Intel იმედგაცრუებულია Apple-ის უარით Atom-ის გამოყენებაზე

Intel-ის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ბრიფინგზე გამოსვლისას, კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა პატრიკ გელსინგერმა გამოთქვა თავისი იმედგაცრუება Apple-ის გადაწყვეტილებით არ გამოიყენოს პროცესორი Atom -ი ახალი მოდელის ტელეფონებში და სხვა მედია-მოწყობილობებში, ახლახანს შეძენილი კომპანიის P.A. Semi-ს პროდუქციის სასარგებლოდ.

„Apple-მა გადაწყვიტა არ გამოიყენოს ჩვენი პროცესორები თავის პლათფორმაში, — თქვა გესლინგერმა. — ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ“.

შეგახსენებთ, ივნისში სტივ ჯობსმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა , რომ ახლად შეძენილი კომპანია P.A. Semi გამოუშვებს პროცესორებს iPhone-ისა და iPod-ისათვის და არა მაკ-კომპიუტერებისათვის. რამდენიმე თვის წინ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple-ი განიხილავდა Atom პროცესროების გამოყენების შესაძლებლობას iPhone-ში.

წყარო: Forbes