რა იქნება Apple სტივ ჯობსის გარეშე?

დღეს მინდა შემოგთავაზოთ Newsweek-ის ჟურნალისტის, დენ ლაიონსის სტატია, რომელშიც ავტორი აკრიტიკებს სტივის საქციელს ჯანრმთელობის მდგომარეობაზე დუმილის გამო. მართალია ჯობსმა სულ მცირე ხნის წინ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ორიოდე სიტყვით გვამცნობს, რომ ის პრინციპში წესრიგშია, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. მაგრამ ესეც კი არ არის მთავარი — დენის კრიტიკა ძირითადად ეხება სტივის მხრიდან „ძალაუფლების გადაცემის“ მკაფიო სტრატეგიის არქონას. ლაიონსი სტივ ჯობს ადარებს მაიკროსოფტის ლიდერს, ბილ გეიტს და მაგალითად მოყავს ამ უკანასკნელის მხრიდან ძალაუფლების გადაცემის სტრატეგია. უნდა ითქვას, რომ შედარება აშკარად არა სტივის სასარგებლოა.

მაშ ასე, აი რას წერს დენ ლაიონსი: შეტყობინებები ჯობსის ჯანმრთელობის შესახებ მაგონებს ძველ, წვერებიან ანეგდოტს გენერალისიმუს ფრანცისკო ფრანკოს შესახებ “Saturday Night Live”-ში 70-იან წლებში. მაშინ შევი ჩეიზი (Chevy Chase) ამცნობდა მაყურებლებს, რომ “გენერალისიმუსი ფრანცისკო ფრანკო კვალავაც ცოცხალია” — ერთგვარი ხუმრობა შავი იუმორის სერიიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, როდესაც ახალი ამბების სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანკო კვლავაც ცოცხალი იყო. ასევე ვიცით ჯობსის შესახებ. ჩვენ ეს ვიცით, ვინიდან მოკლე და საკმაოდ უკმაყოფილო წერილი გამოქვეყნდა Apple-ის საიტზე სტივის ხელმოწერით. ამ წერილში ჯობსი აღიარებს, რომ მან დაკარგა საკმაო წონა ბოლო წლის განმავლობაში და ამბობს, რომ ექიმებმა როგორც იქნა მიაგნეს ამის მიზეზს — ჰორმონალური დისბალანსი ყოფილა თურმე ამის მიზეზი. ეხლა ის მკურნალობს და წესით მალე უნდა დაიწყოს წონაში მომატება, ვარაუდოდ გაზაფხულისათვის ის გამოჯანმრთელდება. ჯობსი წერილს ამთავრებს სიტყვებით: “ამით მე იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე მინდოდა მეთქვა და სულ ესაა, რის თქმასაც ვაპირებ”.

არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ჯობს შეიძლება კუჭქვეშა ჯირყვლის კიბოს რეციდივი ჰქონოდა, რის გამოც 4 წლის წინ მას ოპერაცია გაუკეთდა. ამ წერილში სიმსივნეზე საერთოდ არაფერია ნათქვამი. აქედან ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ სტივს არა აქვს კიბოს რეციდივი. ყოველ შემთხვევაში ასე აღიქვეს ვოლ სტრიტზე, სადაც Apple-ის აქციებმა მოიმატეს 4 დოლარით. შეშფოთება ჯობსის ჯანმრთელობის გამო მაკ-საზოგადოებაში გასული წლის ივნისში დაიწყო, როდესაც გამხდარი და ავადმყოფური გარეგნობის მქონე სტივი გამოჩნდა კონფერენციაზე. მალე აგორდა სხვადასხვა ჭორი, თითქოს გაზაფხულზე მას განმეორებით გაუკეთდა ოპერაცია. ივლისში სტივმა “არაოფიციალური” ინტერვიუ მისცა New York Times-ის ჟურნალისტს, რომელიც პირდაპირ ჟურნალისიტის გალანძღვით დაიწყო, უწოდა რა მას “ლორწოთი სავსე სათლი” და სასხვათაშორისოთ დაამატა, რომ არ ყოფილა სერიოზულად ავად. ამ თემამ კვლავ წამოყო თავი რამდენიმე კვირის წინ, როდესაც Apple-მა გვამცნო, რომ სტივ ჯობსი არ გამოვიდოდა სიტყვით ყოველწლიურ კონფერენციაზე Macworld.

