Drupal-ის შესაძლებლობების მიმოხილვა, ნაწილი 1

წინასიტყვაობა

CMS

თუ საიტი ხშირად ახლდება და საჭირო ხდება მისი სტრუქტურის ცვლა, ან თუკი ის უფრო მეტია, ვიდრე რამდენიმე გვერდისაგან შემდგარი პირადი ვებ-საიტი – სკრიპტების გამოყენების გარეშე არაფერი გამოგივათ. რაღაცა მომენტიდან საიტის განვითარების მისი შიგთავსის გაზრდის ღირებულება იმდენად იზრდება, რომ მისი გამოყენება სათუო ხდება. CMS-ი (Content Management System) არის პროგრამული საშუალებების ნაკრები, რომელიც საშუალებას გაძლევთ კომპლექსურად მიუდგეთ საიტის შექმნის პროცესს.
http://blog.gogelia.ge/wp-includes/js/tinymce/plugins/wordpress/img/trans.gif

მოკლედ Drupal-ის შესახებ

Drupal-ი შიგთავსის მართვის სისტემების წარმომადგენელია. დრუპალი შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა ტიპის საიტების გასაკეთებლად. საბაზო ვარიანტში მისი ძრავის შესაძლებლობები ძირითადში ორიენტირებულია ინტერნეტ-საზოგადოებების ასაწყობად: ახალი ამბების და ფორუმების საიტები, ბლოგები და მისთანები – როდესაც ძირითადი მიზანია მუდმივად განახლებადი ინფრომაციის მართვა, მათი სტრუქტურირება და არქივაცია მომავალში ადვილი წვლომისათვის. ფუქნციონალი ფართოვდება დამატებითი მოდულების ხარჯზე, რომელთა დაყენება შესაძლებელია თანდათანობით.

„კოლოფიდან“ დრუპალი გვტავაზობს შემდეგ გადაწყვეტილებებს:

  • რუბრიკაციის მექანიზმები. საიტის ყოველი დოკუმენტი შეიძლება შედიოდეს ერთ ან მეტ რუბრიკაში. თვითონ რუბრიკები შეიძლება ჩამოვაყალიბოთ როგორც სიით, ასევე რთულ იერარქიულ სტრუქტურებად (მრავალჯერადი წინაპრებით და ჯვარედინი ბმულებით ელემენტებს შორის).
  • ტიპიური ამოცანების მზა გადაწყვეტილებები. ახალი ამბების საიტი, ბლოგი ან ფორუმი – ეს არის შესაძლებლობები, რომლებიც ძრავის დონეზეა ჩამაგრებული. ინსტალაციის შემდეგ ამ შესაძლებლობებს მიიღებთ ნაგულისხმევად.
  • ყველა კომპონენტების ინტეგრაცია. შესაძლებელია გამჭოლი რუბრიკაცია საიტის ყველა დოკუმენტის ტიპის მიხედვით (მაგალითად, საკვანძო სიტყვების სია, რომლებიც საერთოა ფორუმებისა და ბლოგებისათვის). ფორუმი საინტერესო სტატიების მთავარ გვერდზე გამოტანით, ან საინფორმაციო საიტი ბლოგებით და ფორუმებით – ყველაფერი ეს გამოიყურებოდეს იქნება როგორც ერთიანი საიტი და არა როგორც ერთი დიზაინით გაერთიანებული სხვადსხვა ვებ-გვერდი.
  • ნავიგაცია და ძებნა. საიტის წიგნი საშუალებას მოგცემთ დააჯგუფოთ საინტერესო მასალები, რომლებიც სასურველია, რომ გამოიყოს ცალკე და არ დაიკარგოს ინფორმაციის საერთო მასაში. ასევე საარქივო მასალებთან წვდომის გაადვილების მიზნით გამოიყენება შიგთავსის გამჭოლი რუბრიკაცია საარქივო მასალებთან წვდომა გამოქვეყნების თარიღის მიხედვით. დოკუმენტები მთელი სიცოცხლის განმავლობაში უცვლელად იანახავენ ბმულებს (ე.წ. პერმანენტური ბმულები). ასევე მოკლე და პირდაპირი ბმულების საშუალებით საიტის სხვადასხვა განყოფილებები და ცალკეული სტატიები იღებენ მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელ ბმულებს, რომლებშიც არ გამოიყენება სპეც სიმბოლოები და ამის გამო ადვილად ინდექსირებადი ხდებან საძიებო სისტემებისათვის. Drupal-ის საიტზე ვერ ნახავთ გრძელ და რთულად წასაკითხ ბმულებს, მაგალითად ასეთს modules.php?op=modload&name=News&file=article&sid=166&mode=&order=0&thold=0.
  • შესაძლებლობების მიმოხილვა ინგლისურად — drupal.org/features.

