Skip to content

ახლა წავაწყდი YouTube-ზე, მომეწონა :)

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=MDedb1Kgjys[/youtube]

ბლოგში დავამატე YouTube-ის და სხვა ჩადგმადი ვიდეო ჰოსტინგების მხარდაჭერა.

ახლა გამოვცადოთ:

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=F1GLOXfF5Fk[/youtube]

მმმშვენიერია!

Apple-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი სტივ ჯობსი კომპანიაში დაბრუნდება ივნისში, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი. ის დაიწყებს თავისი შემცვლელის ძებნას, რათა კომპანიიდან სამუდამოდ წავიდეს 2 წლის მერე. ასე თვლის ბარბარა კორტნი, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იწინასწარმეტყველა სტივის დაბრუნება 1997 წელს რამდენიმე თვის სიზუსტით.

დაბრუნდება თუ არა სტივი ეფლში — ეს არის საკითხი, რომელიც ბევრს აღელვებს, მომხმარებლებიდან დაწყებული აქციონერებით დამთავრებული. გამომცემლობა Cult of Mac ცდილობს იპოვნოს პასუხი, თუმცა ამისათვის ბაზრის მონაწილეებს არ მიმართავს. ამის მაგივრად ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს დაუჯერონ ბარბარას სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ 1985 წელს ჯობსმა დატოვა კომპანია და შექმნა ახალი NeXT. 1997 წელს, როდესაც ეფლი სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ის უკან დაბრუნდა. ბარბარას აზრით, ეფლის უფროსი ივნისში დაბრუნდება, თუმცა კომპანიაში დიდხანს არ დაყოფს.

2003 წელს სტივს აღმოუჩინეს კუჭქვეშა ჯირყვლის სიმსივნე. დღემდე საკმაო წამრმატებით უმკლავდებოდა ამ დაავადებას. მაგრამ 2008 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ გაუარესება იწყო, რამაც წარმოშვა აუარებელი ჭორები. 2009 წლის იანვარში ჯობსმა განაცხადა 6 თვიანი ბიულეტენის აუცილებლობაზე. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტივს ღვიძლი გადაუნერგეს, ვინაიდან მისი ღვიძლი მთლიანად დეგრადირებული აღმოჩნდა. იანვრიდან დღემდე სტივი არსად არ გამოჩენილა.

ამასწინად ცნობილი გახდა, რომ ივნისში დაგეგმილ WWDC-ის კონფერენციას წაიყვანს ფილ შილერი და არა ჯობსი. ბარბარა კორტნის აზრით, ჯობსი კომპანიაში დაბრუნდება მცირე ხნით, არაუმეტეს 2 წლისა. ეს დრო საჭიროა მისი შემცვლელის მოსაძებნად. „კომპანიის შემცვლელისათვის გადაცემა უკვე დაიწყო. ვფიქრობ, არსებობს ასეთი პიროვნება, რომელსაც ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ“, - აცხადებს კორტნი.

სავარაუდო შემცვლელად აქამდე ტიმ კუკი სახელდებოდა. ამ ეტაპზე ის ასრულებს სტივის მოვალეობებს. ბარბარას აზრით, ჯობსი ალბათ დაბრუნდება არა როგორც CEO. „სავარაუდოდ მისი როლი და თანამდებობა კომპანიაში განსხვავებული იქნება. ის ცდილობს გააკეთოს ისე, რომ კომპანია სულ უფრო ნაკლებად ასოცირდებოდეს მასთან. ბევრი დრო დასჭირდება ამისათვის? ვფიქრობ, რომ არა“.

კორტნიმ არ ისურვა ჯობსის ჯანმრთელობის დეტალური განხილვა. თუმცა მან გამოთქვა მოსაზრება, სტივის ჯანმრთელობის საკითხი დღემდე ვერ მოგვარდა. კონსულტაციების გაწევის 30 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ბარბარა კორტნი ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იწინასწარმეტყველა 1997 წელს წტივის დაბრუნება.

