კიდევ რა სჭირდებათ iPhone-ის მფლობელებს?

WWDC-ზე აიფონში ჯერ კიდევ არ არსებული შესაძლებლობებიდან ეფლმა საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტები ამოშალა: ვიდეოს ჩაწერა, ამოჭრის/კოპირების/ჩასმის ფუნქციები და კიდევ რამდენიმე სასარგებლო შესაძლებლობა. თუმცა სია არ დაცარიელდა ბოლომდე, სამწუხაროდ. როგორც მინიმუმ 3 რამ ჯერ კიდევ მიუწვდომელია iPhone-ში.

1) Adobe Flash. Adobe-ი ნელ ცეცხლზე იწვის თავისი Flash-ტექნოლოგიის iPhone-ში დანერგვის სურვილით, ხოლო ისეთით, რომელიც არ შეანელებს ტელეფონის მუშაობას. მაგრამ თუკი Flash-ი როდესმე ამუშავდება აიფონში, ისევე როგორც კომპიუტერში, ანუ როგორც ბრაუზერის გაფართოება — Adobe-ს დასჭირდება ეფლის ძლიერი მხარდაჭერა, რათა ეს მოხერხდეს საფარიში. ხოლო ეფლთან ურთიერთობა მძიმე საქმეა, ყველამ იცის.

ბევრი მომცხმარებელი წინააღმდეგია Flash-ის დამატებაზე iPhone-ში. თუმცა როგორც არ უნდა იფიქრო – ბევრი საიტი იყენებს ამ ტექნოლოგიას. აი ვისაც ნაღდათ გაუხარდება ფლეშის დამატება, ეს სარეკლამო სააგენტოებია: მათ გაუადვილდებათ ჭრელა-ჭრულა ბანერების კეთება ამ პლათფორაზე საჩვენებელი საიტებისათვის. მაგრამ ჯერ-ჯერობით არანაირი სიახლე არ არის ამ საკითხზე.

2) ვიდეო-კონფერენცია. ახალი აიფონის პრეზენტაციამდე ქსელში მრავალდ იყო ფოტოშოფში გაკეთებული ფოტოები ვითომდა ახალი აიფონისა წინა მხარეს ვიდეო კამერით. როგორც გვიჩვენა კონფერენციამ, ეს ყველაფერი ჭორები ყოფილა.

საერთოდ ეფლს უყვარს ასეთი ტენოლოგიების რეკლამირება თავის პორტატულ კომპიუტერებში. ამიტომაც სრულაიდ ლოგიკური იქნებოდა, რომ აიფონსააც გასჩენოდაანალოგიური სერვისი. თუმცა დღეისათვის მესამე თაობის ქსელების გამტარუნარიანობა აშკარად არ არის საკმარისი ხარისხიანი ვიდეო კავშირისათვის.

შესაძლოა კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გაჩნდება ახალი iPhone 4G მეორე კამერით.

3) ფონურად მომუშავე აპლიკაციები. ეფლის ყველა მთავარ კონკურენტს უკვე ეხერხება აპლიკაციების გაშვება ფონურ რეჟიმში. ეფლი ჯერ არ ჩქარობს.

Push-შეტყობინებები — სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და როგორც ჩანს ეფლის ამ მიმართულებით მუშაობს. მაგრამ iPhone 3.0-ში ამ ტექნოლოგიის სრულფასოვანი მხარდაჭერა არ იქნება. შესაძლოა რომელიმე დიდ განახლებაში დაემატოს.

თქვენ რას დაამატებდით ამ სიას?

5 კომენტარი;

  1. დელფი ხარისხიან ვიდეო-კონფერენციას რას უწოდებ, HD-ხარისხის კავშირს? :D :D :D კარგი რა, ვიდეო-call ვერასდროს ვერ განვითარდება და არც არის საჭირო HD ხარისხამდე განვითარდეს.
    კიდე ბევრი რამის დამატება შეიძლება, რამდენადაც წარმოუდგენელი არ უნდა იყოს.
    ვფიქრობ Adobe-ზე მეტად ვაშლს უნდა უნდოდეს ფლეშის დამატება.

    • თუ ხარ საქმის კურსში ე.წ. 4G ქსელების არსებობის შესახებ? იაპონიაშია გავრცელებული და ეხლა ჩინეთმაც დაიწყო მაგაზე მუშაობა. აი სად არის სიჩქარე! ათეულობით მეგაბიტი გადაიქაჩება წამში ტელეფონში. აი მანდ ვიდეო კონფერენცია მართლაც რომ მაღალი ხარისხის იქნება.
      რაც შეეხება 3G-ს. მეც ძალიან მინდოდა რომ ახალ მოდელში დაემატებინათ ფრონტალური კამერა, მაგრამ თუ გავითვლისწინებთ ხარისხს, რასაც მივიღებთ ასეთი ვიდეო-კონფერენციის დროს, არც არაფერი არ გამოვა სახარბიელო. მოკლედ, შეიძლება მე ამით ეფლის ქმედებას ვამართლებ :), მაგრამ რეალობა ისეთია, რომ 10 მილიონმა მომხმარებელმაც რომ სთხოვოს, სტივი არ გააკეთებს არაფერს, სანამ თვითონ არ ჩათვლის საჭიროდ.

  2. დელფი ეგ ფაქტია რომ სტივის გუნება-განწყობილებაზე დადის მთელი ვაშლი და ეს კარგად გამოსდის კიდეც.
    კი ვიცი 4G მაგრამ რამდენად გჯერა რომ რომელიმე კამერა მაგას შეძლებს რომელიც ტელეფონს ექნება. ვიცი ამაზეც შემეკამათები ჯობია ბევრს ვაშლის 2მპ-ო მაგრამ ფაქტია ვაშლის კამერები არაფრად უქნია ღმერთს. რა უნდა გააკეთონ ისეთი საოცარი HD კამერა რომ მაგის შესაბამისი ვიდეო-ზარი განხორციელდეს.
    კი იცი დელფი ჩემი აზრი ვაშლზე, მაგრამ ხანდახან ობიექტურობაც კარგია. ვიდეო-ზარი არაა რაღაც საოცრება და უნდა ქონდეს თანამედროვე ტელეფონის წოდება რომელსაც აქვს და პრეტენზია მსოფლიოში საუკეთესო ყურმილზე.

    • გეთანხმები, ბევრ რამეში გეთანხმები. თუმცა ისიც ფაქტია, რომ დღეს იწყება გაყიდვები და დიდ ბრიტანეთში უკვე ყველა აიფონი გაყიდულია და ახალი პარტია რამდენიმე დღეში იქნება. :)

  3. იაპონია და ჩინეთი არაა აიფონის ძირითადი მომხმარებელი. ევროპასა და ამერიკაში კი ვიდეოზარისათვის საკმარისი სიჩქარის ქსელები არ არსებობს.
    შესაბამისად, არ არსებობს საჭიროება წინა კამერის დამატებისა.
    დიდი ხნის წინ მქონდა ნოკია წინა კემერით, მაგრამ არაფერში გამომიყენებია.

    არც 2-3 მეგაპიქსელზე მეტია საჭირო ტელეფონზე. უბრალო სურათებისათვის ეგეც საკმარისია, უკეთესისათვის კი გამოიყენეთ ნამდვილი ფოტო-კამერა კარგი ობიექტივით და მეტი გარჩევადობით.

კომენტარები დახურულია.