ფუნქციონალურობა

  • ტაქსონომია (taxonomy) – ორიგინალური კონცეფცია საიტის სტრუქტურის მისაცემად, რომელიც გაყოფს ერთმანეთისაგან სტრუქტურას და წარმოდგენას. ტაქსონომიის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის რუბრიკის განსაზღვრა. ეს რუბრიკები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ბრტყელი სიები ან იერარქიული სტრუქტურები ჩაშლის მრავალდონიანი სისტემით (როგორც ხის მსგავსი, როდესაც ელემენტის მშობელი მხოლოდ ერთია, ასევე მორგებული სახისაც, როდესაც ელემენტს ყავს რამდენიმე მშობელი ჩანაწერი). შედეგად მივიღებთ შემდეგ სქემას: დოკუმენტები (nodes) სხვადასხვა ტიპის (node types) დაკავშირებულია რუბრიკებთან (terms), ესენი თავის მხრივ იშლება ლექსიკონებად (vocabularies). ასეთი სქემა საშუალებას გვაძლევს საიტზე მოვაწყოთ რამდენიმე დამოუკიდებელი სტრუქტურა და ერთი და იგივე დოკუმენტი დავუკავშიროთ სხვადასხვა სტრუქტურას. მაგალითად: ლექსიკონი „ფორუმები“ ქმნის ფორუმების/ქვეფორუმების ხეს და მიესადაგება მხოლოდ დოკუმენტის ტიპს „ფორუმის თემა“, ლექსიკონი „ახალი ამბები“ – ბრტყელი სიაა ახალი ამბების გამოქვეყნებისათვის (დოკუმენტის ტიპი „სტატია“), ხოლო ლექსიკონი „საკვანძო სიტყვები“ უკავშირდება დოკუმენტის ორივე ტიპს და ა.შ.
  • თემები – როგორც ყველა სხვა CMS-ში, Drupal-ზე აგებული საიტის შიგთავსი გამოცალკავებულია დიზაინისაგან. ცვლადი თემების საშუალებით შესაძლებელია ძირეულად შევცვალოთ საიტის დიზაინი და ამ დროს შიგთავსი ხელუხლებელი დავტოვოთ. Drupal-ი არ არის მიბმული თემების რეალიზაციის რომელიმე ერთ მექანიზმთან, დეველოპერს შეუძლია გამოიყენოს მისთვის ხელსაყრელი საშუალება ამისათვის. მაგრამ Drupal-ი გთავაზობთ მთელ რიგ მზა გადაწყვეტილებებს თემების ძრავების სახით (theme engines), ისეთებს, როგორიცაა xtemplate (თემების შაბლონები XML-ფაილების სახით) ან phptemplate (თემების შაბლონები PHP-ფაილების სახით). თუმცა დიზაინის საგრძნობი ცვლილება შესაძლებელია სტილების ფაილების მანიპულირების გზითაც.
  • კომენტარები – საიტის სტუმრებს შეუძლიათ ნებისმიერი დოკუმენტი კომენტირება. რათქმაუნდა, თუ საიტის პარამეტრებში ჩართულია აღნიშნული ფუნქცია – შესაძლებელია კომენტირების შეზღუდვა ცალკეული დოკუმენტებისათვის ან საერთოდ განსაზღვრული ტიპის დოკუმენტებისათვის, აგრეთვე შესაძლებელია მათი წარმოდგენის მორგება (იერარქიული ან ბრტყელი სისტემა, რეიტინგები და ფილტრაცია და ა.შ.). ანონიმური სტუმრებისათვის განსაზღვრულია იდენტიფიცირების ველები (სახელი, ელფოსტა, საიტის მისამართი), თუმცა ეს შესაძლებლობაც გამორთვადია.
  • დღიურები (blogs) – ინტერნეტში ფრიად პოპულარული გართობა, უფრო ცნობილი როგორც ბლოგები, ხელმისაწვდომია Drupal-ში თავიდანვე, სხვა კომპონენტების დაყენების გარეშე. დღიურების წარმოება, მათი კომენტირების შესაძლებლობა სხვა მომხმარებლების მიერ, აგრეთვე მხარდაჭერა XML-RPC-ის საშუალებით – აი არასრული ჩამონათვალი შესაძლებლობებისა.
