დიდ ბრიტანეტში უკონტრაქტო iPhone 3G ღირს £350

ბრიტანულ კავშირგაბმულობის კომპანია O2 აცხადებს ფასებს iPhone 3G-ზე და მომსახურების პაკეტებზე კონტრაქტის გაფორმების გარეშე. შეძენის ასეთი ვარიანტი ხელმისაწვდომი გახდება 16 სექტემბრიდან.

8-გბაიტიანი მოდელის ფასი იქნება £350, 16-გბაიტიანისა £50-ით უფრო ძვირი. ნებისმიერი ვარინტის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს უფასოდ ერთწლიან წვდომის უფლებას ინტერნეტში Wi-Fi-ს მეშვეობით.

Apple-მა 8 მილიონზე მეტი iPhone გაყიდა

კომპანია Apple-ის ახალი რეკორდი – 8 მილიონი გაყიდული iPhone-ი. ამაზე მეტყველებს კომპანია Investor Village-ის სპეციალისტების გათვლები. მათი მონაცემები დაფუძნებულია დატვლილი IMEI-ს რაოდენობაზე.

IMEI – ეს არის უნიკალური ნომერი ტელეფონში, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მისი ერთსახად იდენტიფიცირებისათვის. IMEI-ს მეშვეობით შესაძლებელია დავადგინოთ მწარმოებელი, ტელეფონის მარკა, პარტიის ნომერი და თვითონ ტელეფონის საქარხნო ნომერი.

ამ დათვლებმა აჩვენა, რომ აგვისტოს ბოლოს გაყიდული iPhone 3G-ის რაოდენობამ შეადგინა 5.6 მლნ. ეგზემპლარი. კიდევ 2.4 მლნ. ტელეფონი გაიყიდა პირველი თაობის. საერთო ჯამში გაყიდულია 8 მლნ ტელეფონი 2008 წელს.

შეგახსენებთ, რომ Apple-ს დასახული აქვს წლის ბოლომდე 10 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვა.

რა აკეთოს სტივ ჯობსმა სიკვდილის წინ

არსებობს ასეთი ფილმი – “Things to Do in Denver When You’re Dead”. საბედნიეროდ, პლანეტის ყველა დანარჩენ მცხოვრებს არა აქვთ ასეთი ხისტად მონიშნული ვადები სიცოცხლისა, როგორც ფილმის მთავარ გმირს. მიუხედავად ამისა, ცას, რომ იტყვიან, ვერავინ გამოეკერება და მაქსიმ, რასაც განგება გვიბოძებს, არის 70 წელი, მაქსიმუმ 100 წელი. არც თუ ისე ბევრია.

კომპანია Apple-ის აქციონერებისათვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია – თემა “კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს სტივი” ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა. წინა კვირას, მაგალითად, სააგენტომ Bloomberg შეცდომით განათავსა სტივის ნეკროლოგი.შეცდომა მალე აღმოაჩინეს, მაგრამ არასასიამოვნო და უხერხული სიტუაცია იყო ნამდვილად. მეორე სიკვდილი სრულიად რეალური იყო – ამ დღეებში გარდაიცვალა დეივ ფრიმანი (Dave Freeman), ავტორი წიგნისა “100 Things to Do Before You Die”. Forbes-ის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს პატივი მიეგოთ გარდაცვლილისათვის ცოტა უცნაური ხერხით. მათ გამოაქვეყნეს იმ ხუთი პუნქტისაგან შემდგარი სია, რომელიც უნდა გააკეთოს სტივმა გარდაცვალებამდე. მაშ ასე:

