Apple არ დაუშვებს სანავიგაციო პროგრამულ უზურნველყოფას iPhone 3G-ისთვის

Apple-ი არ მისცემს უფლებას სხვა მწარმოებლებს გამოუშვან სანავიგაციო პროგრამული უზურნველყოფა, — ამის შესახებ ვგებულობთ iPhone SDK-ს სალიცენზიო შეთანხმებიდან. თავი 3.3.7 გვამცნობს, რომ „პროგრამული უზურნველყოფა არ შეიძლება შეიქმნას რეალურ დროში ნავიგაციის მიზნებისათვის, სახმელეთო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების ავტომატური ან ავტონომიური კონტროლისათვის“.

ამბების ასეთი განვითარება რათქმაუნდა არ გაახარებს კომპანიას TomTom, რომელმაც ამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება iPhone-ისათვის სანავიგაციო პროგრამის გამოშვებასთან დაკავშირებით.

ალბათ, Apple-ი გეგმავს წარმოადგინოს ასეთი პაკეტის საკუთარი ვერსია, თუმცა ჯერ არანაირი ანონსი არ გაკეთებულა.

წყარო: Electronista