Mariner Calc —Excel-ის ფაილების რედაქტორი iPhone-ში

კომპანია Mariner Software–მა დაადასტურა, რომ iPhone–ისთვის, Microsoft Excel–ის ფაილებთან თავსებადი, ელექტრონული ცხრილების რედაქტორის გამოშვებას გეგმავს.

კომპანიის სიტყვებით, ჯერჯერობით პროგრამა სახელწოდებით Mariner Calc for iPhone შორსაა ფინალური ვერსიისგან, მაგრამ მისი მეშვეობით უკვე შესაძლებელია 32 000 სვეტის და მილიონი სტრიქონის შემცველი დოკუმენტების ნახვა და რედაქტირება. Mariner Calc წარმოადგენს მრავალგვერდიანი დოკუმენტების მხარდაჭერიან CocoaTouch-დამატებას, მუშაობს დიაგრამებთან და ობიექტებთან. გავრცელების პირობები და გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: Mariner Software