ვწერთ WordPress-ში iPhone-იდან

დღეს iPhone-ბლოგერის დღეა, სულ ახლახანს ცოცხალი ჟურნალის კლიენტის განახლებაზე ვწერდით და აი ახალი სასიხარულო ცნობაც მოვიდა — ამიერიდან WordPress–ში წერა iPhone–იდანაც შეიძლება.

ამისათვის საკმარისია დააყენოთ დანამატი WPhone, რომელიც ქმნის გზავნილების საწერ, ახალი მომხმარებლების დასამატებელ, კომენტარების მოდერაციის, გზავნილების სამართავ, კატეგორიების და ა.შ. ადმინისტრირების ადაპტირებულ პანელს.