბათ თავისი აბების მიღება დაავიწყდა და ამ ახალ ოს-ს მაიკროსოფტის „სასიკვდილო სიო“ უწოდა. სიგიჟე თუ არა, გადაჭარბებული ნამდვილადაა. ეჭვი მაქვს, რომ მან ჩვენც უნდა გაგვანადგუროს — საქმეში ხომ ჩვენც გავდივართ. ჰოო. რითი დავიწყოთ?

ჯერ ერთი, როგორც ჩანს, არავის არ შეუძლია შეაფასოს ის ფაქტი, თუ რაოდენ ძნელია ოპერაციული სისტემის შექმნა. ეგრე არაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძო, საწოლოდან გადმოვარდე და დაწერო. გუგლის ჭკუისკოლოფებისთვისაც კი საძნელო საქმეა. ამას წლები სჭირდება. ათობით წელიც კი. ჩვენი დაიწყო 20 წლის წინ, NeXT-ში. შეიძლება მეტიც ითქვას, 1977 წელს, BSD-თი. პრინციპში უფრო ადრეულ პერიოდშიც შეგვიძლია ჩავიხედოთ, 1969 წელს, დენის ტომპსონთან და ლაიონელ რიჩთან. Windows-იც კი რამდენი წლისაა? ოცი? დაახლოებით. Linux-საც გადავხედოთ. შემისწორეთ, თუ ვცდები – დარწმუნებული ვარ, რომ მიპოვნით რაიმე შეცდომას, თქვე ჩემისა ღია წყაროს მოყვარულებო, – მაგრამ მგონია, რომ ლინუს ტორვალდსმა ლინუქსზე მუშაობა 1991 წელს დაიწყო, სტუდენტობაში. ესეც თითქმის 20 წლის წინ იყო და ეს მძღრენი ჯერაც წესივრად ვერ მუშაობს. მოკლედ, აზრი იმაშია, რომ რაც არ უნდა გამოუშვას Google-მა გაისად, ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება. და ის ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რაც უკვე არსებობს.

პუნქტი მეორე: რომელი ჭკუათმყოფელი თვლის, რომ მსოფლიოს კიდევ ერთი ახალი ოს-ი ესაჭიროება? ჟურნალისტები, რომლებიც პირზე ქაფმოდგმულები ამტკიცებენ მაიკროსოფტისათვის საშიშროების შესახებ – ეგენი ხომ ის ჭკუასუსტები არიან, რომლებიც ორიოდე წლის წინ ამტკიცებდნენ, რომ სამაგიდე ოს-ი მკვდარია, Vista ბოლო პროდუქტი იქნება, Apple-მა აღარ უნდა იწვალოს თავისი ოს-ის ახალი ვერსიის გამოშვებაზე და ა.შ. ახლა ისინი იძახიან „მსოფლიოს მეტი ოს-ი სჭირდება, განსაკუთრებით ისეთი, რომლებიც გათვილილია ინტერნეტთან მიერთებულ კომპიუტერებზე სამუშაოდ“.

პუნქტი მესამე: ისინი უმიზნებენ ამ ოს-ს (ან როგორც ჩვენ მას ვეძახით „PoS“ – piece of shit), ნეტბუქებს. თუ კარგად დააკვირდებით, ნეთბუქების ბაზარი ძალიან მცირეა და ასეთად დარჩევა უკუნითი უკუნისამდე. თანახმად IDC-ის კვლევებისა, გასულ წელს გაიყიდა 11 მილიონი ცალი, 2011 წელს ეს ციფრი 39 მილიონს მიაღწევს. პერსონალური კომპიუტერების ბაზარი ათჯერ დიდია – 400 მილიონი. სმარტფონებიც კი ათჯერ მეტი იქნება – 300 მილიონი. ასე რომ გუგლელებო, თქვენ გსურთ მაიკროსოფტთან ჭიდილი ბაზრის 1-2 პროცენტის დასათრევად? წადით, პირჯვარი გადაისახეთ, არა მოგელანდოთ რა! ნეთბუკების ბაზარს სულ ცეცხლი რომ მოეკიდოს, მე არც კი დავწერ ამაზე არაფერს. ეს ჩემი აზრია.

