რატომ არაა ვალდებული სტივ ჯობსი ილაპარაკოს თავის ჯანმრთელობაზე

ჩემი აზრი სტივ ჯობსის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით თქვენთვის ალბათ უკვე გასაგებია. ინვესტორებისათვის მის ჯანმრთელობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად ამ ინფორმაციის დამალვა ან/და მანიპულირება შეიძლება აღქმული იყოს როგორც კომპანიის აქციათა კურსზე ზემოქმედება. ღიად რჩება საკითხი, ჰქონდა თუ არა ადგილი ინფორმაციის დამალვას და მანიპულრიებას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ კომპანია Apple-ის ისტორიას, სრულიად დასაშვებია ვიფიქროთ, რომ ასე შეიძლება მომხადარიყო.

თუმცა არსებობს განსხვავებული თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს გთავაზობთ. მტყუანს და მართალს დრო გვიჩვენებს. მანამდე ჩვენ სტივს ვუსურვოთ მალე გამოჯანმრთელება.

როდესაც ამასწინათ სტივ ჯობსმა განაცხადა შევბულებაში გასვლის შესახებ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ზოგიერთმა კრიტიკოსმა იმწუთასვე ყვირილი მორთო, რომ სტივ ჯობსი და Apple-ი რაღაცას მალავენ მისი ჯანმრთელობის შესახებ. ზოგიერთმა ისიც კი ივარაუდა, რომ Apple-ის დირექტორთა საბჭო შეგნებულად მალავდა ამის შესახებ ინფორმაციას, რათა არ მომხადარიყო უარყოფითი ზეგავლენა აქციათა კურსზე. თუმცა უმჯობესია დავინახოთ მეტი, ვიდრე ვაი-ჟურნალისტთა ნაჯღაბნი და რეალურად გავაანალიზოთ იურიდიული ვალდებულებები (თუ რათქმაუნდა ასეთი არსებობს), რომლის მიხედვითაც ჯობსი და Apple-ი ვალდებულნი არიან გამოაქვეყნონს ასეთი ინფორმაცია.

კანონმდებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ არ შეიცავს მკაფიო წესებს, რომლებიც შეიძლება ითხოვდნენ კომპანიის ხელმძღვანელებისაგან ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას. მაგრამ ხელმძღვანელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვნილი იყოს, თუკი ასეთი ინფორმაცია საინტერესოა რაციონალური ინვესტორისათვის და თუკი ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზეგავლენას ახდენს ამ ხელმძღვანელის მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულებაში.

ჯობსის ჯანმრთელობის მდგომარეობა რათქმაუნდა ფრიად მნიშვნელოვანია Apple-ის აქციონერებისათვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სტივის ყოველი დაცემინების შემთხვევაში Apple-მა პრეს-რელიზი უნდა გამოაქვეყნოს. ამჟამად სიტუაცია გაცილებით უფრთო რთულადაა და სტივ ჯობსის მდგომარეობა, როგორიც არ უნდა იყოს ის, მოქმედებს მის მიერ კომპანიის მართვაზე.

ზოგიერთი ჟურნალისიტი აცხადებს, რომ სტივმა და დირექტორთა საბჭომ იცოდა ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა, მაგრამ შეგნებულად მალავდა კვირეების განმავლობაში. ზოგიერთი იმასაც კი ვარაუდობს, რომ ამას შესაძლოა აქციონერებისაგან სასამართლო სარჩელები მოჰყვეს.

ჯერ ერთი, ჩვენ არ შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა სახის ინფორმაცია ჰქონდა დირექტორთა საბჭოს, ამიტომ არგუმენტი, რომ საბჭომ აქციონერები შეცდომაში შეიყვანა, უსაფუძვლოა. მეორეც, მართალია სტივ ჯობსმა მოკლე ხანში საკმაო წონა დაკარგა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ჯობსმა იცოდა, თუ რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი. უფრო სწორედ, სტივის მკურნალმა ექიმებმა ვერ შეძლეს დაედგინათ წინოს კლების მიზეზი. რა შეეძლო ეტქვა ჯობს ამ შემთხვევაში დირექტორთა საბჭოსათვის გარდა იმისა, რომ ყველაფერი კარგადაა?

როდესაც ჯობსმა პირველად განაცხადა საზოგადოების წინაშე ჰორმონალური დისბალანსის შესახებ, მან დასძინა, რომ წონის კლება „ამოუცნობი იყო მისთვის და ექიმებისთვისაც“. სტივი ამტკიცებს, რომ შემდგომი ტესტირების შედეგად ექიმები „ფიქრობენ, რომ იპოვნეს მიზეზი“. თუ ექიმებმა, რომლებიც მკურნალობენ მას, ვერ შეძლეს სტივის მდგომარეობის დიაგნოსტირება, რა ინფორმაცია შეეძლო მას მიეცა საბჭოსათვის?

შეიძლება მავანმა იკითხოს „იქნებ ექიმებმა ჰორმონალური დისბალანსი მას დაუდგინეს 9 კვირის წინ? იქნებ დირექტორთა საბჭო იყო საქმის კურსში? განა მათ არ უნდა გაეცათ აღნიშნული ინფორმაცია?“

არა, არ იყვნენ ვალდებულნი.

ინფორმაციის გაცემის ვალდებულება დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი პირობები არსებითად მოქმედებენ ხელმძღვანელზე შეასრულოს თავისი ვალდებულებები. ჯობსი თავის პირველ წერილში ამბობს, რომ „კვების ამ პრობლემის მკურნალობა საკამოდ ადვილია“. თუ დავუჯერებთ სტივის სიტყვებს, არც ის და არც დირექტორთა საბჭო არ იყვნენ ვალდებულნი ეცნობებინათ საზოგადოებისათვის რაიმე, რამეთუ ისინი თვლიდნენ, რომ სტივის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადვილად გამოსწორებადია და ვერ იმოქმედებს კომპანიის ხელმძღვანელად ფუნქციონირებაზე.

პირველი წერილიდან ერთი კვირის შემდეგ, ჯობსმა დაწერა, რომ ის აპირებს შვებულებაში გასვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვინაიდან გაირკვა, რომ მისი „მდგომარეობა უფრო რთული აღმოჩნდა“, ვიდრე თავიდან ვარაუდობდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენი დრო დასჭირდათ ექიმებს წონის კლების მიზეზის დასადგენად, სრულიად დასაშვებია ვივარაუდოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „მოძრავი სამიზნე“ იყო.

მიუხედავად ამისა, თუმცა ჯობსის მდგომარეობა ასე მკვეთრად გაუარესდა, ხალხი ადანაშაულებს ჯობს და Apple-ს რაღაც მასიურ მიზანმიმართულ კამპანიაში საზოგადოების დეზინფორმაციისათვის. თუ ჯობსმა არ მოიტყუა, მაშინ როგორ შეიძლება მისი და დირექტორთა საბჭოს დადანაშაულება რაიმეში? დაუჯერებელია, როგორ ესხმიან თავს Apple-ს და სტივს, იმის გამო, რომ მათ არ განაცხადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მაშინ, როდესაც ჯობსის მკურნალ ექიმებსაც კი გაუჭირდათ დიაგნოზის დადგენა ბოლო წუთამდე.

დასასრულს ვიტყვი, რომ სტივს ძალიან უყვარს Apple-ი და ამავდროულად მან გადაწყვიტა გააკეთოს მცირე შესვენება მკურნალობისათვის. ამიტომაც უნდა მივცეთ მას შესაძლებლობა დაისვენოს და ნორმალურად იმკუნალოს.