Sipgate — უფასო VoIP კლიენტი iPhone-ისთვის

Sipgate გახლავთ მორიგი VoIP-კლიენტი iPhone–ისთვის, რომელიც ერთი შეხედვით Fring–ს ჰგავს, მაგრამ მაინც განსხვავდება მისგან. ძირითადი სხვაობა ისაა, რომ Sipgate–ით შეგიძლიათ დამატებითი ანგარიშის გარეშე, ნომრებზე ნებისმიერი რაოდენობით ზარის განხორციელება. შესაბამისად არ დაგჭირდებათ skype–ის ან სხვა ხელმოწერიანი სამსახურის გამოყენება.

დამატება Sipgate–ის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან, ხოლო შემომავალ ზარებს Wi-Fi–ით მიიღებთ, ნებისმიერი SIP–ის გამოყენებით VoIP–მომსახურების ბაზაზე.

რეპოზიტორიუმი: http://iphone.sipgate.com/