EA გამოუშვებს „Spore-ის არსებათა ლაბორატორიას“ Mac-ისათვის

კომპანიამ Electronic Arts გამოუშვა Spore Creature Creator-ის Mac-ვერსია — ჯერ კიდევ არგამოშვებული, მაგრამ უკვე ლეგენდარული თამაშის Spore-ის დემო.

Spore Creature Creator-ში ნაჩვენებია ერთ-ერთი ხელსაწყო, რომელიც საშუალებას გვაძევს შევქმნათ სხვადასხვა არსებები. ამისათვის მოთამაშემ უნდა შეაერთოს სხეულის საჭირო ნაწილები სასურველი თანმიმდევრობით, მიუთითოს კანის ფაქტურა და ფერი და პროგრამა გააცოცხლებს ამ არსებას. პროგრამის უფასო ვერსიაში ხელმისაწვდომია არსებათა მხოლოდ 25%.

Spore Creature Creator-ის ფასია — $10, უფასო საცდელი ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან (197 მბაიტი).

წყარო: Spore