AT&T იწყებს არასუბსიდირებული iPhone-ების გაყიდვას 26 მარტიდან

ამერიკული ფიჭური ოპერატორი იწყებს არასუბსიდირებული iPhone-ების გაყიდვას. ტელეფონი გაიყიდება ოპერატორის ქსელზე მიბმის აუცილებლობის გარეშე და გაყიდვები დაიწყება 26 მარტიდან.

საერთოდ , AT&T ამის შესახებ ჯერ კიდევ 8.5 თვის წინ იძახდა, მაგრამ მხოლოდ ახლა გაირკვა განბლოკილი ტელეფონის გაყიდვის თარიღი.

რაც შეეხება ფასებს, განბლოკილი iPhone 3G 8 გბაიტიანი ეღირება 599 დოლარი, ხოლო 16 გბაიტიანი — 699 დოლარი.

პირადად ჩემთვის ფრიად სასიამოვნო სიახლეა, ვინაიდან უპრობლემოდ შემიძლია ამერიკიდან ჩამოტანა.