დღეს გამოვიდა პოპულარული მესენჯერის ორი ახალი ვერსია — სტაბილური 1.3.4 და პირველი ბეტა 1.4. როგორც ოფიციალურ ბლოგში წერია, 1.3.4-ში ცვლილებები ძირითადად კოსმეტიკური სახისაა: განახლებულია ბირთვი, აგრეთვე გასწორებულია Facebook-ის ჩადგმა.

უფრო საინტერესოა მეორე, ბეტა-ვერსია — 1.4. აქ დამატებულია ტვიტერის მხარდაჭერა, IRC-არხების მხარდაჭერა, აგრეთვე მთელი რიგი სიახლეები და განახლებები.

1.3.4 ვერსია ბოლო იქნება, რომელიც მხარს დაუჭერს Mac OS X 10.4.-ს ახალი 1.4. ვერსია, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია beta.adium.im-დან, მხოლოდ Mac OS X 10.5.-ზე იმუშავებს.

მოკლედ, გუშინ დიდი საბანკო დღე მქონდა.

სამი ბანკი მოვირბინე. ერთში (სტანდარტ ბანკში), ანგარიშზე ფული შევაგდე, ამაზონზე საყიდლებისათვის (უკვე შევუკვეთე, აი ეს: Western Digital My Passport). მეორეში (პროკრედიტ ბანკში) ანაბარი გავხსენი და ამის გარდა ვიზა კლასიკი შევუკვეთე, რომელიც სამ კვირაში ჩამომივა და თუ ერთმა ექსპერიმენტმა გაამართლა, ებაიზე ვაჭრობის საშუალებას მომცემს ;) და ბოლოს საქართველოს ბანკში ორანჯის განახლებაზეც მოვასწარი მისვლა და საქმის მოგვარება. ახლა ვზივარ და 2 საათი ფორუმზე ხალხს ვუხსნი, თუ რატომ არ შეიძლება პირატული პრდუქციის გამოყენება. სასაცილოა, ანბანური ჭესმარიტებების ახსნა რომ მიწევს!

თუმცა ამაზე არაა ჩემი დღევანდელი ჩანაწერი. უფრო სწორედ, ეს შესავალი იმისათვის დამჭირდა, რომ რამდენიმე დღეში შემოგთავაზოთ ისეთი პროგრამები, რომლებიც ჩვენს საყვარელ პლათფორმაზე საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ საოჯახო ბუღალტერია, დავითვალოთ შემოსავლები, დავინახოთ ხარჯები სხვადახვა ჭრილებში და ა.შ.

ეს ორი დღეა ვზივარ და ვარჩევ საოჯახო ფინანსების წაყვანის პროგრამებს. შედეგებს რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ.

საიტის სანავიგაციო პანელში დავამატე აიფონის პროგრამების მაჩვენებელი ვიჯეტი.

ამიერიდან შეგეძლებათ მუდმივად საქმის კურსში იყოთ აიფონის ბოლოს გამოშვებული პროგრამების შესახებ. :)

დღეს შევამჩნიე, რომ არხები ჩემს ბლოგში არ ახლდება. ანუ არც ფეისბუკში მიდის ახალი ჩანაწერები და არც არსად.

აქეთ ვეცი, იქეთ გავიქეცი, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

ამიტომ არხის მისამართი შევცვალე დროებით და ის ესე გამოიყურება: http://blog.gogelia.ge/feed იმედია, ახლა მაინც იმუშავებს.

დღეიდან გადავწყვიტე მოვახინო ჩემი ბლოგის ტრანსლირება ტვიტერის ქსელში. მოგეხსენებათ, ტვიტერი სულ უფრო პოპულარული ხდება, რატომაც არ უნდა ჩავერთოთ ჩვენც ამ ფერხულში? :)

ამ ტესტური ჩანაწერით შევეცდებით დავიწყოთ!

ჰო მართლა, ჩემი ტვიტერის მისამართია : http://twitter.com/delphiknight

ჩვენ ყველანი, გადამკვდარი მაკისტები, ბოლო წუთამდე ვიმედოვნებდით, რომ მიმდინარე WWDC 2009-ზე ვიხილავდით სტივ ჯობს. სამწუხაროდ იმედები გაგვიცრუვდა. Apple-ის ოფიციალურ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ მთავარ მოხსენებას კონფერენციაზე წელს წაიყვანს ფილ შილერი.