პუნქტი მეოთხე: თქვენ იქნება ვერ შენიშნეთ, მაგრამ Chrome-ით არავინ არ სარგებლობს. იფიქრეთ ამაზე. იცნობთ ვინმეს, ვინც ამ ბრაუზერით სარგებლობს? მართლა იცნობთ? იცით რატომ არ სარგებლობენ? იმიტომ რომ Chrome-ი მძღრენია. აბსოლუტური მძღრენი. გუგლს ამდენი ტვინი ჰყავს და შეეძლოთ ნორმალური პროდუქტის გამოშვება. Mozilla-მაც კი შეძლო ეს. მაგრამ გუგლმა ვერა. ეცადნენ, ეცადნენ და რა გამოვიდა? უბრალოდ სასაცილოა. ჩვენ მართლა ვიცინით მასზე და ვჩუმდებოთ მხოლოდ როცა ერიკი გვერდითაა. როგორც კი ის ოთახიდან გადის ისევ ვიწყებთ სიცილს. ჩვენს ბიჭებს Safari-ს გუნდიდან ტუალეტის ქაღალდი აქვთ Chrome-ის ლოგოიანი ყოველ ფურცელზე. აი რამდენად ცუდია ის. ბრაუზერიდან ოს-ის გაკეთება იგივეა, რომ შეეცადო Pontiac Aztec-იდან ლიმუზინი შექმნა. შექმნა კი შეიძლება, მაგრამ აზრი?

პუნქტი მეხუთე: რა ჯანდაბა ხდება Google-ში? რამდენად არაკონტროლირებადი და არადისციპლინირებული შეიძლება ის იყოს? კიდევ რამდენ ოს-ს შექმნიან ისინი? მათ უკვე აქვთ  Android-ი, რომელიც არავის არ სჭირდება. ახლა ისინი აპირებენ შექმნან კიდევ ერთი ოს-ი, ამჯერად ბრაუზერიდან, რომელიც ასევე არავის არ სჭირდება. შემდეგ რა? ოს-ი GMail-ზე დაფუძნებული? ან YouTube-ზე? გამაგებინეთ, მანდ ვინმე უფროსი არსებობს? არის მანდ ვინმე, ვინც იცის როგორ გააკრიტიკოს რაიმე მაგ თქვენს მონტესორის მეთოდზე დაფუძნებულ დაბოლილ სკოლამდელ დაწესებულებაში? რათქმაუნდა მაგარია, როცა შეგიძლია სამუშაო დროის 20%-ის დახარჯვა არასაჭირო ნაგავზე და რამდენადაც მესმის, საჭირო ხდება მონტესორის მეთოდის გამოყენება და იმის ძახილი, რომ მძღნერის ყოველი პაწია ნაგლეჯი, რომელიც მათ შექმნეს, გადასარევია, იდეალურია და მშვენიერი – მაგრამ მე ერიკისათვის უკვე ბევრჯერ მითქვამს, რომ არაა საჭირო ყველაფრის გამოშვება, რასაც ეს იდიოტები მოიფირებენ. ამისთვის არსებობს სიტყვა. მას „არა“ ჰქვია. გაგიგიათ მის შესახებ? რათქმაუნდა შესაძლებელია, რომ მათ მისცეთ საშულება აკეთონ რაც უნდათ. მიეცით ამის საშუალება. მაგრამ როცა მოგიტანენ და გაჩვენებენ ნამუშევარს, უთხარით რომ ძალიან დაკავებული ხართ. მერე უთხარით, რომ გადაიფიქრეთ და გცალიათ შესახვედრად. დაიცადეთ, სანამ ყველა შეკრიბება სათათბირო დარბაზში და მდივნის პირით შეუთვალეთ, რომ ცოტათი დაგაგვიანდებათ. დაე ერთი საათით დაგელოდონ. მერე ორით. მერე საღამოს 6 საათისათვის ისევ გაუგზავნეთ მდივანი და უთახრით, რომ ვერ მიხვალთ. მერე მაინც შეხვდით და სანამ ისინი რაიმეს თქმას მოასწრებენ დაას წარით და უთხარით „უკაცრავად, ეს ნაგავია“ და გადით ოთახიდან. დამერწმუნეთ, ინჟინრებს ეს ძალიან მოსწონთ. ყოველი მათგანი მაზოხისტია. საერთოდ მაგიტომაც ხდებან ინჟინრები.

