Apple-მა შეიძლება სლაიდერი გამოუშვას

ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპნიამ Apple ზოგიერთ ტოპ-მენეჯერს წარუდგინა iPhone-ის ახალი ტიპი – ის იქნება სლაიდერის ფორმის გამოსაწევი კლავიატურით.

ასეთი შეტყობინება შეიძლება რევოლუციურად ჩაითვალოს იმ მიზეზით, რომ ვერავინ წარმოიდგენდა აიფონს ფიზიკური კლავიატურით. შესაძლოა ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ბევრმა ვერ აუღო ალღო ახალი ტიპის სენსორულ ეკრანს (საწყლები!) და მათ ურცევნიათ ჩვეულებრივი ტიპისტელეფონთან მუშაობა.

თუმცა ამ მოდელს სპეციალისტები საკმაოდ სკეპტიკურად აფასებენ. სენსორული ეკრანი ხომ მთავარი სიახლეა ამ ტელეფონში და ადრეული ინტერფეისის მატარებელი ტელეფონის გამოშვებამ შესაძლოა მისადმი ინტერესის ვარდნა გამოიწვიოს.