დეტალები სტივის ჯანმრთელობის შესახებ

დღეს ჯობსმა თავის მკურნალ ექიმს, ჯეიმს დ. ისონს უფლება მისცა მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაზე.

მას ასე. ექიმმა დაადასტურა, რომ ეფლის ხელმძღვანელს მართლაც გადაუნერგეს ღვიძლი Methodist University Hospital Transplant Institute-ში და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტრანსპლანტაციის შემდგომი აღდგენითი თერაპია. მედიკოსების დაკვირვების მიხედვით მდგომარეობა შესანიშნავია. ოპერაცია ჩატარდა ტენესის შტატში.

მიუხედავად იმისა რომ კალიფორნიაშიც გადასარევი ექიმები არიან, ოპერაციის ჩატარება ტენესიში იმით არის განპირობებეული, რომ აქ დონორის ორგანოს დალოდების დრო საშუალოდ 48 დღეა, ხოლო კალიფორნიაში — 306 დღე.