დეველოპერთა ყოველწლიური მსოფლიო კონფერენცია — WWDC, რომელსაც Apple-ი ატარებს, დაიწყება ძირითადი მოხსენებით ორშაბათს, რვა ივნისს, დილის 10 საათზე ადგილობრივი დროით. ძირითად მოხსენებას წაიყვანენ Apple-ის აღმასრულებელი დირექტორების გუნდი, ფილ შილერის, ვიცე-პრეზიდენტის მსოფლიო მარკეტინგის საკითხებში, მეთაურობით. WWDC-ზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები როგორც iPhone™ OS 3.0-ის, აგრეთვე Mac OS® X Snow Leopard™-ის შესახებ.

უკვე რვა ივნისს შესაძლოა ვიხილოთ ახალი ოპერაციული სისტემა, Snow Leopard დეველოპერების ვერსია, რაც ამ უკანასკნელთ საშუალებას მისცემს იხილონ არაჩვეულებრივი სიახლეები ამ ოპერაციულ სისტემაში, დაიწყონ თანამშრომლობა Apple-თან და თავიანთი პროგრამული პაკეტები გახადონ კიდევ უფრო უკეთესი.

ტექნიკურ კონფერენციებზე, რომლებიც დაეთმობა Snow Leopard-ს და Mac-ს, წარმოდგენილი იქნება ახალი ოპერაციული სისტემის ასობით სიახლე და სიღრმისეულად იქნება განხილული ყველა ტექნოლოგიური თავისებურება, 64 ბიტიანი არქიტექტურის, QuickTime® X-ის, შემდეგი თაობის მრავალბირთვიანობის და GPU-პროცესორების მხარდაჭერის ჩათვლით. ტექნიკურ კონფერენციებზე, რომლებიც მიეძღვნება iPhone OS 3.0-ს, წარმოდგენილი იქნება საწყისი და უფრო ღრმა საკითხები, რომლებიც ეხება iPhone OS 3.0 SDK-ს, რაც დეველოპერებს დაეხმარება უკეთ გაიგონ და სრულად გამოიყენონ ახალი API-ის ათასზე მეტი ახალი ფუნქცია.

WWDC-ის მონაწილეები მიიღებენ უნიკალურ შესაძლებლობას გვერდიგვერდ იმუშაონ Apple-ის ინჟირნებთან, მათთან ერთად გაარჩიონ სხვადასხვა საკითხები საწყისი წყაროს დონეზე, შიგნიდან იხილონ პროგრამის შექმნის პროცესი და აგრეთვე მიიღონ რჩევები ინტერფეისის დიზაინის შესახებ.

აგრეთვე კონფერენციის მონაწილეები შეძლებენ:

  • დაესწრნონ ასზე მეტ ტექნიკურ სესიას თემატიკის ფართო სპექტრით;
  • იხილონ Apple-ის ათასზე მეტი ინჟინრის პრეზენტაციები ;
  • მიიღონ შესაძლებლობა ქონდეთ ურთიერთობა ათასობით თანამოაზრესთან მსოფლიო მასშტაბით.

სხვადასხვა ბლოგერები ვერ თანხმდებიან საკითხში, თუ როდის იქნება წარმოდგენილი ახალი iPhone-ი. ზოგიერთი თვლის, რომ Apple-ი, უკვე დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ჯერ მოგვიყვება Snow Leopard-ის სიახლეებზე და იმავწუთს წარმოგვიდგენს ახალ ტელეფონს, სხვები თვლიან, რომ ახალ მოწყობილობას მოგვიანებით, როდესაც გამოჯანმრთელდება, თვით სტივი წარმოგვიდგენს და ეს მოხდება ივნისის ბოლოს.

Mac Daily News-ის რედაქცია ჯერ კიდევ იმედოვნებს სტივის ნახვას აღამასრულებელი დირექტორების გვერდით, თუმცა არ უარყოფს, რომ ეს ნაკლებ შესაძლებელია: სტივის ბიულეტენი ოფიციალურად ივნისის ბოლომდე გრძელდება და ეს ფაქტია.