პუნქტი მეექვსე: ის უფასო იქნება. რა აზრი აქვს? მესმის პროდუქტის იდეა ფულის დაკარგვით. ჩვენ არ ვიღებთ საფასურს iTunes-ში. თუმცა შეამჩნევდით, რომ ფულს ჩვენ მუსკის გაყიდვით და აპარატურული მოწყობილობების გაყიდვით ვშოულობთ. და როგორ შეესაბამება ეს კონცეფცია Chrome OS? ანუ თქვენ დააყენებთ ახალ ოს-ს, მეტი ხალხი გამოიყენებს ინტერნეტს და თქვენ მეტი რეკლამის გაყიდვას შეძლებთ? უკაცრავად, თუ რამეს ვერ ვხედავ, მაგრამ არ მესმის როგორ ეხმარებაუფასო ოს-ი გუგლს. მოდით გადავასხაფეროთ კითხვა. ვინმეს თუ იცნობთ, რომელიც იტყვის, რომ უნდა ინტერნეტის გამოყენება, მაგრამ თავს იკავებს იმის გამო, რომ არ მოსწონს ოს-ი ან ბრაუზერი და ამიტომ იცდის? ანდა უკვე იყენებს ინტერნეტს და ახალი ოს-ის გამოსვლით უფრო მეტ დროს გაატარებს მანდ? არაა, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გუგლი უფასოდ არიგებს ბრაუზერს და მერე ოს-საც – ესაა მაიკროსოფტის გაჟიმვა (ანდა ისეთი ეშმაკური რაიმეს გაკეთება, რითაც გუგლი მომხმარებელს გაჟიმავს. იხილე პუნქტი რვა). მაგრამ ანტიმაკიროსოფტული თვალსაზრისით შეისმინეთ იმის თვალსაზრისი, ვინც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყიდდა საუკეთესო ოს-ს და მაინც ბაზრის მხოლოდ 4% მიიღო – აკვიატებულ იდეად მაიკროსოფტთან ბრძოლა ფრიად გადაჭარბებულია. მე თუ მკითხავთ, გუგლი უკვე ნამეტანი გადავარდა შიზოფრენიაში. ისინი სკოტ მაკკინლივთ იქცევიან. გახსოვთ ის? ხელმძღვანელობდა კომპანიას, სახელად Sun, რომელსაც საკმაოდ კარგი მცირე ბიზნესი ჰქონდა, მანამ სანამ სკოტმა არ ამოიჩემა გეიტსი და დაიწყო უცნაური ნაბიჯების გადადგმა: შეიძინა StarOffice-ი, რათა მოხვედრილიყო უფასო პროგრამული უზრუნველყოფის მზარდ ბიზნესში.

პუნქტი მეშვიდე: ერთადერთი ხალხი, ვინც წინ წასწევს ამას – არიან OEM და ODM მწარმოებელები და ისინი ამას იმიტომ გააკეთებენ, რომ მათ სჭირდებათ არგუმენტი პაწარბილთან. მათ უნდათ Chrome-ის, Android-ის ან Linux-ის გამოყენება. მათ უნდათ Windows-ი. მათ უბრალოდ ფულის გადახდა არ უნდათ. რა ფასიც არ უნდა დაადოს მაიკროსოფტმა Windows 7-ს, მაინც ნაკლების გადახდა მოუნდებათ. აბა ცხვირეინ აუფროალეთ ბალმერს ახალი ოს-ი! და მან შეიძება დასწიოს ფასი. იყო ამის შემთხვევა, როდესაც გამოვიდა EEEEEEPC Linux-ით – რედმონდში წითელი ნათურა აინთო, მერწმუნეთ. ასე რომ, შეიძლება არსებობს რაიმე სარებელი გუგლისათვის, რომ მაიკროსოფტმა ფასი დაწიოს დაბლა. შესაძლოა ამით ისინი რედმონს ცოტათი ჟანგბადს გადაუკეტავენ, მაშინ Microsoft-ისათვის ძნელი გახდება გუგლის საძიებო ბიზნესში შეძვრომა. გუგლი ძალიან გაბრაზებულია Bing-ით და Yahoo-თი. ამიტომ გადაწყვიტეს შური იძიონ. როგორც შონ კონერიმ თქვა, „როდესაც ისინი ვინმე შენიანს გააგზავნიან საავადმყოფოში, შენ ვინმე მათგანი გააგზავნე მორგში“. ასე იქცევიან ჩიკაგოში. მაგრამ თუ თქვენი ცხოვრების მიზანია მაკროსოფტის გამწარება – მაშინ ჩვენ უკვე გავიარეთ გრძელი გზა მას შემდეგ, რაც სერგეის და ლარის უნდოდათ სამყაროს გაუმჯობესება. თუ ეს ნამდვილად ისაა, რაც თქვენ გაიძულებთ ყოველ დილას წამოხტეთ ლოგინიდან, მაშინ მეგობრებო მე თქვენი სულების გადასარჩენად ვილოცებ. აქ ჩვენ Apple-ში გვაქვს უკეთესი საქმე. ახალი მოწყობილობების შექმნა, მაგლითად. ანდა ახალი მრავალმილიარდიანი ბაზრების ჩამოყალიბება, რომლებიც მანამდე არ არსებობდნენ. თქვენ კი პაწარბილის გაჟიმვითა ხართ დაკავებულნი. ისემც გიქნიათ, გადაგიჟიმათ ერთმანეთი.

