2009 წელს Apple 10-დან 45 მილიონამდე iPhone-ის გაყიდის

რამდენიმე დამოუკიდებელი კვლევითი კომპანიის ანალიტიკოსები თითქმის ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ახალი 3G iPhone–ის დაბალი ფასი ($199/299) დადებითად აისახება Apple–ის უახლოეს ბიზნეს–მომავალზე.

ექსპერტთა აზრით 2009 წელს Apple 10-დან 45 მილიონამდე ტელეფონს გაყიდის. ისეთი ავტორიტეტული კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Bernstein, Pacific Data, Citicorp, Lehman Brothers, Royal Bank of Canada და Piper Jaffray, იშვიათას სცდებიან.

სტივს და კომპანიას წარმატებები ვუსურვოთ!