  • საიტის წიგნი (collaborative book) – იდეა რაღაცით ჰგავს Wiki-ს, როდესაც ყოველ მომხმარებელს შეუძლია ტექსტში თავისი დამატების ან ცვლილების შეტანა. Drupal-ში დოკუმენტებმა შეიძლება გაიარონ მოდერაციის მთელი ჯაჭვი. საიტის დოკუმენტების დიდი ნაწილი შეიძლება ჩაემატოს საიტის წიგნს. ეს სასარგებლოა მაგალითად ფორუმების დასაარქივებლად, როდესაც საინტერესო დისკუსიებიდან შეიძლება შეიკრას წიგნი-არქივი. ამ დროს წიგნში დამატებული დოკუმენტები კვლავაც რჩება ხელმისაწვდომი თავ-თავიანთ განყოფილებებში.
  • ფორუმი – დრუპალში დამატებულია ფორუმის მართვის ძრავი, რომელიც კარგად არის ინტეგრირებული მთლიანის აიტის სტრუქუტურაში. ვინაიდან ფორუმების სტრეუქტურა აგებულია ტაქსონომიაზე, შესაძლებელია განუსაზღვრელი ოდენობის იერარქიის კატეგორიების და ფორუმების შექმნა. ჩართულია ძირითადი ფორუმული ფუნქციები, თუმცა არ არის წარმოდგენილი მასობრივი მოდერაციის საშუალებები, ამიტომ თუ მხოლოდ ფორუმისათვის გსურთ დრუპალის გამოყენება , ის მოუხერხებელი იქნება თქვენთვი – უმჯობესია გამოიყენოთ რაიმე სპეციალური ძრავი (მაგალითად phpbb).
  • შიგთავსის დაგროვება (content syndication) – Drupal-ს შეუძლია RDF/RSS ფორმატის სიახლეების დაგროვება და საკუთარ ან სხვა საიტზე ტრანსლირება.
  • სიახლეების დაგროვება – სიახლეები წარმოდგენლია RDF/RSS ფორმატში.
  • წვდომის უფლებების გაყოფა – მომხმარებლებზე ერთი ან რამდენიმე როლის მიკუთვნების შესაძლებლობაა, ხოლო უშუალოდ წვდომის უფლება გაწერილია როლებში. ჩადგმადი მოდულები თვითონ განსაზღვრავენ საკუთარი ფუნქციები რომელ როლებში გადაანაწილონ. მარტივი და ლოგიკური სქემა, რომელიც შედის დრუპალის სტანდარტულ პაკეტში, საკმარისია ძირიტადი ამოცანების შესასრულებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი სქემა არასაკმარისია, Drupal-ი საშუალებას გაძლევთ მძლავრ მექანიზმს, დაფუძნებულს უფლებების მინიჭებაზე თითოეული დოკუმენტისათვის. მაგრამ ინტერფეისი მიმდინარე ვერსიაში წარმოდგენილი არ არის, მისი გამოყენებისათვის საჭიროა დამატებითი მოდულების გამოყენება.
  • ჩადგმადი სკრიპტები – Drupal-ში შესაძლებელია PHP-სკრიპტების ჩამატება ნებისმიერ დოკუმენტში. სკრიპტში შეიძლება API Drupal-ის ფუნქციებთან წვდომა – ეს საშუალებას გაძლევთ შექმნათ დინამიური გვერდები ცალკეული მოდულების დაწერის გარეშე.
  • ლოკალიზაცია – Drupal-ი საშუალებას გვაძლევს საიტის ინტერფეისის ლიკალიზაციისათვის. მათ შორის თარგმანის ჩასწორების ვებ-ინტერფეისს. ასევე ძალიან კარგიას, რომ დრუპალი ყველაგან კოდირებისათვის იყენებს Unicode-ს – ყველა ტექსტი ინახება UTF-8-ში, ამავე კოდირებაშია შიგთავსიც. ასეთი უნიფიკაცია საშუალებას გვაძლევს გამოვაქვეყნოთ საიტზე მასალები სხვადასხვა ენაზე ბროუზერში კოდირების გადართვის გარეშე.

Comments

4 responses to “Drupal-ის შესაძლებლობების მიმოხილვა, ნაწილი 1”

  1. დიმა, კარგად იცი დრუპალი?
    ან ვინმე კარგი სპეციალისტი ხომ არ იცი?

    დრუპალის გარდა მედია საიტისთვის რა CMS შეიძლება გამოიყენო?

    1. დელფი Avatar
      დელფი

      მე კი ვიცი საკმაოდ კარგად, მაგრამ დროში ვარ შეზუდული საკმაოდ :(
      თუ შევათავსებთ, რატომაც არა?

  2. გამოიყენე ბრენდისთვის Avatar
    გამოიყენე ბრენდისთვის

    გამარჯობათ! საინტერესო ინფორმაციაა…მეც მჭირდება ,,დრუპალის” მცოდნე…ჩემი მობ: 599188093

  3. გამოიყენე ბრენდისთვის Avatar
    გამოიყენე ბრენდისთვის

    დიმიტრი გოგელიას! თუ გამომეხმაურებით, მადლობელი დაგრჩებით…