პუნქტი მერვე: ხალხი უკვე იწყებს იმის გაგებას, რომ გუგლი მათი მეგობარი არაა და რომ ეს „უფასო“ რამე-რუმეები მისგან – ეს არაა ა) ქველმოქმედება ან ბ) სურვილი აიძულო მაიკროსოფტი გახდეს პატიოსანი, არამედ გ) გუგლის სრურვილი უფრო მეტად გააკონტროლოს თქვენი ნებისმიერი ნაბიჯი ინტერნეტში. წაიკიტხეთ ჯონ პაჟოვსკის (John Paczkowski) სტატია
აქ, მაგალითად. იცით რას ვეძახით IBM-ს? „Original Borg“ ანუ OB-ს. ჰოდა Google-ი არის  — NB (New Borg). Google, ვერ ამჩნევთ, რომ ძალიან ბევრს არ უყვარხართ. პინგვინოლოგებიც კი
თავს გესხმიან.

ასე რომ განვმეორდები და ვიტყვი, ყველაფერი კარგადაა და სანერვიულო არაფერია. სასაიმოვნოა, რომ გუგლს სურს აგრეთვე ოს-ების გამოშვებაც და ჩვენ აქ, Apple-ში არ ვგრძნობთ საშიშროებას ამის გამო. ჩვენ მივესალმებით კონკურენციას და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგია, რომ გუგლს სურს წინ წაწევა კომპიუტერთან მოხერხებულად მუშაობის სფეროში. როგორც სარა პეილინი იტყოდა, გუგლის ინჟინრები „ამბიციონისტურები“ არიან სურვილში განავითარონ სამყარო. და იცით რა? ეს ძალიან კარგია. როგორც ამ ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბრაში ვუთხარი ერიკს: ძვირფასო მეგობარო, მესმის რომ შენ ფიქრობ, რომ მე ახლა სუსტად ვარ და შესაძლოა მცირედად დაუცველი და შეიძლება შენ მცირედად ნაწყენიცა ხარ, როდესაც არაფერი გითხარი ოპერაციაზე. სამაგიეროდ გითხარი, ვითომ ტენესიში მისათვის მივდივარ, რომ ვითომ რაღაც გარიგება მინდა დავდო ქანთრი მუსიკის დარგში. კარგი. ეს ახსნადია. და მე ვიცი, შენ ფიქრობ, რომ შენ გაქვს სამუდამო საშვი ჩემს გაჟიმვაზე იმის გამო, რომ შენ და ელ გორმა მიხსენით მაშინ SEC-თან (ფასიანი ქაღალდების სააგენტო), იმ გამოძიებაში ოფციონებთან დაკავშირებით. მაგრამ ძვირფასო მეგობარო, ყველაფერს საზღვარი აქვს. უნდა დაფიქრდე, ვისთან როგორ იქცევი. მართლა გეუბნები. დაფიქრდი. მანამდე მე დაცვას ბრძანება მივეცი, რომ შენი საშვი გააუქმონ ეფლში შემოსვლაზე და ძალიან დამავალებ, თუ მეტი აღარ დამირეკავ და თვალითაც არ დამენახვები. იმიტომ, რომ თუ მაინც მოხვალ, მე შეიძლება წყობილებიდან გამოვიდე. და მე შეიძლება, ჰო ერიკ, მართლა შეიძლება თავი ვერ გავაკონტროლო. მე შენ გატკენ ერიკ, მაგრად გატკენ. მაპატიე, მაგრამ მე ამას გავაკეთებ. ვინაიდან ასეა საქმე. გაიგე? სერიოზულად, სირო. ეს ყველაფერი ჩვენს შორის. ნამასტე.

წყარო


Comments

4 responses to “Chrome OS, ყალბი სტივი და სასიკვდილო სიო”

  1. ვააა… ძალიან გაუმწარებია აი :D მამენტ არ კიდიათ გამოვა და გამოვიდეს ხალხი გადაწყვეტს მის ბედს.

    1. ჰო რა, სუფთა ნახალოვკური გარჩევა წავიდა! :D :D :D

  2. Zura Avatar

    მართლა მაგარი გაამწარა :D ალბათ იცის რომ ბანძი არ იქნება და მაგიტომაც მოეშალა მუცელი. მე პირადა Chrome-ს ვიყენებ და ბევრად სწრაფი, მარტივი და მოხერხებულია

  3. სხვათაშორის მეც ქრომს ვიყენებ. 1,000,000 ტაბიც რომ მქონდეს დამახსოვრებული გახსნილ მდგომარეობაში, ქრომი უფრო სწრაფად იტვირთება ვიდრე ოპერა, მოზილა და IE8.

    ცოტა ბანძი ბრაუზერია, FB-ზე იუთუბის ვიდეოებთან მუშაობა უჭირს, მაგრამ მისი სისწრაფე ამად ღირს. ნებისმიერ საიტს, ლოკალზე და გლობალზე, უფრო სწრაფად ტვირთავს ქრომი ვიდრე სხვა ნებისმიერი.

    =)

    ქრომ ოს-ი რა იქნება არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად ვცდი და დავაინსტალირებ : )