UbiSoft აპირებს თამაშების წარმოებას iPhone-ისათვის

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ კომპანიები EA და Namco ამზადებენ საინტერესო თამაშების სერიას iPhone-ისათვის. დღეს გამოჩნდა კიდევ ერთი პრეტენდენტი ამ ტელეფონის თამაშების მწარმოებლის სახელზე.

თან როგორი! თვით UbiSoft — მსხვილი კომპანია მსოფლიო სახელით, რომელმაც ინტერვიუში
CasualGaming.biz-თან განაცხადა: „ჩვენ შევქმნით თამაშებს არა მარტო PC, PS3 და 360-ისატვის, არამედ iPhone-ისა და iPod-ისათვის“. ამის შესახებ განაცხადა UbiSoft-ის აღამსრულებელმა დირექტორმა, Pauline Jacquey-იმ.