  • პლანშეტური კომპიუტერი. Apple-ი დროდადრო საუბრობს იმის შესახებ, რომ iPod touch-ი არ იქნება ერთადერთი მოწყობილობა, iPhone-თან ერთად, რომელშიც იარსებებს multi-touch ტექნოლოგია. Apple-ისაგან უკვე ყველა დიდი ხანია ელოდება ახალ პროდუქტს, რომელსაც აღწერენ როგორც თხელ, მსუბუქ ინტერნეტ-პლანშეტს ქსელში საძრომიალო, ვიდეოს საყურებელ და მულტიმედია შიგთავსის შესანახი ინტერფეისით.
  • ტელევიზორი. მართალია, Forrester Research-ის ანალიტიკოსებმა უარყვეს ეს იდეა, მაგრამ სხვები, მაგალითად Apple-ის ერთ-ერთი თანადამფუძნბელი, სტივ ვოზნიაკი, ვარაუდობს, რომ Apple-ი მუშაობს ტელევიზორის საკუთარი მოდელის გამოშვებაზე.
  • დისტანციური მართვა. Apple-მა ნაწილობრივ ეს იდეა უკვე განახორციელა, iPhone-ის და iPod touch-ისათვის დაწერილი პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია Mac-კომპიუტერზე და Apple TV-ზე მედია-შიგთავსის მარვა. სენსორული მართვის პულტი გახდება Apple-ის შემდეგი ნაბიჯი “ციფრული ბინის” დაპყრობაში.
  • ციფრული წიგნი. ელექტრონული წიგნი Kindle Amazon-ისაგან – საინტერესო მოწყობილობაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ შეიძჲნოთ წიგნები ინტერნეტ-მაღაზიაში ღილაკის ერთი დაჭერით. როგროც ჟურნალისტები ვარაუდობენ, ელექტრონული წიგნის წაკითხვის შესაძლებლობის არქონა iPod-ში შემთხვევეითი არაა.
  • პერსონალური კომპიუტერი – კიდევ ერთხელ. ჯობსს არ გამოუგონებია გრაფიკული გარსი და თაგუ, მან უბრალოდ პირველად ისტორიაში გამოიტანა ეს ტექნოლოგიები კომერციულ გაყიდვებში და ამით შეცვალა მთელი ბაზარი. ჯობს შეუძლია მოახდინოს კიდევ ერთი გლობალური გადატრიალება კომპიუტერულ ინდუსტრიაში.

Apple ადასტურებს 9 სექტემბრის კონფერენციას

Apple-მა დააგზავნა სპეც. მოსაწვევები Special Event კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება 9 სექტემბერს, ანუ დაახლოებით ერთ კვირაში. მოსაწვევის გარეგანი სახე შეგიძლიათ სურათზე.

ღონისძიება ჩატარდება Yerba Buena Center for the Arts-ში სან-ფრანცისკოში დილის 10 საათზე ყნარი ოკეანის დროით. მოსაწვევის გარეგანი სახე ადასტურებს ჭორებს იმის შესახებ, რომ ძირითადში საუბარი იქნება iPod-დამკვრელების შესახებ. შეგვიძლია თითქმის დარწმუნებით ვთქვათ, რომ ჩვენ ვიხილავთ მეოთხე თაობის iPod Nano-ს.

Psystar ადანაშაულებს Apple-ს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში

კომპანიამ Psystar-მა, როგორც ადრე აღნიშნა, შეეცადა გამოეყენებინა სასამართლო გარჩევაში ანტიმონოპოლიური მოტივები.

Psystar-ი აწარმოებს და ყიდის ე.წ. „მაკის კლონებს“ — PC-კომპიუტერებს, რომლებზეც შესაძლებელია Mac OS X Leopard-ის დაყენება. ამის გამო Apple-მა სასამართლოში უჩივლა Psystar-ს და დაადანაშაულა ეს უკანასკნელი საავტორო უფლებების დარღვევაში.

Psystar-ი თვლის, რომ Apple-ი არასწორია.

Psystar-ი აპირებს თავი დაიცვას და დაამტკიცოს, რომ Apple-ი იყენებს თავისი ოს-ის მიბმას საკუთარ აპარატურულ პლათფორმაზე, როგორც კონკურებტული ბრძოლის უკანონო საშუალებას.

Apple გაავრცელებს თავის პროდუქტებს სასტუმროების საშუალებით

კომპანიამ Apple დაიწყო თავისი პროდუქტების გავრცელება მსოფლიოს მსხვილი სასტუმროების ქსელების საშუალებით. ამისათვის სასტუმროების ქსელში City Inn დიდ ბრიტანეტთში დაგეგმილია iMac-ის დაყენება თითოეულ ნომერში.

