Citrix-მა iPhone-ში Windows XP გაუშვა

მელბურნის კონფერენციის მსვლელობისას Citrix–მა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება Windows XP–ის გაშვება iPhone–ში. ამის მიღწევა, Citrix–ის შექმნილი პატარა პროგრამის, XenDesktop–ის გამოყენებითაა შესაძლებელი. აჩვენეს Windows–ის ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილის, მათ შორის მრავალი წვრილმანის, მუშაობა. iPhone–ის გამაოგნებელი შესაძლებლობების დემონსტრაცია, “Directions in virtualisation & application delivery in the dynamic datacentre” სესიისთვის იყო დაგეგმილი. ნანახმა განაცვიფრა დამსწრეები, ნუთუ ეს სიმართლეა?

უნდა გაგაწბილოთ, სინამდვილეში iPhone–ში არ გაუშვიათ Windows Xp. ამგვარი ილუზიის შესაქმნელად გამოიყენეს ჩვეულებრივი Unix დამატება, რომელიც wi-fi–ის მეშვეობით, citrix-სერვერით, უშვებდა Windows–ის გარსის წვდომას. მაგრამ მაყურებელი ნამდვილად ვერაფერს მიხვდა და აღფრთოვანებული უყურებდა წარმოდგენას.