თვის განმავლობაში iPhone-ის ბაზარი გაოთხმაგდა

WWDC კონფერენციის მოახლოებასთან ერთად iPhone–ის ახალი, ჯერ არგამოსული მოდელი სულ უფრო ხშირად იპყრობს მომხმარებელთა, დამკვირვებელთა და ექსპერტთა ყურადღებას. კომპანია Pacific Crest–ის ექსპერტი ენდი ჰარგრივზი (Andy Hargreaves) ვარაუდობს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ოპერატორებთან ახალი შეთანხმებების ხარჯზე, iPhone–ის პოტენციური ბაზარი 520 მილიონი მომხმარებლით, ანუ 669 მილიონამდე გაიზარდა.

ჰარგრივზი წინასწარმეტყველებს, რომ მიმდინარე წელს მთელს მსოფლიოში 1,27 მილიარდი მობილური ტელეფონი გაიყიდება, ხოლო მომავალ წელს 1,37 მილიარდი. სმართფონების გაყიდვა დაახლოებით 33%–ით, 61 მილიონი მოწყობილობიდან, 81,3 მილიონამდე გაიზრდება. ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით იგი აკეთებს პროგნოზს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე iPhone–ის გაყიდვები 10,5 მილიონიან ნიშნულს მიაღწევს, ხოლო მომავალ წელს Apple 15,3 მილიონ ტელეფონს გაყიდის.

იმ ფაქტორთა შორის, რომლებიც ხელს შეუწყობენ ტელეფონის გაყიდვების ზრდას, ჰარგრივზი ასახელებს iPhone SDK–ის მიმართ კორპორატიული კლიენტების ინტერესსა და ჩინეთის, იაპონიისა და რუსეთის ბაზრების დიდ პოტენციალს.

ანალიტიკოსმა კომპანიის ერთეული აქციის მომავალი ღირებულება 225$–ით განსაზღვრა.

წყარო: Barron