რათქმაუნდა, ეს სასტუმროები არ არის იაფი – ღამე აქ ჯდება მინიმუმ $250.

სავარაუდოდ, მარკეტოლოგების აზრით, მომხმარებლები უნდა დარწმუნდნენ ამ მოწყობილობების უპირატესობაში და სახლში დაბრუნების შემდგომ დაინტერესდნენ მათი შეძენით.

Apple ქმნის უცნობ მოწყობილობას სენსორული მართვით

და კვლავ ჭორები Apple-ის პროდუქტების შესახებ – ამჯერად ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple-ი ქმნის ახალ პლანშეტურ კომპიუტერს მონაცემების მულტისენსორული შეტანის საშუალებით.

პატენტში აღწერილია საშუალო ზომის პორტატული მოწყობილობა – დაახლოებით წიგნის ზომა. მოწყობილობა აღჭურვილია სენსორული ეკრანით, რომელიც მოწყობილობის მთელ ფართობს იკავებს ცალი მხრიდან.

აგრეთვე კომპანიამ Apple წარმოადგინა ამ მოწყობილობისათვის თავისი ოპერაციული სისტემის მოდიფიცირებული ვარიანტი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ გათვალისწინებული იქნება მოწყობილობის თითით მართვა. ამის გარდა, მომავალში მოწყობილობაზე შესაძლებელი იქნება მართვის სხვადასხვა ელემენტების გამოჩენა.

Mac OS X იპყრობს კორპორატიულ ბაზარს

კომპანია Apple-ი აკრძელებს თავისი წილის გაზრდას კორპორატიულ ბაზარზე. თანახმად ანალიტიკოსის ბენ გრეის (Ben Gray) მონაცემებისა, Mac OS X-ის კორპორატიულ ბაზარზე წილი 2007 წელთან სედარებით გაიზარდა თითქმის ოთჯერ. წინა წელს კომპანიის პროდუქტების (კომპიუტერები იგულისხმება) წილი შეადგენდა 1,2%, ეხლა ის უდრის 4,5%.

ანალოგიური მონაცემები მოჰყავს კომპანიას ChangeWave Research-ს სმარტფონებთან მიმართებაში – გამოკითხვის შედეგად გამოირკვა, რომ კომპანიის მომხმარებელთა 17% უპირატესობას ანიჭებს iPhone 3G-ს.

კომპანიების რიცხვი, რომლებიც აპირებენ Apple-ის პროდუქტების შეძენას, 17%-ს მიაღწია.

Apple გლობალურ განახლებას ამზადებს

კომპანია Apple-ი უახლოეს დროში ამზადებს პრაქტიკულად ყველა თავისი პროდუქტის განახლებას. ჟურნალისტებისათვის განკუთვნილ სპეციალურ ღონისძიებაზე, Apple Special Event, სტივ ჯობსი გეგმავს მოყვეს მომავალ სიახლეებზე – iPod nano-ს ნანატრ ახალ მოდელზე, აგრეთვე – ახალ უცნობ მოწყობილობაზე multi-touch ეკრანით.

ამის შემდეგ კომპანია Apple-ი გეგმავს განაახლოს პორტატული კომპიუტერების მთელი ხაზი – ეს მოხდება ერთი თვის შემდეგ. ხმები დადის, რომ ახალი MacBook-ი ახალი ალუმინის კორპუსით იქნება აღჭურვილი, შეიცვლება აგრეთვე MacBook Pro-ც – უფრო მომრგვალებული გახდება.

აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ MacBook Pro-ს შესაძლოა ექნება ახალი აკუმულატორი. აგრეთვე შესაძლებელი გახდება ხისტი დისკის შეცვლა.

და მესამე სიახლე – iMac კომპიუტერები. გარეგანი სახე არ შეიცვლება, მაგრამ ალბათ გაუმჯობესდება წარმადობა.