Sculptor 1.0 — გააღვიძეთ მოქანდაკე თქვენში

გამოვიდა კიდევ ერთი მხიარული დამატება, რომელიც თავს მოქანდაკედ გაგრძნობინებთ. გაატარეთ თითი ვირტუალურ თიხის ზედაპირზე და დაინახავთ როგორ დეფორმირდება იგი, თითქოს მართლაც თიხისგან ძერწავთ. თუკი ქმნილების განადგურება გსურთ შეანჯღრიეთ iPhone და დაიწყეთ თავიდან. Sculptor 1.0–ში ხორცი შეესხა iPhone–ისთვის OpenGL ტექნოლოგიის პრაქტიკულ შესაძლებლობებს. ეს დამატება პირველ რიგში სწორედ OpenGL–ის გამოყენების გამოა საინტერესო.

დამატება მდებარეობს რეპოზიტორიუმში iSpazio, კატეგორიაში Toys.

ძერწეთ და არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *