iPhone Software 2.0 უკვე გატეხეს

iPhone-ის ახალი ოპერაციული სისტემა — iPhone Software 2.0 — უკვე გატეხილია არაოფიციალური პროგრაემების დასაყენებლად და ნებისმიერ ქსელში სამუშაოდ. ავტორები როგორც ყოველთვის ცნობილი ჰაკერული ჯგუფის iPhone Dev Team-ის წევრები არიან.

Dev Team-ის განცხადებით, ამ ვერსიის გატეხვაზე სამუშაოები ჯერ კიდევ მისი ბეტა-ვერსიიდან მიმდინარეობდა.

ჰაკერები აპირებენ გამოუშვან დასრულებული გადაწყვეტილება, რომელიც დაგეხმარებათ ახალი ტელეფონის განბლოკვა/გატეხვაში.

წყარო: Gizmodo