უფრო სერიოზული კთხვა, რომელზეც Apple-ს არ შეუძლია აზრიანი პასუხის გაცემა – ეს არის კითხვა Apple-ში ხელისუფლების გადაცემის შესახებ. ჯობსმა სთქვა, რომ ის რჩება მართვის სადავეებდთან ამ ეტაპზე. ვინ იქნება მემკვიდრე? არავინ იცის. შეადარეთ ეს იმას, თუ როგორ მოაწყო Microsoft-მა ძალაუფლების გადაცემის კამპანია ბილ გეიტსისგან სტივ ბალმერზე. გეიტსი, როგორც ყველას კარგად გვახსოვს, ისევე იყო დაკავშირებული Microsoft-თან, როგორც ჯობსი Apple-თან. მიუხედავად ამისა, ბილმა მაინც შეძლო კომაპნიიდან წასვლა და ამით ქვეყნის დასასრული არ გამოუწვევია. Microsoft-მა მიაღწია ამას, დაიწყო რა ხელისუფლების გადაცემის პროცესი რამდენიმე წლით ადრე. ამისათვის ბალმერი დაინიშნა ხელმძღვანელად, მას მიენიჭა გადაწყვეტილების მიღების უფლება მაშინაც კი, როდესაც გეიტსი კვლავაც რჩებოდა კომპანიის ხელმძღვანელად. იმ დროისათვის, როდესაც ბილი ოფიციალურად წავიდა, 2008 წლის ივნისში, მისი წასვლა სრულიად უმტკივნეულო იყო. ჯობსი, გეიტსისაგან განსხვავებით, როგორც სჩანს არ აპირებს Apple-ის დატოვებას. სტივის სამყაროში ყველაფერი უნდა ბრუნავდეს მის გარშემო. არა Apple-ის გარშემო. არა აქციონერების გარშემო. თავიდან ის სდუმს მისი ჯანრმთელობის მდგომარეობის გარშემო გამოთქმული შეშფოთების გამო, შემდეგ თავს ესხმის ჟურნალისტებს, ბოლოს – აქვეყნებს უკმაყოფილო წერილს, სადაც ახსნის მდგომარეობას და რომ „მე ამ 11 წლის განმავლობაში მთლიანად დავიხარჯე Apple-ისათვის“. როდესაც ის წავა, მას დაიმახსოვრებენ როგორც დიად გენიოსს და ფხუკიან და ეგოსტურ „ნარცისს“, საკუთარი თავის არაჩვეულებრივი თვითშეგრძნებით და სამწუხაროდ სამყაროს ვიწრო ხედვით. როგორც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, მაგრამ ბილ გეიტსი, მისი მთავარი მოწინააღმდეგე, ისტორიაში დარჩება როგორც კლასიკური ლიდერი.

დიახ, გეიტსი უშვებდა (და მისი კომპანია ეხლაც უშვებს) არცთუ ხარსხიან პროგრამებს, მაგრამ მას კარგი ყნოსვა გააჩნდა იამზე, რომ ამ ცხოვრებაში მარტო კომპიუტერები არაა მთავარი და რომ სამყარო მის გარშემო არ ბრუნავს. და რომ ცხოვრების ბოლო წლები და ნაშოვნი მილიარდები მან დახარჯა ღარიბ-ღატაკთა დახმარებაზე და არა რეპორტიორებთან და Apple-ის ფანატებთან კატა-თაგვობანას თამაშში.