Microsoft-მა iPhone-ის ინტერფეისი დააპატენტა

როგორც გაირკვა Microsoft–მა დააპატენტა iPhone–ის ინტერფეისი, Apple–ის მიერ ტელეფონის ოფიციალური რელიზის შემდეგ. თანდართულ ნახაზებზე თვალის ერთი გადავლებით ჩანს, თუ საიდან მოუვიდათ პატენტის შემქმნელებს იდეები.

პატენტის სახელწოდებაა „Extensible Filtered Lists for Mobile Device User Interface“, თარგმანში „მობილური მოწყობილობების მომხმარებლის ინტერფეისის გაფართოებადი დაფილტრული სიები“.

Microsoft–ის იჟინრებს სურთ დამატებების და მომსახურებების წვდომა, იმგვარი ჯგუფებისა და სიების საშუალებით განახორციელონ, რომლებშიც გაერთიანებული იქნება ლოგიკურად დაჯგუფებული ქვეპუნქტები. იმავდროულად ახალი ინტერფეისი იქნება მეტად მოქნილი, და მომხმარებელი შეძლებს მაქსიმალურად მოირგოს საკუთრი მოწყობილობა.

საპატენტო სისტემის ნაკლოვანებებზე მილიონობით სტატია დაწერილა, მაგრამ თავის დროზე მეტად გაგვაოცა კომპულენდის ცნობამ, იმის თობაზე თუ როგორ დააპატენტა ერთმა ავსტრალიელმა ბორბალი.