რა არის Google Wave და რატომაა ის რევოლუციური

გუგლის ახალი სერვისის ანონსს დიდი ვნებათაღელვები მოყვა. მიმდინარეობს ამ სერვისის განხილვა. შედეგად ხალხი ორ ნაწილად გაიყო – მათზე, ვინც თავიდანვე მიხვდა, რომ Google Wave-ი გადაატრიალებს სამყაროს და მათზე, ვინც თვლის, რომ პირველნი სრულიად ტყულიად ბუქავენ ამ სიახლეს და სინამდვილეში დიდი არაფერიც არ მომხდარა. ეს სტატია განკუთვნილია მეორე კატეგორიის ხალხისათვის. შევეცდები პასუხი გავცე ძირითად შეკითხვას „რაშია მუღამი“ და მოვხაზო ჩვენი მომავალი.

Google OS — ნუთუ კვლავ?

არსებობს კომპიუტერის მომხმარებლის საქმიანობის რამდენიმე ფორმა – დოკუმენტების შექმნა, ვებ-საიტების დიზაინი, სკაიპში ჩეთაობა, ბლოგების წაყვანა და ა.შ. შესაბამისად კომპიუტერულ სამყაროში გამრავლდა მრავალი სახის კლიენტი და სერვისი, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ ეს საქმიანობები ცალ-ცალკე – ტექსტური რედაქტორები, ელფოსტის კლიენტები, ჩატ-კლიენტები, ბრაუზერები და ა.შ.

თუ ადამიანს სჭირდება ვინმესთან ერთად ერთობლივად დოკუმენტის შედგენა, მან ამისათვის უნდა გახსნას Word-ი, ჩაასწოროს დოკუმენტი, მერე სკაიპის საშულებით განიხილოს რაიმე დეტალები ვიზავისთან, მერე გადააგზავნოს ელფოსტის საშუალებით. და ამ ყველაფერის შემდეგ, თუ რომელიმეს მოუნდება გაიგოს თუ როგორ შეიქმნა დოკუმენტი, ის ამას ვერ შეძლებს. და აბა წარმოიდგინეთ, ორი კაცის მაგივრად, მაგალითად 8 ან მეტი ადამიანი (პირადად მე მქონდა ეგეთი შემთხვევა სულ ცოტა ხნის წინ, გემუგელები მიხვდებიან :)). საქმე უფრო გართულდება.

Google Wave-ი ბევრი სერვისის კომბინირებას ახდენს ერთ სერვისში, ე.წ. „ტალღების“ სახით. Google Wave-ი – ეს არის ურთიერთობის ახალი ფორმა დროში განფენილი დოკუმენტების საშუალებით. ეს დოკუმენტები შეგიძლიათ გადაფურცლოთ არა მარტო ზემოთ-ქვემოთ, არამედ წინ-უკან დროში (მაკისტები ამ მომენტში გაიხსენებენ Time Machine-ს, დაახლოებით იგივე სახით ხდება ფაილების დროში მოძებნა). მაგალითად, გია დაიწყებს რაიმე დოკუმენტის შედგენას, მერე მოვა თორნიკე და დაამატებს კომენტარს, პასუხად გია ჩაასწორებს დოკუმენტს და ასე შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ შეგიძლიათ იხილოთ ტალღის განვითარების მთელი ციკლი. შეგიძლიათ დააკომენტიროთ დოკუმენტის ნებისმიერი ელემენტი (აბზაცი, სურათი, ცხრილი და ა.შ.). ყველა, ვინც ტალღაშია ხედავს თუ რას აკეთებენ სხვები (სხვების დაწერილი კომენტარები და დოკუმენტის ჩასწორების ფაქტები რეალურ დროში გამოჩნდება ყველა მონაწილესთან). ასევე შეგიძლიათ მესამე პირებს გადაუგზავნოთ ბმული ამ ტალღაზე და თვქენი მეგობრები შეძლებენ ცოციას საშუალებით უკან გადაახვიონ ყველა მოქმედება, რაც ტალღაში მოხდა.

ტალღა შეიძლება იყოს უბრალოდ დოკუმენტი, ანდა შეიძლება მხოლოდ კომენტარებისაგან შედგებოდეს, მაშინ  ის ფორუმად იქცევა. თუ ყველა მომხმარებელი ხაზზეა – მაშინ ეს ჩეტია. თუ ცვილებების უფლება მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს – ეს უკვე ბლოგია. შეგიძლიათ გამორთოთ კომპიუტერი და დასაძინებლად წახვიდეთ, ხოლო მეორე დღეს ყველა ცვლილება ტალღაში შეფერადებული იქნება და ადვილად შეძლებთ ცვლილებების ნახვას.

ტალღის ექსპლუატაციაში გაშვებიდან ყველა ფორუმი, ბლოგი, ელფოსტა, სკაიპი, ვიკი და ა.შ. საფრთხეშია. გუგულის სერვისი ყველა ამ ძველს ერვისზე უკეთესი იქნება და ძალიან სწრაფად აკრეფს პოპულარობას. რათქმაუნდა, დღეს ჯერ კიდევ ნაადრევია წარმატებაზე საუბარი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ექსპერტების აზრს, დინამიური შიგთავსის ახალი ტენდენცია ახალი ტრენდი გახდება და მისკენ დაიწყებს სწრაფვას პროგრამული უზრუნველყოფის სხვა მწარმოებლებიც. თუნდაც იმიტომ, რომ უკეთესი ჯერ არ არსებობს. მოდით წარმოვიდგინოთ რომ გუგლი ხელიდან გაუშვებს ინიციატივას და მაიკროსოფტი გააკეთებს თავის ტალღას. ვინაიდან თვითონ ტალღა ღია პროექტია, რაც ითვალისწინებს მომხმარებელთა ანგარიშების გლობალურობას ყველა (პირადზეც კი) სერვერზე, მაიკროსოფტიც იძულებული იქნება ასევე ღია პროდუქტის გამოუშვას ბაზარზე. შედეგად ორივე პროდუქტი შეერწყმევა ერთმანეთს და დარჩება ერთიანი პლათფორმა.

ეხლა მოდით ცოტა ფანტაზია გავაბარძგალოთ. :)

თუ ისე მოხდება, რომ ტალღა პოპულარობას მოიხვეჭს, შესანსლავს ტვიტერს, ელფოსტას, ბლოგებს და მთელ ინტერნეტზე განეფინება, მაშინ ინტერნეტი როგორც ახლა ვიცით და ვიხნობთ უბრალოდ გაქრება. ნებისმიერ საიტზე და სერვისში საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი მომხმარებლის სახელი და პაროლი. ის რაც ვერ შეძლო OpenID-იმ, ტალღა უპრობლემოდ გააკეთებს.

მომხმარებელები თავისუფლად შეძლებენ ინტერნეტში ლივლივს, ისეთი მცნება როგორც „საიტი“ უბრალოდ გაქრება – ერთიდაიქგივე ტალღის წაკითხვის უამრავი ვარიანტი იარსებებს. დიახ, ეს იქნება ღია წყარო და ნებისმიერი შეძლებს ტალღისებური სერვერის შექმნას, მაგრამ ეს სერვერი სრულიად გამჭვირვალე იქნება.

Google Wave-ი ეს არის ახალი ინტერნეტი, ამიტომაც ყველამ, ვინც ცდილობს ამ სფეროში რაიმეს მიაღწიოს, უკვე უნდა იფიქროს მატარებელში შეხტომაზე – ჰორიზონტს იქეთ რაღაც ხდება!

4 კომენტარი;

  1. აუ, პლზ, მითხარი რა კომპში როგორ გავხსნა ჩემი დღიური, ძალიან მაინტერესებს. წინასწარ დიდი მადლობა!

    • კომპში გახსნა? რას გულისხმობ, ცოტა ვერ მივხვდი.
      ამ დღეებში დავდებ სახლემძღვანელოს თუ როგორ გავხსნათ პერსონალური ბლოგი. :)

  2. ვუყურე Google Wave-ის რევიუებს და პრეზენტაციებს, ძალიან მაგარი რამე იქნება. ერთი სული მაქვს როდის შევქმნი პირველ ექაუნთს :))))

    • ჰოო, სრულიად გეთანხმები! მაგარი რამეა.
      მე მთელი ჩემი ინფრასტრუქტურის გადატანასაც ვგეგმავ მაგ პლათფორმაზე

კომენტარები დახურულია.