ვოზნიაკი ბრუნდება!

Apple–ში არა, საზოგადოებაში. 30 სექტემბერს ლონდონში გაიმართება განსაკუთრებული ღონისძიება –Tomorrow 2008. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ეს კონფერენცია ხვალინდელი დღის ტექნოლოგიებს მიეძღვნება.

კონფერენცია ექსკლუზიურ ადგილზე – სამეფო ალბერტ ჰოლში გაიმართება და არც უბრალო მონაწილეები ეყოლება: ვიკიპედიის დამფუძნებელი ჯიმი უეილსი, კომპანია ARM–ის CEO უორენ ისტი და სხვები.

სტივ ვოზნიაკი უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში არ გამოჩენილა და ინტერვიუც არ მიუცია. ერთადერთი პრობლემა, რის გამოც თყვანისმცემლებმა შეიძლება ვერ მოახერხონ სტივის ნახვა, ბილეთის ფასია — 650 ფუნტი.